არასამთავრობო სექტორი პარლამენტისგან მოსამართლეთა შერჩევის წესზე მუშაობის დაუყოვნებლივ დაწყებას ითხოვს

არასამთავრობო სექტორი პარლამენტისგან მოსამართლეთა შერჩევის წესზე მუშაობის დაუყოვნებლივ დაწყებას ითხოვს

access_time2019-01-09 11:20:16

კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის წესზე მუშაობის დაწყებას პარლამენტისგან დაუყოვნებლივ ითხოვს.

 

კონსტიტუციის ახალი რედაქციის თანახმად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისა და თავმჯდომარის კანდიდატების ნომინირება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილება გახდა.

 

როგორც კოალიციაში შემავალი ორგანიზაციები განმარტავენ, მიუხედავად იმისა, რომ ამ დრომდე არ არსებობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისა და თავმჯდომარის კანდიდატების ორგანული კანონით დადგენილი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და კანდიდატთა ნომინირების წესი, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, 2018 წლის 24 დეკემბრის სხდომაზე, სრულიად გაუმჭვირვალე პროცედურისა და კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით წარადგინა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სია და იგი დასამტკიცებლად პარლამენტს გადაუგზავნა. სიაში მოხვდნენ ისეთი მოსამართლეები, რომლებმაც საზოგადოებას თავი გახმაურებულ საქმეებზე მიღებული უსამართლო გადაწყვეტილებებით დაამახსოვრეს და რომელთა დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა სამართლიანად დგას კითხვის ნიშნის ქვეშ.

 


„მიგვაჩნია, რომ მართლმსაჯულების სისტემაში უზენაესი სასამართლოს მნიშვნელობისა და როლის გათვალისწინებით, მისი მოსამართლეები უნდა აკმაყოფილებდნენ უფრო მაღალ სტანდარტებს, ვიდრე პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოების მოსამართლეები. აუცილებელია უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტება უზრუნველყოფილ იქნას ისეთი პროფესიონალებით, რომელთაც არა მხოლოდ სათანადო ცოდნა და გამოცდილება აქვთ, არამედ მაღალი რეპუტაციაც პროფესიულ წრეებსა თუ ფართო საზოგადოებაში. მოსამართლეები, რომელთა მიმართაც არ არსებობს საზოგადოების ნდობა და რომლებიც არ გამოირჩევიან თავიანთი კეთილსინდისიერებითა და საქმისადმი მიუკერძოებელი დამოკიდებულებით, ვერ უზრუნველყოფენ მართლმსაჯულების სათანადოდ განხორციელებას და სასამართლო ხელისუფლება ათწლეულები დარჩება ერთ-ერთ ყველაზე დაბალი ნდობის მქონე ინსტიტუტად, რაც ქვეყნის დემოკრატიულად განვითარების პროცესს შეაფერხებს.

 აუცილებელია, რომ მმართველმა პოლიტიკურმა გუნდმა სათანადოდ გააცნობიეროს მართლმსაჯულების სისტემაში შექმნილი მწვავე მდგომარეობა, რომელზეც პასუხისმგებლობა სწორედ მას ეკისრება და ის სავალალო შედეგები, რომელსაც მოსამართლეობის ნომინირებული კანდიდატების უზენაეს სასამართლოში უვადოდ დანიშვნა გამოიწვევს“, - აცხადებენ კოალიციაში შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციები.

 

კოალიცია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, სასწრაფოდ დაიწყოს მუშაობა “საერთო სასამართლოების შესახებ” ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებზე, რომლითაც განსაზღვრავს, როგორც უზენაესი სასამართლოს მოსამართლის მაღალი სტატუსის შესაბამის დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, ისე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა ნომინირების წესს.

