არაპროფესიონალები ტურიზმში,  რაც ქვეყნის იმიჯს საფრთხის ქვეშ აყენებს

არაპროფესიონალები ტურიზმში, რაც ქვეყნის იმიჯს საფრთხის ქვეშ აყენებს

access_time2018-04-24 12:30:00

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ბოლო დროინდელი კვლევის თანახმად, საქართველოში ტურიზმის სფერო სწრაფი ტემპით ვითარდება. რამდენად მოსწონთ უცხოელ ტურისტებს საქართველო და რამდენად კმაყოფილები რჩებიან ქართული მასპინძლობით; ტურიზმი, პრობლემები და მისი განვითარებისთვის საჭირო რესურსებზე ისაუბრეს რადიო „კომერსანტის“ ეთერში, გადაცემაში „მოითხოვე ქართული“ ტურისტული კომპანია ,,იბერია ტურს პლიუსი დამფუძნებელმა მაიკო მურაჩაშვილმა.

 

მაიკო მურაჩაშვილი გვიყვება, რომ უცხოელ სტუმრებს ყველაზე მეტად ქართული სტუმარ-მასპინძლობა ხიბლავს. ამბობს, რომ არ შეხვედრია ისეთი ტურისტი რომელსაც მასპინძლობასთან დაკავშირებით პრობლემა შეჰქმნია. ტურისტული კომპანის დამფუძნებელი განმარტავს, რომ ქართული სტუმართმოყვარეობის შესახებ ინფორმაცია ბევრ ქვეყანაში აქვთ, რაც ტურიზმის განვითარებას ხელს უწყობს.

 

„მასპინძლობის კუთხით ვართ ტოლერანტები, ძალიან თბილები და ყურადღებიანები. ჩვენი ეს დამოკიდებულება სტუმრის მიმართ ცნობილია, შესაბამისად, როდესაც უკვეთავენ ტურებს ისინი ითხოვენ სოფლებს და ხალხთან კომუნიკაციას. მოთხოვნა ქართულ სტუმარ-მასპინძლობაზე დიდია. ჩვენ ამის შემქნა არ გვჭირდება ბუნებრივად გვაქვს. ხიბლი, რისთვისაც საქართველოში ჩამოდიან ეს არ არის მხოლოდ ლამაზი მთები, მთავარი ხიბლი არის ადამიანური ფაქტორი და ის ადამიანები რომელიც საქართველში ხვდებიან“, - განაცხადა მაიკო მურაჩაშვილმა.

 

ტურისტული კომპანია ,,იბერია ტურს პლიუსი დამფუძნებელი ტურისტების კმაყოფილების კომპონენტებზე საუბრობს. მისი თქმით, ტურისტისთვის მნიშვნელოვანია უსაფრთხოება იყოს დაცული ასევე სტუმრები ყურადღებას აქცევენ სისუფთავე ღამის თევის ადგილზე. მურაჩაშვილი ამბობს, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ტურისტებისთვის კვება და კარგი მომსახურება. გადაცემის სტუმარმა თითოეულ ამ კომპონენტზე დეტალურად გაამახვილა ყურადღება და  ის დადებითი და უარყოფითი მხარეები აღნიშნა, რომელიც ტურიზმის განვითარებისთვის მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს.

 


„უსაფრთხოებაზე ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობთ და ვეუბნებით ტურისტს, რომ ვართ უსაფრთხო ქვეყანა. შიდა კრიმინალი ყველა ქვეყანაში არის მაგრამ სხვებთან შედარებით ჩვენთან ეს ნაკელებადაა. ჩვენთან ისეთი ტურისტები ჩამოდიან, რომლებსაც ბევრ ქვეყანაში უმოგზაურიათ და ამას ისინიც აღნიშნავენ. ამ კუთხით მობილიზებულია ქვეყანაც და სტრუქტურებიც, შესაბმისად ტურისტებიც მშვიდად არიან.

 

რაც  შეეხება კვებას, ყველამ ვიცით, რომ მთელ მსოფლიოში ცნობილია ქართული სუფრა, ქართული ღვინო აღიარებულია მსოფლიოში როგორც უძველესი. ამ კუთხითაც არანაირ პრობლემას არ აწყდებიან ტურისტები. საქართველოში ნებისმიერ ადამიანს შეიძლება მოვარგოთ მისთვის შესაფერისი კვება.

