ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ანტივაქსერული კამპანიის გასანეიტრალებლად 1.7 მილიონი ლარი დახარჯა

ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ანტივაქსერული კამპანიის გასანეიტრალებლად 1.7 მილიონი ლარი დახარჯა

access_time2021-11-04 12:57:12

საქართველოში ვაქცინაციის პროცესი განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით თითქმის 3 თვის დაგვიანებით 15 მარტს დაიწყო. მძლავრი ანტივაქსერული განწყობებისა და არასაკმარისი კამპანიის გამო პროცესი თითქმის ჩავარდა. 4 ნოემბრის მონაცემებით სრულად აცრილია 946 ათასი ადამიანი რაც მოსახლეობის მხოლოდ 25.6%-ა, მაშინ როცა ხელშესახები შედეგის მისაღწევად მინიმალურ ზღვარს 60% შეადგენს. ვაქცინაციის ბიუჯეტი 64-158 მლნ ლარით განისაზღვრა.

 

ფასთა დიდი დიაპაზონი იმ მოტივით აიხსნა, რომ წინასწარ არ იცოდნენ თუ რა ეღირებოდა კონკრეტული ვაქცინა. უშუალოდ ვაქცინის შესაძენად 48-142 მლნ ლარი გამოიყო, შპრიცებისთვის 4.9-5 მლნ, სერვისის მიწოდებისთვის 8.8-9 მლნ, ტრენინგებისთვის 35 ათასი, დისტრიბუციისთვის 164 ათასი, საინფორმაციო სისტემისთვის რაც ძირითადად ცხელი ხაზის მომსახურებით უზრუნველყოფას გულისხმობს 168 ათასი ლარი, ვაქცინის პროცესზე მონიტორინგისთვის 54 ათასი, მოთხოვნის შექმნისა და კომუნიკაციისთვის კი 1.7 მლნ ლარი.

 

საწყის ეტაპზე ვაქცინა ხელმისაწვდომი მხოლოდ მედპერსონალისა და 75 წელს გადაცილებული პირებისთვის იყო, მალევე ასაკობრივი ზღვარი ჯერ 65 წლამდე, ხოლო შემდეგ 55 წლამდე შემცირდა. ყველა სრულწლოვანისთვის ხელმისაწვდომი კი მაისიდან გახდა.

 

ჯანმოს მიერ ავტორიზაციის მინიჭების მიუხედავად ადამიანთა ნაწილი ჩინურ სინოფარმს არ ენდობოდა და ამერიკულ ფაიზერს ელოდებოდა. ზოგისთვის უბრალოდ ჩინური იყო მიუღებელი, ხოლო ზოგი ევროპასა და ამერიკაში აპირებდა გამგზავრებას. ევროპის ქვეყნების ნაწილმ ჩეხეთმა, უნგრეთმა, ნიდერლანდებმა სინოფარმი აღიარა, გერმანიამ და საფრანგეთმა არა. ოქტომბერში სინოფარმი შეერთებულმა შტატებმაც სანდო ვაქცინად მიიჩნია.

 

ნაჩუქარი ფაიზერის შემოსვლის შემდეგ, აგვისტოში დღიური აცრების რაოდენობამ 20 ათასს გადააჭარბა. სექტემბერში ტემპი დავარდა ოქტომბერში კი 5000-ს ჩამოსცდა. დღეს დღიური ინფიცირების რაოდენობა, დღიურად აცრილთა რაოდენობას აჭარბებს. 3 ნოემბერს სულ 3469 ადამიანი აიცრა, ინფიცირებულთა რაოდენობამ კი 5206-ს მიაღწია.

 

2020 წლის მარტში „დარჩი სახლში“-ს კამპანია საკმაოდ ეფექტიანი აღმოჩნდა. ჯერ კიდევ ტრანსპორტის აკრძალვამდე ქუჩები დაცარიელდა. ქვეყანამ პანდემიის შეკავება 6 თვით შეძლო. 31 აგვისტოს მდგომარეობით ინფიცირებულთა ჯამური რაოდენობა 1500-ს შეადგენდა, საიდანაც გარდაცვალების 19 შემთხვევა ფიქსირდებოდა. ამჟამად კი ინფიცირების დღიური შემთხვევათა რაოდენობა პირველი 6 თვის ჯამურ მაჩვენებელს 3-ჯერ და 4-ჯერ აღემატება თითქმის 3-ჯერ მეტია გარდაცვლილთა დღიური რაოდენობაც.

