არასამთავრობო ორგანიზაციები - ევროკავშირის პირობების შესასრულებლად, საქართველოს პარლამენტმა სასესიო მუშაობა დაუყოვნებლივ უნდა განაახლოს

არასამთავრობო ორგანიზაციები - ევროკავშირის პირობების შესასრულებლად, საქართველოს პარლამენტმა სასესიო მუშაობა დაუყოვნებლივ უნდა განაახლოს

access_time2022-07-02 00:00:00

არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ევროკავშირის პირობების შესასრულებლად, საქართველოს პარლამენტმა სასესიო მუშაობა დაუყოვნებლივ უნდა განაახლოს.

გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში ისინი საპარლამენტო უმრავლესობას და ოპოზიციას მოუწოდებენ, მიმართონ პრეზიდენტს რიგგარეშე სესიის მოწვევის მოთხოვნით და დაიწყონ შესაბამისი მუშაობა პარლამენტში.

გარდა ამისა, მესამე სექტორის ნაწილი მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, დაუყოვნებლივ დაიწყოს ცესკოს თავმჯდომარისა და ორი წევრის კანდიდატების შერჩევის პროცედურები.

„დღეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი გარდამტეხ ფაზაშია შესული. საქართველოსთვის გაიხსნა ფანჯარა, რომელიც გვაძლევს ევროპასთან დაახლოების უნიკალურ შესაძლებლობას; ამ დროისთვის საქართველოს ხელისუფლებამ შესაძლებლობის მხოლოდ მინიმუმს მიაღწია. საქართველომ, უკრაინისა და მოლდოვასგან განსხვავებით, ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი. თუმცა, შესაძლებლობის ფანჯარა საქართველოსთვის არ დახურულა. ევროპულმა კომისიამ მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ 6 თვის შემდეგ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი კვლავ დადგება ევროკავშირის დღის წესრიგში.

საქართველოს ძალიან ცოტა დრო რჩება შესაძლებლობის წარმატებით გამოსაყენებლად, რაც გვავალდებულებს გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები ევროინტეგრაციის მიზნის მისაღწევად. ამ მოცემულობაში, მმართველი ხელისუფლების ნებისმიერი მცდელობა, მიმართული ქვეყნის ევროინტეგრაციის მნიშვნელობის დაკნინებისკენ, ან ისეთი საკითხების წინ წამოწევისკენ, რომელიც არ ემსახურება ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 მოთხოვნის შესრულებას, წარმოადგენს ქართველი ხალხის ნების და საქართველოს კონსტიტუციის საწინააღმდეგო მოქმედებას.

ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 პირობის შესრულებაზე ხელისუფლების სამივე შტოა პასუხისმგებელი. განსაკუთრებული მნიშვნელობისაა პარლამენტის როლი, რადგან სწორედ მისი ვალდებულებაა, როგორც შესაბამისი ნორმატიული ბაზის შექმნა, ასევე, მთავრობის მიერ პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა.

საქართველოს პარლამენტმა 24 ივნისს დაასრულა მორიგი (საგაზაფხულო) სესიის ფარგლებში მუშაობა და პირველად მიმდინარე მოწვევის განმავლობაში არ მოუთხოვია რიგგარეშე სესიის გამართვა. შექმნილ ვითარებაში, როდესაც ევროკავშირის მიერ დადგენილი პირობების შესასრულებლად სულ უფრო ცოტა დრო რჩება, საქართველოს პარლამენტის პასიურ როლში ყოფნა დაუშვებელია.

ხელმომწერ ორგანიზაციებს მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, საქართველოს პარლამენტმა განაახლოს სასესიო მუშაობა 12 პირობის შესასრულებლად კონკრეტული ნაბიჯების გადასადგმელად. შესაბამისად, დაუყოვნებლივ უნდა იქნას მოწვეული პარლამენტის რიგგარეშე სესია დღის წესრიგით, რომელშიც სულ მცირე, გათვალისწინებული იქნება შემდეგი სწრაფად განხილვადი საკითხები:


