ნატურალური რძის წარმოება დღგ-სგან გათავისუფლებას ითხოვს

ნატურალური რძის წარმოება დღგ-სგან გათავისუფლებას ითხოვს

access_time2019-05-16 10:00:36


„ჩვენს ქვეყანაში, ნატურალური რძის წარმოებაზე არანაირი სუბსიდირება არ არსებობს. თუ ამ დარგის გადასახადისგან გათავისუფლება მოხდება, ამით სახელმწიფო ფერმერებს განვითარებაში ხელს შეუწყობს. ამას ვითხოვთ დიდი ხანია, მაგრამ ჯერჯერობით შედეგს ვერ მივაღწიეთ,“ - განაცხადა ლაშა პაპაშვილმა “კომერსანტთან“.


ბიზნესმენმა რძის წარმოების დღგ-სგან გათავისუფლების საკითხზე პრემიერ-მინისტრთან ბიზნეს ასოციაციის შეხვედრის დროსაც ისაუბრა. ლაშა პაპაშვილს იმედი აქვს, რომ უახლოეს მომავალში აღნიშნული ცვლილება პარლამენტის მხრიდანაც მხარდაჭერილი იქნება და რძის მწარმოებლებს დამატებითი ღირებულების გადასახადი აღარ შეეხებათ.



რძის წარმოების დარგში არსებული პრობლემებზე „კომერსანტი“ ასოციაცია „მომავლის ფერმერის“ ხელმძღვანელს რუსუდან გიგაშვილს ესაუბრა. მისი თქმით, ეს დარგი ძალიან სენსიტიურია და საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან ისეთი სახის მინიმალურ მხარდაჭერას, როგორიცაა დღგ-სგან გათავისუფლება.



„ ეს დარგი ითხოვს დღგ - სგან გათავისუფლებას, იმიტომ რომ აქ არის ძალიან ბევრი პრობლემა, თუნდაც საერთოდ არ იყოს გრძელვადიანი. ეს ადამიანები არ ითხოვენ სუბსიდირებას, ითხოვენ უბრალოდ, რომ დღგ-ს გარეშე აწარმოონ ბიზნესი. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან ბევრ გზას გაუხსნის რძის წარმოების დარგს. პირველ რიგში ეს იქნება ძალიან კარგი მოტივატორი, გაიზრდება ნედლი რძე და იქნება მეტი წარმადობა იმ ფონზე, როცა ქვეყანა რძის ფხვნილზეა გადასული. დღესდღეობით მსხვილი მწარმოებლები მთლიანად ფხვნილით ანაცვლებენ ნატურალურ რძეს იმიტომ, რომ ბევრად მომგებიანია და ნაკლები თავის ტკივილი აქვთ. რძის პროდუქტების დღგ-სგან გათავისუფლებით გაიაფდება პირველადი პროდუქტი.



როცა სოფლის მეურნეობის დარგი, რომელიც ყველაზე სენსიტიურია ითხოვს სახელმწიფოსგან ამ ტიპის მხარდაჭერას და სახელმწიფო ასე კატეგორიულადაა წინააღმდეგი, ე.ი. სადღაც, რაღაც პრობლემები დგას. ალბათ, როგორც მეფრინველეობაში, აქაც არიან ფხვნილის იმპორტიორები, რომელზეც დგას ძალიან დიდი საწარმოები და დიდი ლობი, რომელთა სახელებს არ დავასახელებ. ეს სიკეთე ბიზნესზე დადებითად რომ აისახება, ფაქტია. მაგრამ მეორე, პირდაპირი სიკეთე არის ადამიანის ჯანმრთელობა,  რომელიც ძალიან გრძელვადიანი ინვესტიცია იქნება. თუ დღეს ჩვენ ფხვნილების და ტრანსცხიმებისგან მიღებულ პროდუქტს ვიღებთ, რომელიც გარკვეული დაავადებებისკენ მიდრეკილს გვხდის, ნატურალური რძე ბევრი დაავადების მკურნალია. აქედან გამომდინარე, რძის მწარმოებლების დღგ-სგან გათავისუფლება ძალიან დიდი ინვესტიცია იქნება, თუკი სახელმწიფო ამას კომპლექსურად მიუდგება, მაგრამ ამას ვერ ვხედავთ - პრემიერი მხარს უჭერს ინიციატივას, პარლამენტში იბლოკება, მერე ისევ პრემიერს უბრუნდება საკითხი.  თუ გვინდა, რომ ეს დარგი გადავარჩინოთ, მაშინ კონკრეტული ქმედებები უნდა მოვაყოლოთ. ეს დარგი იმდენად საჭიროა, რომ ბევრ ევროპულ ქვეყანაში სუბსიდირებულია, ჩვენ კი მას ხელოვნურად ვკლავთ,  ეს ძალიან ცუდია.“ -  აღნიშნავს რუსუდან გიგაშვილი.