 

მსოფლიო გამოცდილებამ აჩვენა, რომ ვაქცინა ლოქდაუნზე ეფექტიანია. ლოქდაუნს თავის ფასი აღმოაჩნდა, 2020 წელს ეკონომიკა 6.2%-ით შემცირდა, რაც 1994 წლის შემდეგ აღარ მომხდარა, მათ შორის არც 2009 წელს. თუ 2020 წლის თებერვალში სოციალურ დახმარებას 440 ათასი ადამიანი იღებდა, 2021 წლის ოქტომბერში მათი რაოდენობა 193 ათასით 633 ათასამდე გაიზარდა, რაც სიღარიბის 44%-იან ზრდას ნიშნავს. ასეთი მაღალი ფასის მიუხედავად სიკვდილიანობა დროში მხოლოდ რამდენიმე თვით იქნა გადავადებული. მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით საქართველო კოვიდით გარდაცვალებით მე-12 ადგილს იკავებს, 1 მლნ-დან 2573 გარდაცვლილი. საქართველოს საპირისპიროდ შვედეთს ,ლოქდაუნი არ გამოუცხადებია, 1.5 წლის წინ ეს სკანდინავიური სახელმწიფო სიკვდილიანობით პირველ ათეულში იმყოფებოდა. სტოკჰოლმს მთელი მსოფლიოდან აკრიტიკებდნენ, მაგრამ 1.5 წლის მერე მდგომარეობა მნიშვნელოვნად შეიცვალა, დღეს შვედეთი სიკვდილიანობით 54-ე ადგილზეა 1 მლნ-დან 1474 გარდაცვლილით. თუ საქართველოში მოსახლეობის მეოთხედია აცრილი, შვედეთში ვაქცინაციის მაჩვენებელი 68%-ს აჭარბებს. საქართველოში რომ სიკდილიანობა შვედეთის იდენტური იყოს, დღეს კოვიდით გარდაცვლილთა ჯამური რაოდენობა 10 238-ის ნაცვლად 5454 ანუ 4431-ით ნაკლები იქნებოდა.

 

2020 წლის 17 აპრილიდან დახურულ სივრცეში და იმავე წლის 4 ნოემბრიდან ღია სივრცეშიც პირბადე სავალდებულო გახდა. ვაქცინა ნებაყოფლობითად რჩება. ვაქცინისკენ მოწოდების კამპანია პრაქტიკულად არ ყოფილა. პერიოდულად მთავრობის წევრებიდან, მათ შორის მთავრობის მეთაურის მხრიდანაც კი ისმოდა განცხადებები, რომ  აცრა ადამიანის უფლებაა, თუმცა არავის აუხსნია, მაშინ რატომ გამოცხადდა 2-ჯერ კომენდანტის საათი და რატომაა დღემდე პირბადე სავალდებულო და თუ იძულებითი ვაქცინა ადამიანის უფლების დარღვევაა, მაშინ 3000 ლარიანი ჯარიმისა და პატიმრობის მუქარით ადამიანების სახლებში გამოკეტვა რატომ არ იყო მათი უფლებების დარღვევა.

 

თბილისში აცრის მოწოდების სულ რამდენიმე ბანერი გაკეთდა, საიდანაც ერთ-ერთზე წინასაარჩევნოდ სიძულვილის შემცველი სისხლიანი ბანერი გადააკრეს.

 

ერთ-ერთი მოსაზრებით ვაქცინაციის კამპანია სწორედ არჩევნების გამო ფერხდებოდა, რადგან მთავრობას ანტივაქსერთა ხმების დაკარგვა არ სურდა. 3 ნოემბერს პრეზიდენტმა საგანგებო ბრიფინგზე საპატრიარქოს ვაქცინის კურთხევისკენ მოუწოდა, მანვე რისკჯგუფებისთვის სავალდებულო ვაქცინაციისა და აუცრელების ფასიანი მკურნალობის ინიციატივაც დააყენა.


გიორგი ელიზბარაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up