საარჩევნო სისტემის რეფორმის დასრულება, საკონსტიტუციო ცვლილება, რომლის განხილვაც პარლამენტში გაჩერებულია ითვალისწინებს სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას 2%-იანი საარჩევნო ბარიერით. საკონსტიტუციო ცვლილებები მრავალპარტიული მხარდაჭერით მიღებულია პირველი მოსმენით, რაც იმას ნიშნავს, რომ დასრულებულია საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის კანონით გათვალისწინებული პროცედურების ყველაზე რთული ეტაპი; დარჩენილი მეორე და მესამე მოსმენებით აღნიშნული ცვლილებების მიღება, რიგგარეშე სესიის პირობებში, პარლამენტს რამდენიმე დღის ვადაში შეუძლია.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ფორმირება. ცესკოს თავმჯდომარეს და ორ წევრს უფლებამოსილების ვადა 2022 წლის აგვისტოში ეწურებათ. პარლამენტმა ისინი 2 კვირის ვადაში საპარლამენტო ძალებს შორის კონსენსუსის ზოგადი (და არა საგამონაკლისო) წესით უნდა აირჩიოს.

ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნა. კანონპროექტი ინიცირებულია 2022 წლის 25 იანვარს, სარგებლობს საპარლამენტო ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების ფართო მხარდაჭერით; ევროპარლამენტის 2018 წლის 14 ნოემბრის რეზოლუცია მოუწოდებს საქართველოს შეიქმნას დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ორგანო მაღალი დონის ელიტური კორუფციის ეფექტიანი გამოძიების მიზნით. ინიციატივა განხილულია ერთ-ერთ სავალდებულო კომიტეტზე და ასევე გაჩერებულია პარლამენტში. ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნის პროცესის დასრულება პარლამენტს შეუძლია რიგგარეშე სესიის ფარგლებში, რამდენიმე დღეში.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 5 წევრის დანიშვნა და იუსტიციის საბჭოში გადაწყვეტილების მიღების წესის შეცვლა ე.წ. ორმაგი 2/3 პრინციპით. იუსტიციის საბჭოს ხუთივე წევრი პარლამენტმა უნდა აირჩიოს პოლიტიკურ ძალთა შორის კონსენსუსის წესით. ამავდროულად, განხილულ უნდა იქნეს 2021 წლის ივლისში ინიცირებული კანონპროექტი „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის ცვლილების შესახებ, რომელიც მიმართულია კორპორატივიზმის შემცირებასა და იუსტიციის საბჭოს საქმიანობაში არამოსამართლე წევრების ჩართულობის გაზრდისკენ. რიგგარეშე სესიის პირობებში, პარლამენტს შეუძლია აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების განხილვა და მიღება რამდენიმე დღის ვადაში.

ჩამოთვლილი საკითხების განხილვით პარლამენტი შეასრულებს ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 მოთხოვნიდან კონკრეტული რეფორმების გატარებასთან დაკავშირებულ პუნქტებს, ასევე, გადადგამს ნაბიჯებს დეპოლარიზაციის, დეოლიგარქიზაციის მოთხოვნის შესრულებისკენ.

პარლამენტმა უნდა განსაზღვროს პრიორიტეტულად სასამართლოს ამბიციური რეფორმის და 12 პუნქტით გათვალისწინებული სხვა ყველა პირობის მორიგ სესიაზე შესრულების გეგმა.

მოვუწოდებთ საპარლამენტო უმრავლესობას და ოპოზიციას:

მიმართონ პრეზიდენტს რიგგარეშე სესიის მოწვევის მოთხოვნით, ხსენებული დღის წესრიგით და დაიწყონ შესაბამისი მუშაობა პარლამენტში. პარლამენტის რიგგარეშე სესიის მოწვევისთვის საკმარისია პარლამენტის 38 წევრის ხმა.

მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს:

დაუყოვნებლივ დაიწყოს ცესკოს თავმჯდომარისა და ორი წევრის კანდიდატების შერჩევის პროცედურები და უზრუნველყოს პროცესის წარმართვა ფართო ჩართულობით, პროცესის უზრუნველყოფისთვის საკმარისი ვადით ადრე, არაუგვიანეს 15 ივლისისა;

შერჩევის პროცესის დაგეგმვისას გაითვალისწინოს ყველა შენიშვნა, რომელიც ცესკოს თავმჯდომარის და წევრების არჩევის პროცესთან დაკავშირებით გამოითქვა შერჩევის ბოლო ორ პროცესში მონაწილე და დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ“,-აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ: „დემოკრატიის ინდექსი - საქართველო“, „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“, (DRI) „სამოქალაქო იდეა“, „ევროპულ-ქართული ინსტიტუტი“ (EGI) „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ (WEG).

ipn.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up