არასამთავრობო დარგობრივი ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება

არასამთავრობო დარგობრივი ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება

access_time2017-11-14 10:20:54

საქართველოს დარგობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ერთობლივად შეიმუშავეს განცხადების ტექსტი, სადაც აფიქსირებენ საკუთარ პოზიციას სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით. 


“დადებითად ვაფასებთ მთავრობის მიერ გაცხადებულ სტრუქტურული ცვლილებების პროექტს, რომლის შედეგად რამდენიმე სამინისტროს გაერთიანება იგეგმება. აღნიშნული ცვლილებების დაწყება და სწორი განხორციელება ხელს შეუწყობს ბიუროკრატიული ხარჯების დაზოგვასა და მთავრობის ეფექტურობის გაზრდას.


ვფიქრობთ, ცალკე აღნიშვნის ღირსია ბატონ გიორგი გახარიას მინისტრობის პერიოდში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განხორციელებული პოზიტიური სისტემური რეფორმები, რომლებმაც შეუქცევადი გახადა მუდმივი რეფორმირებისა და განახლების პროცესი და შექმნა საქმიანი საზოგადოებისათვის სერვისების ერთი ქოლგის ქვეშ მოქცევის წინაპირობები.



პროექტით გათვალისწინებული ეკონომიკური კომპონენტების ერთი ქოლგის ქვეშ მოქცევა კი, ჩვენი აზრით, უფრო მეტად დააჩქარებს გადაწყვეტილებების მიღების პროცესს და ხელს შეუწყობს სამომავლოდ დაგეგმილი პროექტების უფრო ეფექტურად და მოკლე ვადებში იმპლემენტაციას.


ამასთან, გვინდა წარმატება ვუსურვოთ ბატონ დიმიტრი ქუმსიშვილს და ბატონ მამუკა ბახტაძეს. იმედს ვიტოვებთ, რომ ეს ცვლილებები გძელვადიან პერსპექტივაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისა და საინვესტიციო კლიმატის უფრო მეტად გაუმჯობესებაში“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:



დამსაქმებელთა ასოციაცია
საქართველოს ბანკების ასოციაცია
საქართველოს მიკრო საფინანსო ასოციაცია
მცირე და საშუალო ბიზნესის ასოციაცია
ევროკავშირი - საქართველოს ბიზნესსაბჭო
ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია
საქართვლოს ფერმერთა ასოციაცია
მწარმოებელთა ფედერაცია
ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია
საქართველოს თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაცია
მეცხვარეთა ასოციაცია
საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაცია
საქართველოს დისტრიბუტორთა ასოციაცია
საქართველოს რესტორატორთა ასოციაცია




27 ოქტომბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გამყარდა

27 ოქტომბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გამყარდა
access_time2020-10-27 18:05:05
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 26 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-27 21:00:05
დღის Top 10 საინტერესო ამბავი     1. „ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რას გულისხმობს ჩვენი მონაწილეობა COVID-ის მართვაში“ - სადაზღვევოები სამინისტროსგან მეტ დეტალებს ითხოვენ   სადაზღვევო კომპანიების ოჯახის ექიმები კორონავირუსის მართვაში დღეიდან ჩაერთვებიან, - ამის შესახებ ჯანდაცვის...

სად გაატარებენ რუსები ახალ წელს? სახლში თუ ოკუპირებულ აფხაზეთში

სად გაატარებენ რუსები ახალ წელს? სახლში თუ ოკუპირებულ აფხაზეთში
access_time2020-10-27 19:00:24
1 აგვისტოდან რუსეთს და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის საზღვარი ოფიციალურად გაიხსნა. მანამდე კი კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით თითქმის სტერილურმა არაღიარებულმა რესპუბკლიკამ სწრაფი „დაბინძურება“ დაიწყო.   დიდი ტურისტული ბუმი არ ყოფილა, თუმცა რუსეთის ბევრმა მოქალაქემ ვირუსისგან გაქცევის მიზნით ოკუპირებულ აფხაზეთში სახლები იქირავეს.   თუმცა, გაქცევა არ გამოვიდა - ღია საზღვარმა და ადამიანების უკონტროლო მისვლა-მოსვლამ ეპიდემიის აფეთქებას მაშინ შეუწყო...

სილქფესტის აქციით მომხმარებელი ინტერნეტის და სასაუბრო პაკეტების ხელსაყრელ პირობებს გაიაქტიურებს

სილქფესტის აქციით მომხმარებელი ინტერნეტის და სასაუბრო პაკეტების ხელსაყრელ პირობებს გაიაქტიურებს
access_time2020-10-27 15:20:38
28 ოქტომბერს, სილქნეტი მობილური ქსელის მომხმარებლებს ოთხ სააქციო პაკეტს შეთავაზებს. აქცია ხელმისაწვდომია  ფიზიკური და იურიდიული პირი აბონენტებისათვის.  აქცია საშუალებას მისცემს აბონენტს მინიმალურ ფასად სასურველი პირობა გაიაქტიუროს, ისარგებლოს უსწრაფესი ინტერნეტით და სასაუბრო წუთებით თბილისსა და რეგიონებში.   კომბინაციით *202# მომხმარებელი 30 დღით ჩაირთავს: 2 GB + 100 ლოკალური წუთი - 5...

ჩვენ კოვიდპაციენტის მართვაზე პასუხისმგებელი ვერ ვიქნებით - სადაზღვევო კომპანია უნისონი“

ჩვენ კოვიდპაციენტის მართვაზე პასუხისმგებელი ვერ ვიქნებით - სადაზღვევო კომპანია უნისონი“
access_time2020-10-27 16:00:27
„ყველაფერი რაღაცის ხარჯზე ხდება, თუმცა, როდესაც უჭირს სახელმწიფოს და სისტემას, ყველა რესურსს გამოყენება უნდა,“ - ასე პასუხობს სადაზღვევო კომპანია „უნისონის“ ხელმძღვანელი ვასილ ახრახაძე კითხვას, ხომ არ მივიღებთ სისტემაში ხარვეზებს და ხომ არ გაუარესედება დაზღვეულთა მომსახურება.   „უნისონის“ რამდენი ოჯახის ექიმია ჩართული COVID-19-ის მართვაში,   როგორც ახრახაძე აცხადებს, რომ COVID-19-ის მართვაში უნისონის ოჯახის ექიმთა მინიმალური რაოდენობაა ჩართული....


მსგავსი სიახლეები

up