 

რძის პროდუქტების დღგ-სგან გათავისუფლების საკითხის პარლამენტში გატანას პრემიერი თითქმის 9 თვეა ცდილობს. ბოლოს საკითხი განსახილველად ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ლაშა ხუციშვილმა აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გამოიტანა, თუმცა კენჭისყრის შედეგად, კომიტეტმა აღნიშნულ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა.


მარიამ მორგოშია






გია ხუხაშვილი - რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს არჩევნები, სახელმწიფო მაინც წაგებულია

გია ხუხაშვილი - რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს არჩევნები, სახელმწიფო მაინც წაგებულია
access_time2019-05-19 19:30:25
ეს ხომ მარაზმია, ამ ორ პოლუსიან შულერულ თამაშს გვაყურებინებენ, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსში“ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა განაცხადა და დღევანდელი საარჩევნო პროცესი შეაფასა ხუხაშვილის თქმით, რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს არჩევნები, სახელმწიფო მაინც წაგებულია. „რა მნიშვნელობა აქვს, ვინ მოიგებს ამ არჩევნებს ზუდიდში?! სახელმწიფო ყველა შემთხვევაში წაგებულია. ახლა მხოლოდ იმაზე ვფიქრობთ, რამე უბედურება არ...

PwC – 2018 წელს ტოპ-მენეჯერების მხრიდან სამსახურის დატოვების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა

PwC – 2018 წელს ტოპ-მენეჯერების მხრიდან სამსახურის დატოვების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა
access_time2019-05-19 18:00:09
წამყვანი კომპანიების ტოპ-მენეჯერების მხრიდან სამსახურის დატოვების შემთხვევებმა 2018 წელს რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ამის შესახებ აღნიშნულია PwC-ის კვლევაში -...

მერის რიგგარეშე არჩევნები 5 მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს

მერის რიგგარეშე არჩევნები 5 მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს
access_time2019-05-19 09:00:18
მერის რიგგარეშე არჩევნები ხუთ მუნიციპალიტეტში იმართება. დღეს მერებს აირჩევენ მარნეულში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ზუგდიდსა და ხულოში. მერების არჩევა საარჩევნო ბარიერის პირობებში ხდება და გამარჯვებულად ის კანდიდატი ჩაითვლება, ვინც ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს. მეორე ტურის დანიშვის შემთხვევაში კი, მისი გამართვის ბოლო ვადა 13 ივნისია. მარნეულში მერობის 15 კანდიდატია რეგისტრირებული: - “მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის” - ელენე გაბინაშვილი; “ევროპული საქართველო...

რა გვიჯდება სტრატეგიული სატრანსპორტო მდებარეობის გამოუყენებლობა?

რა გვიჯდება სტრატეგიული სატრანსპორტო მდებარეობის გამოუყენებლობა?
access_time2019-05-19 16:00:34
წლიურად გლობალური საერთაშორისო ვაჭრობა 18 ტრილიონ დოლარს აღწევს, ტურისტების რაოდენობა მილიარდ მოგზაურზე მეტია, რომლებიც ტრილიონ დოლარზე მეტს ხარჯავენ. ეს ყველაფერი შეუძლებელი...

კომერსანტის ექსკლუზივი : ცნობილი რუსი მილიარდერი და პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი მიხეილ პროხოროვი თბილისშია

კომერსანტის ექსკლუზივი : ცნობილი რუსი მილიარდერი და პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი მიხეილ პროხოროვი თბილისშია
access_time2019-05-18 19:30:24
„კომერსანტის“ ფოტოკამერამ დღეს, თბილისში, ფილარმონიის მეოთხე სართულზე განთავსებულ World class-ის სავარჯიშო დარბაზში ცნობილი რუსი მილიარდერი და პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი მიხეილ პროხოროვი დააფიქსირა, რომელიც პირად დაცვასთან ერთად...


მსგავსი სიახლეები

up