გიორგი ქობულია: „არანირი  სტრატეგიული გეგმის არსებობას არ აქვს აზრი დღევანდელი მართვის სისტემის პირობებში“

გიორგი ქობულია: „არანირი სტრატეგიული გეგმის არსებობას არ აქვს აზრი დღევანდელი მართვის სისტემის პირობებში“

access_time2019-09-03 17:00:52

„არანირი  სტრატეგიული გეგმის არსებობას არ აქვს აზრი დღევანდელი მართვის სისტემის პირობებში. დოკუმენტი, მათ შორის ეკონომიკური განვითარების სტატეგია, რაზეც მეც ხშირად ვსაუბრობდი, მნიშვნელოვანია, მაგრამ მას არ ექნება ეფექტი. ნებისმიერ გეგმას სჭირდება შესრულება. ხოლო მართვის სისტემაში, სადაც განვითარებულია ნეპოტიზმი და მიკერძოებული გარიგებები; სადაც ყველგან არაკვალიფიციური პერსონალი მუშაობს და, ზოგადად, ბევრი გადახრაა - ამ მოცემულობაში როგორი გეგმაც არ უნდა გვქონდეს, მას არ ჰყავს შემსრულებელი და ვერც ეყოლება. შეუთავსებელია ეს ორი ფაქტორი ერთმანეთთან“.


ასე აფასებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია მამუკა ბახტაძის წასვლას, რომელმაც პრემიერის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად  სტრატეგიული გეგმის არსებობა დაასახელა. უფრო ზუსტად:


მამუკა ბახტაძის თქმით, “რუსული ოკუპაციისა და სიღარიბის დასაძლევად ქვეყანას სტრატეგიული მიმართულებების განვითარება სჭირდება. აქამდე სახელმწიფოს აკლდა ეს აქცენტები, რის გამოც ქვეყანა ცხოვრობდა არჩევნებიდან არჩევნებამდე“.


როგორც ცნობილია,  ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის  შექმნაზე თავის დროზე ყოფილი ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულიაც საუბრობდა. ამიტომ „კომერსანტი“ მისი შეფასებით დაინტერესდა. როგორც ყოფილმა მინისტრმა აღნიშნა, დღევანდელი მართვის სისტემა ნებისმიერი ასეთი გეგმის შესრულებას ხელს უშლის, ამიტომ მის არსებობას აზრი არ აქვს.


„დიახ, ჩემი მინისტრობის დროსაც იყო ამაზე საუბარი და მეტნაკლებად გვქონდა კიდეც გაკეთებული, თუმცა როგორც უკვე გითხარით, დოკუმენტს აღსრულება სჭირდება. როცა მთავრობაში ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება დროში ჭიანურდება და დიდი ბიუროკრატიული ბარიერების დაძლევაა საჭირო, ეს ვერ მოხდება. თუნდაც ისეთი, როგორიცაა ლიცენზიების გაცემა ან მიწების პრივატიზება და ა.შ. - რაც შეიძლება გადაწყდეს 3-4 კვირაში, იმასაც კი  1 წელი სჭირდება. ამიტომ, როგორიც არ უნდა იყოს ეს სტრატეგიული გეგმა, მას ექნება სერიოზული დაბრკოლებები აღსრულების ნაწილში. მნიშვნელოვანია გეგმა, მაგრამ როგორც ხედავთ უფრო მძაფრი იქნება პრობლემა თუ გვექნება და არ შესრულდება.  ასე მოხდება დღევანდელი მართვის პირობებში.“ აცხადებს “კომერსანტთან“ გიორგი ქობულია. 


გადადგომის ფეისბუკგანცხადებაში მამუკა ბახტაძემ  სამი ძირითადი სტრატეგიული მიმართულება გამოყო, რომელთა შორის განვითარების ახალი ეკონომიკური მოდელიც მოხვდა:



  • საქართველოს ადგილისა და როლის განსაზღვრა გლობალურ სამყაროში − ევროპისა და ევროატლანტიკური ოჯახის სრულფასოვანი წევრობა;


  • განვითარების ახალი ეკონომიკური მოდელი (21-ე საუკუნის გამოწვევებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით


  • განათლება, როგორც ეროვნული იდეა.



სალომე ლემონჯავა




ფინკა ბანკი - ძლიერი ფინანსური მაჩვენებლები და საერთაშორისო პარტნიორები ახალი გამოწვევების საპასუხოდ

ფინკა ბანკი - ძლიერი ფინანსური მაჩვენებლები და საერთაშორისო პარტნიორები ახალი გამოწვევების საპასუხოდ
access_time2020-05-27 18:00:17
2019 წელი ფინკა ბანკისთვის ახალი ინიციატივებისა და შესაძლებლობების წელი იყო. ბანკისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა 2018 წლის მეორე კვარტალში მაკროეკონომიკური ცვლილებები და ეროვნული ბანკის მიერ გატარებული  ღონისძიებები აღმოჩნდა. მიუხედავად ამ გარემოებებისა, ფინკა ბანკის 2019 წლის წმინდა მოგებამ 6 792 588  ლარი შეადგინა და დადებითი ინდიკატორებით დასრულდა საფინანსო წელი: მოგება კაპიტალზე (ე.წ. უკუგება საშუალო კაპიტალზე) - ROE 13.19%, ხოლო მოგება აქტივებზე (ე.წ. უკუგება აქტივებზე) - ROA...

გერმანიაში აშშ-ის ელჩი – გერმანიამ უნდა შეწყვიტოს მხეცის (რუსეთის) „გამოკვება“

გერმანიაში აშშ-ის ელჩი – გერმანიამ უნდა შეწყვიტოს მხეცის (რუსეთის) „გამოკვება“
access_time2020-05-27 20:30:34
გერმანიაში აშშ-ის ელჩის, რიჩარდ გრენელის ინფორმაციით, რუსულ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესება იგეგმება. რიჩარდ გრენელის თქმით, ამ ნაბიჯს მხარს რესპუბლიკელები და დემოკრატები უჭერენ. ელჩს არ დაუკონკრეტებია, რა სახის სანქციების განხილვა მიმდინარეობს კონგრესში, თუმცა როგორც გერმანული მედია იუწყება, სავარაუდოდ საუბარია შეზღუდვების დაწესებაზე იმ კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც ამ გაზსადენით რუსულ ბუნებრივ აირს...

ვინ რა ჰკითხა გიორგი გახარიას

ვინ რა ჰკითხა გიორგი გახარიას
access_time2020-05-27 18:55:44
პარლამენტში ანგარიშის წარსადგენად მისული საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატების კითხვებს ამ დრომდე პასუხობს. „კომერსანტი“ გთავაზობთ იმ კითხვა-პასუხების ნაწილს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში  დაისვა და მთავრობის მეთაურის მიერ  პასუხებიც გაეცა. ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის...

პრემიერი - 520-ე დადგენილების გადახედვაზე საუბარი დღეს არ მიმდინარეობს

პრემიერი - 520-ე დადგენილების გადახედვაზე საუბარი დღეს არ მიმდინარეობს
access_time2020-05-27 18:09:22
„520-ე დადგენილების გადახედვაზე საუბარი დღეს არ არის, 520-ე დადგენილებაში შეიძლება გარკვეული რაღაც ცვლილებები შევიდეს“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში „ევროპული საქართველოს“ წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. ქვეყნის მეთაურმა საკუთარ გამოსვლაშ ყურადღება...

27 მაისი - ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა

27 მაისი - ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2020-05-27 19:30:30
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.     ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 27 მაისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი მცირედით გამყარდა და ერთი აშშ...


მსგავსი სიახლეები

up