 

სასტუმროებში სისუფთავის კუთხით გვაქვ კარგი მდგომარეობა, სამი ვარსკვლავი საქართველოში და სამი ვარსკვლავი თუნდაც ევროპაში სასტუმროების თვალსაზრისით ჩვენი სამი ვარსკვლავი გაცილებით სუფთა, კარგი და მოწესრიგებულია ვიდრე მათი“, - აღნიშნავს მაიკო მურაჩაშვილმა.

 

მისი თქმით, ტურიზმის სფეროში დიდ პრობლემას მომსახურების სფერო წარმოიდგენს. გადაცემის სტუმარი განმარტავს, რომ ყოველთვის შემოდის ახალი სტანდარტები, რომელიც პერსონალმა უნდა აითვისოს, რეალურად კი კადრებს, რომლებიც ამ სფეროში მუშაობენ განათლების და გამოცდილების პრობლემა აქვთ.

 

„საქართველოში ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი ტურისტული კომპანია გაჩნდა,  ამ დროისთვის 600-ზე მეტი ტურისტული კომპანიაა დარეგისტრირებული. ჩვენი ზომის ქვეყნისთვის ეს რიცხვი ძალიან დიდია. ბევრმა ადამინმა ჩათვალა, რომ ტურიზმი ადვილად გასაკეთებელი საქმეა, სამწუხაროა, რომ ადამიანების ნაწილს ამ სფეროში განათლება ტრენინგის დონეზეც კი არ აქვთ მიღებული. ორგანიზაციის ხელმძღვანელების მენტალიტეტამდე უნდა დავიდეს, რომ მათ თანამშრომლებს სჭირდებათ ტრენინგი. არაპროფესიონალები დარტყმის წინაშე აყენებენ ქვეყნის იმიჯს. არ იქნებოდა ცუდი ამ პრობლემაზე სახელმწიფოს, რომ ეზრუნა და რაღაც რეგულაციები შემოეღოთ იმისთვის, რომ ნებისმიერ ადამინს არ შეეძლოს ტურისტული კომპანიის გახსნა“, - განაცხადა მაიკო მურაჩაშვილმა.

 

კომერსანტი

 



კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს

კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს
access_time2020-07-11 12:55:09
ავიაკომპანია Emirates-ის დირექტორის, ტიმ კლარკის განცხადებით, 9 ათასამდე სამუშაო ადგილს გაუქმებას გეგმავენ. მიზეზი პანდემიაა, - ამის შესახებ BBC...

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო
access_time2020-07-11 19:00:04
ამერიკელმა ბიზნესმენმა ილონ მასკმა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში, რომელსაც ყოველდღიურად ანახლებს Bloomberg-ი, მეშვიდე ადგილი დაიკავა. ამ შედეგით მან საინვესტიციო ფონდ...

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა
access_time2020-07-11 18:00:17
ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, 11.3 მლნ ლარით (13.9%) გაიზარდა. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია...

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება "ჭკუით მოქცევა"

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება
access_time2020-07-11 16:00:42
რისი მანიშნებელია ამერიკის საბიუჯეტო კანონპროექტის ჩანაწერი საქართველოსთვის შესაძლო სასჯელის დაწესების თაობაზე? რისი მანიშნებელია ოლიგარქებისა და არაფორმალური მმართველობის ხსენება თანდართულ განმარტებებში? არის ეს დიდი სურათის ნაწილი თუ მხოლოდ ცალკეული კონგრესმენების იდეებია? აქვს ...

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან
access_time2020-07-11 14:00:11
პანდემიისა და ზაფხულის ცხელ დღეების გამო დეზერტირების ბაზრობის დახლებთან სავაჭროდ მისული ადამიანები კანტი-კუნტად შეიმჩნევა. ხანშიშესული ქალები ე.წ. საკიდი დახლებით ქოლგებს აფარებენ თავს და გამვლელებს სხვადასხვა პროდუქციას სთავაზობენ. პანდემიის დროს გამოწვეული სირთულეების შესახებ მოვაჭრებებთან საუბარი გვსურდა, მათი უმრავლესობა მედიასთან...


მსგავსი სიახლეები

up