არასამთავრობო ორგანიზაციების საგანგებო განცხადება აფხაზეთში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით

არასამთავრობო ორგანიზაციების საგანგებო განცხადება აფხაზეთში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით

access_time2020-08-24 14:20:49

მიმდინარე წლის 18 აგვისტოს საზოგადოებრივი ორგანიზაციებმა საქართველოს მთავრობას აფხაზეთში COVID-19-ით მკვეთრი აფეთქების ფონზე აფხაზეთის ჰუმანიტარული და სამედიცინო მხარდაჭერის გაძლიერებისკენ მოუწოდეს. განცხადებას მყისიერად გამოეხმაურა შერიგებისა და სამოქალაქო თანსწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი.


ქვემოთ ხელმომწერი ორგანიზაციები მივესალმებით შერიგებისა და სამოქალაქო თანსწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აქტიურობას, ვსარგებლობთ შესაძლებლობით და გვსურს მისი და საქართველოს ხელისუფლების ყურადღება მივაპყროთ შემდეგ საკითხებზე:


შესაძლებლობების ფანჯარა და პასიური ხელისუფლება
აფხაზეთში ახალი დე-ფაქტო პრეზიდენტის არჩევამ, აფხაზეთის ე.წ. პოლიტიკური ისტაბლიშმენტის პოზიტიურმა მესიჯებმა და covid-19 თან დაკავშირებულმა საკითხებმაქართულ-აფხაზური თანამშრომლობის პერსპექტივები გაზარდა დაქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში ახალი შესაძლებლობების ფანჯარა გააჩინა. ამ ფონზე საქართველოს ხელისუფლების პასიურობა და ახალი, შემხვედრი ნაბიჯების ნაკლებობა ნათლად აჩვენებს, რომ შერიგების მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკა გააქტიურებას და ახალ იმპულსებს საჭიროებს. ნიშანდობლივია, რომ დღემდე საქართველოს ხელისუფლებანაკლებად იყენებს სამოქალაქო საზოგადოების რესურს და გამოცდილებას სამშვიდობო პროცესში. ბოლო პერიოდში სახელმწიფოს პოლიტიკის პასიურობის დასტური იყო შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ვაკანტური პოზიცია თვენახევრის განმავლობაში და დევნილთა საკითხებზე მომუშავე სამინისტროს გაუქმება 2018 წელს.


ხანდაზმულთა პენსია და დევნილთა შემწეობა
გალში მცხოვრები ხანდაზმულები და დევნილები თვეობით ვერ იღებენ კუთვნილ პენსიას და დევნილთა შემწეობას. გამშვები პუნქტების დაკეტვის გამო, გალში მცხოვრები პენსიონერები/დევნილები, რომლებისთვისაც პენსია/შემწეობა ხშირად ერთადერთ საარსებო წყაროს წარმოადგენს, პრაქტიკულად მოწყვეტილები არიან საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიებთან კომუნიკაციის შესაძლებლობას. მიუხედავად იმისა, რომ აფხაზური მხარის მიერ გამშვები პუნქტი ცალმხრივად პერიოდულად იხსნება, პირველადი მოხმარების ნივთების, პროდუქტის ან მედიკამენტის შესაძენად ორკვირიან სავალდებულო საკარანტინე სივრცეში მოთავსების პერსპექტივა, გალის მაცხოვრებლებისთვის გადმოსვლასაზრს უკარგავს.


განათლება
ხელმომწერი ორგანიზაციები მივესალმებით საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას, ოკუპირებული ტერიტორიებიდანაბიტურიენტების უმაღლეს სასწავლებლებში უგამოცდოდ ჩარიცხვასთან დაკავშირებით, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ გალში განათლების რუსიფიკაციის პროცესი ინტენსიურად მიმდინარეობს, ბევრ ახალგაზრდას ქართულ ენაზე სწავლის გაგრძელება უჭირს,რაც მათთვის დამატებითი დახმარების გაწევის აუცილებლობას ქმნის.
პანდემიის პირობებში, ხელისუფლების სათანადო ყურადღების მიღმა დარჩა გალის სკოლების ონლაინ სასწავლო პროცესში ჩართვისსაკითხი. სასწავლო პროცესის ონლაინ ფორმატში გაგრძელების შემთხვევაში, გალში მცხოვრები მოსწავლეები, რომლებიც გალის რაიონში გამყოფ ზოლთან ცხოვრობენ და სასწავლებლად საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოდიან, სასწავლო პროცესის ონლაინ ფორმატში გაგრძელების შემთხვევაში, შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობის არარსებობის ან ინტერნეტის სუსტი დაფარვის გამო, მოკლებულები იქნებიან სასწავლო პროცესში ჩართვის შესაძლებლობას.


სამედიცინო მომსახურება
საკარანტინო შეზღუდვებმა გალის რაიონის მოსახლეობა სამედიცინო სერვისების მიღების კუთხით განსაკუთრებით რთულ პირობებში ჩააყენა.გალისა და საბერიოს საავადმყოფოებს არ ჰყოფნით მედიკამენტები და აღჭურვილობა, ვერ ხდება მედიკამენტების გაგზავნა ან შეტანა დიდი ხნის განმავლობაში.


