„არასაინვესტიციო“ საერთაშორისო რეიტინგებით ამაყი მთავრობა და განახევრებული FDI - რა გვჭირდება რეალური საინვესტიციო AA რეიტინგისთვის?

„არასაინვესტიციო“ საერთაშორისო რეიტინგებით ამაყი მთავრობა და განახევრებული FDI - რა გვჭირდება რეალური საინვესტიციო AA რეიტინგისთვის?

access_time2021-09-22 11:00:21

ბოლო პერიოდში საქართველოს ხელისუფლება აქტიურად აპელირებს სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგებში პოზიციების გაუმჯობესებით ან უცვლელად დატოვებით, ამით ეკონომიკური გუნდის არაერთი მინისტრი და პრემიერი იწონებდა თავს. თუ ბოლო მონაცემებს გადავხედავთ, პანდემიის პერიოდში მნიშვნელოვანმა სარეიტინგო კომპანიებმა საქართველოს რეიტინგი ძირითადად უცვლელი დატოვეს, მაგალითად საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Moody’s-მა საქართველოს რეიტინგი Ba2-ზე, ხოლო პერსპექტივა - სტაბილურზე შეუნარჩუნა. სარეიტინგო სააგენტო S&P Global-მაც საქართველოს საკრედიტო რეიტინგი და პერსპექტივა უცვლელად BB დონეზე დაუტოვა.


6 აგვისტოს კი გამოქვეყნდა ერთ-ერთი ავტორიტეტული სარეიტინგო სააგენტო Fitch-ის რეიტინგი, რომლის მიხედვით ქვეყანას შეუნარჩუნდა სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე და რეიტინგის პერსპექტივა „ნეგატიურიდან „სტაბილურამდე“ გაუმჯობესდა. ეს მაჩვენებელი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ეკონომიკის შთამბეჭდავ გაჯანსაღებას მიაწერა და აღნიშნა, რომ 2025 წლისთვის იგეგმება საინვესტიციო რეიტინგის მიღწევა, რომლამდეც დარჩენილია 2 საფეხური.


საერთაშორისო რეიტინგებს, ინვესტორები მნიშვნელოვან ყურადღებას აქცევენ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, თუმცა, წლების განმავლობაში B ჯგუფში ყოფნა, რომელიც სარეიტინგო კლასიფიკაციით - „არასაინვესტიციოს“ გულისხმობს, საქართველოს საინვესტიციო გარემოს რეალურად არ ცვლის. თვალსაჩინოებისთვის მაგალითად BB რეიტინგის შემდეგ, სარეიტინგო შკალაზე კიდევ 10 საფეხურია უმაღლეს მაჩვენებლამდე და ამ შეფასებით ქვეყანა, მხოლოდ ბოლოდან მერვე ადგილს იკავებს.


„კომერსანტი“ დაინტერესდა, რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველომ იმისთვის, რომ რეალურ საინვესტიციო რეიტინგს (A ჯგუფს) მიაღწიოს, გვაქვს თუ არა არსებული მაჩვენებლების პირობებში სიამაყის საფუძველი და რამდენად საინტერესო შეიძლება იყოს ჩვენთვის მონიჭებული ქულები ინვესტორებისთვის.



ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანი ეკონომისტი გიორგი პაპავა „კომერსანტთან“ ამბობს, რომ მაღალ საინვესტიციო რეიტინგამდე ასვლაზე საუბარი საქართველოსთვის ამ ეტაპზე ნაადრევია, რადგან საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება და ახალი რეფორმების განხორციელების ამბიცია საქართველოში არ ჩანს.


„Moody’s-მა საქართველოს რეიტინგი იგივე დატოვა, რამდენად გვაქვს ამის ფონზე სიამაყის საფუძველი, აქ მნიშვნელოვანია რა არის ჩვენი მიზანი. თუ სტაბილურად ნელი განვითარებადი ეკონომიკაა ჩვენი მიზანი, მაშინ მისაღებია, მაგრამ თუ გვაქვს ამბიცია რომ ნამდვილად ევროპული ეკონომიკის ქვეყანა ვიყოთ, მაშინ გაცილებით უფრო სწრაფად უნდა ვახორციელებდეთ რეფორმებს, ვიდრე ახლა და არც ასეთი რეიტინგია მისაღები და საამაყო. სამწუხაროა ისიც, რომ საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება და ახალი რეფორმების განხორციელების ამბიცია საქართველოში არ ჩანს.


ზოგადად, საერთაშორისო რეიტინგები ახალი ინვესტორებისთვის საინტერესოა და ისინიც პირველ ეტაპზე სწორედ ამას აქცევენ ყურადღებას და ის პირველ წარმოდგენას უქმნის ქვეყანაზე, რამდენად არის ის მიმზიდველი და რა გარემოს დაგახვედრებს. შემდეგ იწყებენ ღრმა ანალიზს, უკავშირდებიან თავიანთ წარმომადგენლობას საქართველოში, საელჩოებს და აქაც მოვიკოჭლებთ, რადგან ვერ ვაჩვენეთ რეფორმების კუთხით გამჭვირვალე პროგნოზი“,
- აღნიშნავს გიორგი პაპავა.


როგორც „კომერსანტს“ Galt&Taggart-ში განუცხადეს, ის რეიტინგი, რომელიც დღეს საქართველოს აქვს მინიჭებული, წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად არ შეცვლილა, ამის მიზეზი კი ქვეყნის მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი, რეზერვების დაბალი დონე, არასახარბიელო მშპ-ს ოდენობა ერთ სულ მოსახლეზე და საგარეო ვალის მაღალი მაჩვენებელია.


რაც შეეხება მაღალ საინვესტიციო რეიტინგამდე, ანუ AA-მდე ასვლას, ამაზე საუბარი საქართველოსთვის ამ ეტაპზე ძალიან ნაადრევია, მაგრამ იმისთვის, რომ საინვესტიციო გარემოში რეალური ძვრები ვიხილოთ, საინვესტიციო შკალაში მოხვედრაა მნიშვნელოვანი. ამის მისაღწევად საჭიროა, რომ ეკონომიკური ზრდა იყოს მაღალი, მთლიანი შემოსავლები ერთ სულ მოსახლეზე უნდა გაიზარდოს, წლიდან-წლამდე მინიმუმ 7%-იანი ეკონომიკის ზრდა უნდა გვქონდეს ანუ 10 წელიწადში ჩვენი შემოსავლები უნდა გაორმაგდეს.


საერთაშორისო რეიტინგებში პოზიციების გაუმჯობესება პოზიტიურად უნდა მოქმედებდეს ქვეყნის საინვესტიციო კლიმატზე, მაგრამ თუ მონაცემებს ჩავხედავთ, დავინახავთ, რომ ეს ასე სულაც არ არის და თითქოს გაუმჯობესებული რეიტინგების ფონზე (რომელიც მხოლოდ B ჯგუფში ცვლილებას გულისხმობს), ქვეყანაში ინვესტიციები წლიდან წლამდე მცირდება. საქსტატის მონაცემებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2020 წელს 52.9%-ით $617 მლნ-მდე შემცირდა, რაც 2005 წლის შემდეგ ყველაზე ცუდი მაჩვენებელია. 2021 წლის პირველ ნახევარში კი საქართველოში $366.4 მილიონის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემოვიდა. ინვესტიციების მოცულობა ბოლო 7 წელია, შემცირების ტენდენციით ხასიათდება.


ნინო თამაზაშვილი

თეგები:
Moody’s S&P Global Fitch



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up