არასამთავრობო ორგანიზაციები და პარტიები კახა კუჭავას მიმართავენ, ქალი დეპუტატების მიმართ გამოვლენილი შეურაცხმყოფელი და ძალადობრივი ქმედებები დაგმოს

არასამთავრობო ორგანიზაციები და პარტიები კახა კუჭავას მიმართავენ, ქალი დეპუტატების მიმართ გამოვლენილი შეურაცხმყოფელი და ძალადობრივი ქმედებები დაგმოს

access_time2021-07-22 13:30:31

არასამთავრობო ორგანიზაციები და პარტიები განცხადებით მიმართავენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, კახა კუჭავას, რომლის მიხედვით ითხოვენ, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ ქალი დეპუტატების მიმართ გამოვლენილი შეურაცხმყოფელი და ძალადობრივი ქმედებები დაგმოს. არასამთავრობო სექტორს სურდა, რომ აღნიშნული განცხადება უშუალოდ საკანონმდებლო ორგანოში გაეცნო დეპუტატებისა და პარლამენტის თავმჯდომარისთვის, თუმცა შენობაში შესვლის უფლება მათ ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ არ მისცა. ამის შემდეგ კი განცხადება პარლამენტში ოპოზიციონერმა დეპუტატებმა თამარ კორძაიამ და ანა ნაცვლიშვილმა დასარეგისტრირებლად შეიტანეს.

განცხადებაში საუბარია, რომ 2021 წლის 18 ივლისის სხდომაზე პარლამენტის წევრებმა შალვა პაპუაშვილმა და ირაკლი ზარქუამ გამოიყენეს ფიზიკური ძალა ქალი პარლამენტარების თინათინ ბოკუჩავასა და ნონა მამულაშვილის მიმართ. არასამთავრობო სექტორი ფაქტის მიმართ კახა კუჭავასგან შესაბამის რეაგირებას ითხოვს.

„2021 წლის 18 ივლისის სხდომაზე პარლამენტის წევრებმა შალვა პაპუაშვილმა და ირაკლი ზარქუამ გამოიყენეს ფიზიკური ძალა ქალი პარლამენტარების თინათინ ბოკუჩავასა და ნონა მამულაშვილის მიმართ. პარლამენტის სხვა კაცმა წევრებმა, მათ შორის, ლევან მგალობლიშვილმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს პარლამენტის წევრ ანა წითლიძეს. აღსანიშნავია, რომ ლევან მგალობლიშვილი ანა წითლიძესა და თინათინ ბოკუჩავას ფიზიკურად უზღუდავდა გადაადგილების შესაძლებლობას, ხოლო ამ უკანასკნელს წაართვა საპროტესტო პოსტერი. აღნიშნულის დამადასტურებელი კადრები გაავრცელა ყველა მედია საშუალებამ.

ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები და აქტივისტები მრავალი წელია ვიბრძვით გენდერული თანასწორობისათვის. შალვა პაპუშვილის და ირაკლი ზარქუას მიერ პოლიტიკოსი ქალების მიმართ განხორციელებული ძალადობა აზრს უკარგავს თანასწორობისთვის ბრძოლაში მიღწეულ წარმატებას. საქართველოს არც ერთი მოწვევის პარლამენტში მსგავს ძალადობრივ ფაქტს ქალი დეპუტატების მიმართ არ ჰქონია ადგილი. უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოდან პარლამენტის წევრებმა საჯაროდ და დემონსტრაციულად წაახალისეს ქალის მიმართ ძალადობრივი მოპყრობა; აჩვენეს საზოგადეობას, რომ ქალის „მიუღებელი“ პროტესტი შესაძლოა, კაცმა ფიზიკური ძალით ჩაახშოს. სამწუხაროდ, პარლამენტში სისტემური სახე აქვს ქალების მიმართ სექსისტურ გამონათქვამებსა და დისკრიმინაციულ დამოკიდებულას. ეს ძალადობრივი ქმედებები ჩრდილს აყენებს ნებისმიერ კანონს, რომელიც პარლამენტს მიუღია ქალთა უფლებების გასაძლიერებლად, რადგან საკანონმდებლო ორგანოშივე საჯაროდ ხდება მათი გათელვა გამოვლენილი ფიზიკური ძალადობით, ძალადობის ფაქტის არაღიარებით, დუმილით ან გამართლებით.

მდგომარეობას ამძიმებს ისიც, რომ შალვა პაპუაშვილი და ირაკლი ზარქუა არც კი აცნობიერებენ საკუთარი მოქმედების ძალადობრივ ხასიათსა და არსს. სამწუხაროდ, არაკვალიფიციური განცხადება გააკეთა პარლამენტის ეთიკის საბჭოს წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმაც; მისი აზრით „არავითარი ქალზე ძალადობა არ ყოფილა, უბრალოდ არ მიუშვა, გამოსწია აქეთ“. მოგეხსენებათ, რომ შალვა პაპუაშვილისა და ირაკლი ზარქუას ქმედებები სწორედ ეთიკის საბჭოს წევრებმა უნდა შეაფასონ.

მიუღებელია პარლამენტის თავმჯდომარის დუმილი და უმოქმედობა აღნიშნულ პრობლემაზე, უფრო მეტიც, ეს ძალადობას ახალისებს. მოგიწოდებთ, გამოიყენოთ თქვენს ხელთ არსებული ყველა მექანიზმი ადეკვატური რეაგირებისათვის, რათა მოძალადე პარლამენტის წევრებმა - შალვა პაპუაშვილმა და ირაკლი ზარქუამ, სათანადო პასუხი აგონ ქალი დეპუტატების მიმართ გამოვლენილი შეურაცხმყოფელი და ძალადობრივი ქმედებების გამო“, - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ:

„ქალთა მოძრაობა“;

„ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) საქართველო“;

„ქალები საქართველოდან“;

კავშირი „საფარი“;

„ქალთა ფონდი საქართველოში“;

ფონდი „ტასო“;

„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)“ ;


„სამართლიანი არჩევნები (ISFED)“ ;

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია)“;

„საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველო (TI)“;

„მედიის განვითარების ფონდი“ (MDF);

„თბილისი პრაიდი“;

„თანასწორობის ცენტრი“;

„სამართლებრივი კვლევის, სწავლებისა და დახმარების ცენტრი“;

კავშირი „ფრეია“;

„ახალგაზრდა ფემინისტები“;

We 4 education;

„ფემინა“ ;

„პროგრესის ცენტრი“;

„წითელი ხაზები“ ;

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“;

პოლიტიკური მოძრაობა „დროა“;

„რესპუბლიკური პარტია“;

პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის";

პარტია „ანა დოლიძე - ხალხისთვის“;

„ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა“;

„ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“;

„სტრატეგია აღმაშენებელი“;

პარტია „სამართლიანობისთვის“ ;

პარტია „საქართველოსთვის“.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up