არასამთავრობო ორგანიზაციები „ნამახვანჰესის” გარშემო მიმდინარე პროცესებზე სამთავრობო უწყებებსა და ინვესტორებს, ასევე პროტესტის მონაწილეებს მიმართავენ

არასამთავრობო ორგანიზაციები „ნამახვანჰესის” გარშემო მიმდინარე პროცესებზე სამთავრობო უწყებებსა და ინვესტორებს, ასევე პროტესტის მონაწილეებს მიმართავენ

access_time2021-04-16 11:30:00

არასამთავრობო ორგანიზაციები და ექსპერტები “ნამახვანჰესის” გარშემო მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით სამთავრობო უწყებებსა და ინვესტორებს, ისევე როგორც პროტესტის მონაწილეებს მოუწოდებენ გაითვალისწინონ არსებული საფრთხეები და ყველა ღონეს მიმართონ სიტუაციის განსამუხტად.



როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, უმთავრესია, მომზადდეს და მხარეებთან შეთანხმდეს დიალოგის მიზანი, პროცედურები და წესები, რაც უზრუნველყოფს მის გამჭვირვალობას და შედეგიანობას;



„ნამახვანჰესის” მშენებლობასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესი, სიტუაციის არასწორი მართვის პირობებში, სულ უფრო მეტად პოლარიზებულ პოლიტიზირებულ ხასიათს იძენს და ეროვნული უსაფრთხოების რისკებს აძლიერებს. ეს ხელს აძლევს ქვეყნის არაკეთილმოსურნე ძალებს, რომლებიც დაინტერესებული არიან შიდა დაპირისპირების გაღრმავებით, ინსტიტუტების და პროფესიონალების დისკრედიტაციით, ქვეყნის ეკონომიკური დასუსტებით, უცხო ქვეყნებზე ენერგეტიკული დამოკიდებულების გაზრდითა და პოლიტიკური კავშირების შესუსტებით.



ჩვენ ვიზიარებთ პროტესტის მონაწილეების გულწრფელ მცდელობას, დაიცვან ადგილობრივი გარემოს და მოსახლეობის ინტერესები. მივიჩნევთ, რომ გადაწყვეტილება უნდა მიიღებოდეს არა ცალმხრივად, რომელიმე მხარის სასარგებლოდ, არამედ ერთობლივად, ქვეყნის და მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით. დარწმუნებული ვართ, რომ პროცესების შემდგომ ესკალაციას და პროექტის ძალისმიერი გზით გაგრძელებას, ან ძალისმიერ შეწყვეტას შეიძლება მოჰყვეს ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის, გამოუსწორებელი ზიანი. სამწუხაროდ, მოვლენათა მიმდინარეობა არ იძლევა ამ ზიანის აცილების იმედს. ამიტომ:



მოვუწოდებთ სამთავრობო უწყებებს და ინვესტორს, ისევე როგორც პროტესტის მონაწილეებს, გაითვალისწინონ არსებული საფრთხეები და ყველა ღონეს მიმართონ სიტუაციის განსამუხტად. უნდა დაიწყოს ინფორმირებული და პრაგმატული დიალოგი სრული გამჭვირვალობის პირობებში, რათა შევწყვიტოთ მტრისთვის სასარგებლო ურთიერთდაპირისპირება და დავიწყოთ ქვეყნისთვის სასარგებლო ერთობლივი მუშაობა. ეს სავსებით შესაძლებელია შესაბამისი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის პირობებში.



მივმართავთ მომიჯნავე დარგების ექსპერტებს და საზოგადოების აქტიურ წარმომადგენლებს თავიანთი ცოდნით, გამოცდილებით და ავტორიტეტით, ყველანაირად ხელი შეუწყონ მხარეების საგნობრივ დიალოგს.




მივმართავთ კოლეგა არასამთავრობო ორგანიზაციებს, თავიანთ შესაძლებლობის ფარგლებში, ობიექტური და მიუკერძოებელი ინფორმაციის და შეფასებების საშუალებით, ხელი შეუწყონ მდგომარეობის განმუხტვას და მხარეებს შორის საგნობრივი დიალოგის ჩამოყალიბებას.