 

„აუცილებელია, რომ საქართველოს პარლამენტმა ზემოხსენებული ცვლილებების მიღებამდე უარი თქვას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უკვე დასახელებული კანდიდატურების განხილვაზე, ხელახალი შერჩევის პროცესი დაიწყოს მხოლოდ კანონმდებლობაში სათანადო ცვლილებების განხორციელების შემდეგ და საკანონმდებლო ორგანომ სწორედ ასეთი წესით ნომინირებული კანდიდატების საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება განახორციელოს“, - აღნიშნულია კოალიციის განცხადებაში.






გიორგი კაპანაძე - აზარტული თამაშების უფრო მეტად დაბეგვრა აუცილებელია

გიორგი კაპანაძე - აზარტული თამაშების უფრო მეტად დაბეგვრა აუცილებელია
access_time2019-03-23 10:00:28
...

ადამიანი, რომელმაც ქართული სიტყვები “დახატა” – ბექა ბერიძის ნამუშევრები

ადამიანი, რომელმაც ქართული სიტყვები “დახატა” – ბექა ბერიძის ნამუშევრები
access_time2019-03-23 12:00:27
ბექა ბერიძე 29 წლის გრაფიკული დიზაინერია, რომელმაც ტიპოგრაფიული ილუსტრაციების სერია შექმნა. პოსტერები იმითაა განსხვავებული, რომ აქ სხვადასხხვა სიტყვები, როგორიცაა: ყავა, ლუდი, თუ სიყვარული, ქართული ასოებითაა “დახატული”. ამ ნამუშევრები სერია მისი პირადი პროექტია. როგორ...

„ბიზნესის და სახელმწიფოს ურთიერთობის ანატომია შეიძლება რამდენიმე ადამიანმა იცის ჩემზე უკეთ“

„ბიზნესის და სახელმწიფოს ურთიერთობის ანატომია შეიძლება რამდენიმე ადამიანმა იცის ჩემზე უკეთ“
access_time2019-03-22 21:25:02
„ბიზნესის და სახელმწიფოს ურთიერთობის ანატომია შეიძლება რამდენიმე ადამიანმა იცის ჩემზე უკეთესად ამ...

აუდიტის სამსახური - საქართველოში 100 000 მოსახლეს 7 სოცმუშაკი ემსახურება, რაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება სხვა ქვეყნების პრაქტიკას

აუდიტის სამსახური - საქართველოში 100 000  მოსახლეს  7  სოცმუშაკი ემსახურება, რაც მნიშვნელოვნად  ჩამორჩება სხვა ქვეყნების პრაქტიკას
access_time2019-03-22 19:30:32
საქართველოში 100 ათას მოსახლეს 7 სოციალური მუშაკი ემსახურება, რაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება სხვა ქვეყნების პრაქტიკას, მაგალითად, სლოვენიაში 100 ათას მოსახლეზე გათვალისწინებულია 772 სოციალური მუშაკი,- ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშშია აღნიშნულია.   სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა, რამდენად ეფექტურია ოჯახში ძალადობისგან დაცვისა და პრევენციის მექანიზმები. აუდიტის ანგარიში 2015 წლიდან 2018 წლის მესამე კვარტლის ჩათვლით პერიოდს...

New York Times-ის გენერალური დირექტორი გამომცემლობებს Apple-თან პარტნიორობის რისკებზე აფრთხილებს

New York Times-ის გენერალური დირექტორი გამომცემლობებს Apple-თან პარტნიორობის რისკებზე აფრთხილებს
access_time2019-03-22 21:00:46
Apple ახალ გასართობ და ფასიან ციფრული ახალი ამბების სისტემას ააქტიურებს. New York Times-მა და Washington Post-მა უარი თქვეს ამ პროექტში Apple-თან თანამშრომლობაზე. Apple New ყველა IPhone-სა და iPad-ზე წინასწარ იქნება დაინსტალირებული. The New York Times-ის გენერალური დირექტორი მარკ ტომპსონი სხვა გამომცემლობებს აფრთხილებს იმ რისკების შესახებ, რაც შეიძლება Apple-თან თანამშრომლობამ გამოიწვიოს. ტომპსონის განცხადებით პირველი რისკია ელექტრონული ჟურნალის...


მსგავსი სიახლეები

up