გალის მაცხოვრებლებს, რომლებიც საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზეხშირად გადაუდებელი სამედიცინო სერვისის მისაღებად მოდიან, ორკვირიან სავალდებულო კარანტინში ყოფნა უწევთ, რის გამოც გადაუდებელ სერვისებს გვიანიღებენ. მძიმე, მათ შორის, ონკოლოგიური პაციენტები, რომლებსაც დაგეგმილი ქიმიოთერაპია აქვთ გასაკეთებელი და ორკვირიან საკარანტინე სივცეში მოხვედრა არ სურთ, ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე აღარ გადმოდიან. ამის გამო უკვე არაერთ ადამიანს დაუმძიმდა ჯანმრთელობის მდგომარეობა.



კარანტინისთვის თავის ასარიდებლად, არაერთი პაციენტი ცდილობს, შემოვლითი გზებით, მდინარე ენგურის გადაცურვით, გადმოვიდეს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ამის გამო რამდენიმე პაციენტი შემთხვევით გადაურჩა დახრჩობას. ბოლო პერიოდში, ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით, რუსმა სამხედროებმა ათეულობით ადამიანი დააკავეს და დააჯარიმეს.


ენგურის ხიდამდე კატასტროფის ბრიგადის მოსასვლელად ხშირად პაციენტებს 6-7 საათი უწევთ ლოდინი. ერთ შემთხვევაში, იმის გამო, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა ენგურის ხიდზე გაუსაძლისი ტკივილების მქონე, საოპერაციო პაციენტის გადმოსაყვანად ვერ შევიდა, ნათესავებმა ავადმყოფისაქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზეხელით გადმოიყვანეს. ავადმყოფისთვის სასწრაფო ოპერაციის გაკეთება მხოლოდ 24 საათის შემდეგ გადაწყდა, თუმცა, ის თავდაპირველად კარანტინში ყოველგვარი გამოკლევების გარეშე მოათავსეს.


სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობა - კრიზისული გეგმა დევნილების გარეშე
პანდემიასთან დაკავშირებით მიღებულ ანტიკრიზისულ გეგმაში მთავრობას არ აუსახავსგალში და ახალგორში მცხოვრები ათასობით თანამოქალაქის და დევნილების სპეციფიური საჭიროებები.


გამშვები პუნქტის დახურვის გამო, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობა, რომელიც საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეცხოვრობს,თუმცა სეზონური სამუშაოსთვის ან სავაჭროდ გალში გადადის (ძირითადად დევნილი ქალები), საარსებო წყაროს გარეშე დარჩა. მათი საჭიროებები სახელმწიფო მხარდაჭერის არცერთ პროგრამაში არ ასახულა.


რეკომენდაციები:


ზემოთქმულიდან გამომდინარე, ხელმომწერი ორგანიზაციები მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას:
• გააქტიუროს პირდაპირი დიალოგი აფხაზურ საზოგადოებასთან; ეფექტიანად გამოიყენოს სამოქალაქო საზოგადოების რესურსი და გამოცდილება სამშვიდობო პროცესში და ამ მიზნით, ხელი შეუწყოს არასამთავრობო სექტორთან და ექსპერტებთან თანმშრომლობისთვის მუდმივმოქმედი პლატფორმის შექმნას;
• გალში მაცხოვრებელიპენსიონრების და დევნილების მიერ კუთვნილი პენსიის/დევნილთაშემწეობების მისაღებად, იშუამდგომლოს ლიბერთი ბანკთან, რომ მოსახლეობამ პენსიის/შემწეობის მიღება რუხის ადმინისტრაციულ საზღვართანბანკის მობილური სერვისებისგამოყენებით შეძლოს; საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით,სანიტარული ნორმების დაცვით,ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთანაფხაზეთიდან ჩამოსულიპირებისთვის უზრუნველყოს მედიკამენტების, პროდუქტების და პირველადი მოხმარების საგნების შეძენისთვის პირველადი პუნქტების მოწყობა.
• დამატებითი დახმარება აღმოუჩინოს გალის რაიონში არსებულ სკოლებს, მათ შორის,შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობით დახმარებით და გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მაღალი სიჩქარის მქონე ინტერნეტ პროვაიდერის შესვლის წახალისებით.
• დაიწყოს მუშაობაგალიდან გადმოსულიპაციენტებისთვის,სერვისების გამარტივების კუთხით; ხელი შეუწყოს გალისა და საბერიოს საავადმყოფოების მედიკამენტებით და სხვა სამედიცინო აღჭურვილობით მომარაგებას, მათ შორის, მათ აღჭურვასგადასატანი პორტატული რენტგენის და ექოსკოპიის აპარატებით, ქირურგიული ინსტრუმენტების კომპლექტითდა სხვ.
• პანდემიის გავლენის დევნილების და გალის მაცხოვრებლების დამძიმებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესამსუბუქებლად, შეიმუშავოს სპეციალური, მათ საჭიროებებზე მორგებული დროებითი პროგრამები.
• სხვადასხვა მნიშნელოვანი პრობლემის მოგვარების მიზნით შესაძლოა დაიგეგმოს ინციდენტების პრევენციის და მათზერეაგირებისს მექანიზმის (IPRM) საგანგებო შეხვედრის გამართვა გალში.


ხელმომწერი ორგანიზაციები:
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)
ადამიანისუფლებათაცენტრი (HRC)
ადამიანისუფლებათასწავლებისდამონიტორინგისცენტრი (EMC)


თეგები:
აფხაზეთი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up