მივმართავთ მთავრობას, დაინტერესებული მხარეების ჩართულობით, შექმნას კონსტრუქციული დიალოგისთვის საჭირო რეალური პლატფორმა და უზრუნველყოს პროცესის მდგრადობა.



ამისთვის უნდა განხორციელდეს შემდეგი ნაბიჯები:



უპირველესად უნდა მომზადდეს და მხარეებთან შეთანხმდეს დიალოგის მიზანი, პროცედურები და წესები, რაც უზრუნველყოფს მის გამჭვირვალობას და შედეგიანობას;
ჩამოყალიბდეს და მხარეებთან შეთანხმდეს ძირითადი და არსებითი შეკითხვები, პროექტის ხელშეკრულების, მისი სარგებლიანობის, საფრთხეების, პროცედურების და სხვა საკითხების გარშემო. მოხდეს ლეგიტიმური შეკითვების გამიჯნვა მცდარი ინფორმაციისგან. სახელმწიფომ და ინვესტორმა დამაჯერებელი და საგნობრივი პასუხი გასცენ ამ შეკითხვებს და გამოასწორონ გამოვლენილი ხარვეზები.



მხარეებთან ერთად, აქტიურად იყვნენ ჩართული დამოუკიდებელი ექსპერტები. თავისი კომპეტენციის სფეროებში მოამზადონ კვალიფიციური დასკვნები, შეფასებები და რეკომენდაციები მხარეების მიმართ.



განხილვის პერიოდში გამოცხადდეს სრული მორატორიუმი ჰესის მშენებლობაზე და ამავე დროს შეწყდეს პროტესტი. ხოლო ჩართული მხარეები მოერიდონ დისკუსიის პროცესში საკითხების პოლიტიზირებას და ამით მათი არსებითი განხილვის ხელშეშლას.



შექმნილი მდგომარეობა, უდიდეს საფრთხეებთან ერთად, შეიცავს შესაძლებლობას, ქვეყანამ დანერგოს ცივილიზებული დიალოგი, გამჭვირვალობა და შეამციროს კორუფციული და არაკვალიფიციური გადაწყვეტილებების საფრთხეები; გაზარდოს სტრატეგიული შესაძლებლობები და დაადგეს ენერგეტიკული, ეკონომიკური და პოლიტიკური გაძლიერების გზას. ამ შესაძლებლობის გამოუყენებლობა და პასიურობა გამოუსწორებელი შეცდომა იქნება“,- ნათქვამია განცხადებაში.



განცხადებას ხელს შემდეგი არასამთავრობო ორგანიზაციები და ექსპერტები აწერენ: 1. მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის; 2. შალვა ძებისაშვილი, საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი; 3. საქართველოს ენეროგეფექტურობის ცენტრი;4. ლევან მიქელაძის ფონდი; 5. საქართველოს ფერმერთა ასოციაცია; 6. საქართველოს გეოსტრატეგიის და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის კვლევების ინსტიტუტი; 7. საერთაშორისო ბიზნესის განვითარების და ინვესტიციათა ხელშეწყობის ცენტრი; 8. თეონა აქუბარდია, საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრი; 9. ივანე მაჭავარიანი, საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრი; 10. თორნიკე შარაშენიძე, საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრი; 11. ასოციაცია ათინათი; 12. ABCO-Georgia; 13. ადამიანის უფლებათა ცენტრი; 14. ასოციაცია ,,დეა; 15. სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრი - საქართველო; 16. ა(ა)იპ ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება; 17. ელექტრონული მმართველობა საქართველო; 18. გეოპოლიტიკური კვლევების საერთშორისო ცენტრი; 19. ასოციაცია ტოლერანტი; 20. საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაცია; 21. იგპ ქალთა ასოციაცია თანხმობა; 22. მეგობრობის ხიდი ქართლოსი; 23. საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაცია; 24. ასოციაცია მშვიდობიანი დ საქმიანი კავკასია; 25. საქართველოს საერთაშორისო განვითარების სააგენტო; 26. ფონდი „სოხუმი“; 27. ახალი თაობა დემოკრატიული საქართველოსათვის; 28. საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი; 29. სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბირო; 30. ვალერი ჩეჩელაშვილი GFSIS; 31. სივილ ფორუმი; 32. ცენტრი ემპათია.




IPN.GE







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up