არანაირად არ ველოდით აუზების დახურვას, როცა მთელი მსოფლიო აღიარებს, რომ კორონავირუსი წყლით არ გადადის - ვაკის საცურაო აუზი

არანაირად არ ველოდით აუზების დახურვას, როცა მთელი მსოფლიო აღიარებს, რომ კორონავირუსი წყლით არ გადადის - ვაკის საცურაო აუზი

access_time2020-12-01 12:00:15

„არც ველოდით აუზების დახურვას, რადგან მთელი მსოფლიო აღიარებს, რომ წყლით კორონავირუსი არ გადადის. ეს ყველაფერი არ ყოფილა ჩვენთან გავლილი და კარგი იქნებოდა, გვცოდნოდა,“ - საცურაო აუზების კიდევ ორი თვით დახურვის შესაძლო შედეგებსა და მიზანშეწონილობაზე „კომერსანტს“ ვაკის საცურაო აუზის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ესაუბრნენ.

როგორც უკვე ცნობილია, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 28 ნოემბრიდან მაღაზიები, რესტორნები, ფიტნესცენტრები და საცურაო აუზები დაიხურა. შეზღუდვები 2 თვეს - 31 იანვრამდე გრძელდება.

როგორც „ვაკის საცურაო აუზის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ამბობენ, აუზებში მარეგულირებლის მიერ ყოველკვირეულად მოწმდებოდა წყალი და  რეგულაციების სხვა პირობები, ამის გათვალისწინებით, მთავრობის გადაწყვეტილება სექტორისთვის გაუგებარი და მოულოდნელი იყო.

 

„თქმა არ სჭირდება იმას, რომ ხელმეორედ ბიზნესის დახურვა მძიმეა ჩვენთვის, მაგრამ ჩვენ ვიცავდით ყველა რეგულაციას და ინფიცირების ერთი შემთხვევაც კი არ დაფიქსირებულა კომპლექსში.

ეს შეზღუდვები არ იყო ჩვენთან გავლილი და კარგი იქნებოდა გვცოდნოდა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამაც აღნიშნა, რომ კორონავირუსი არ გადადის წყლით. ჩვენ ვაქცევდით ამ ყველაფერს იმაზე მეტ ყურადღებას ვიდრე შესაძლებელი იყო. ამასთან, ჩვენი კომპლექსი, გარდა წყლის ტერიტორიისა,  იმდენად დიდ სივრცეს მოიცავს, რომ მაქსიმალურად უსაფრთხოდ გრძნობდა თავს მომხმარებელი. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია იმასაც ამბობს, რომ ადამიანმა მეტი ყურადღება გაჯანსაღებას უნდა მიაქციოს. გვყავს კლუბის 2000-ზე მეტი წევრი, რომელიც ასევე გაურკვევლობაში აღმოჩნდა.


ბევრი ამბობს, რომ რამე რეაგირება უნდა მოვახდინოთ, მაგრამ ალბათ, ამ გადაწყვეტილებას არ შეცვლიან. თუმცა, სჯობდა, რომ ჯერ ჩვენთვის ეკითხათ და სჯობდა რამე სხვა შეზღუდვები დაეწესებინათ იმ პირობებში, რომ ყოველ კვირა ამოწმებენ აუზებს და ვფიქრობ არ იყო დახურვა საჭირო. ფიტნეს ზონის დახურვას შევეგუებოდით, რადგან ჩვენი ინტერესია არ გავრცელდეს პანდემია მომხმარებელზე და დავთმობდით ამ ზონას. ცოტა არ იყოს,  გააბრაზეს ჩვენი მომხმარებლებიც“ - განმარტავენ „ვაკის საცურაო აუზში“ .


პირველი ლოქდაუნის პირობებში,  ვაკის საცურაო აუზის ფინანსური ზარალი მილიონ ლარს გაუტოლდა, ამის შესახებ კომპლექსის საოპერაციო მენეჯერმა მიხეილ გოგოლაძემ აღნიშნა. ამ პერიოდში თანამშრომლებს ხელფასები სრულად გაეცათ და აუზის თანამშრომლები არ გათავისუფლებულან.


მარიამ მორგოშია






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up