სამშენებლო სექტორთან ერთად შეღავათები ტექნიკის სფეროსაც უნდა შეეხოს - ტექნიკის მაღაზიები საბანკო რეგულაციების შერბილებას ითხოვენ

სამშენებლო სექტორთან ერთად შეღავათები ტექნიკის სფეროსაც უნდა შეეხოს - ტექნიკის მაღაზიები საბანკო რეგულაციების შერბილებას ითხოვენ

access_time2019-07-03 10:00:14

„საბანკო რეგულაციები საყოფაცხოვრებო ტექნიკის სფეროსთვის არ შემსუბუქებულა და არც ინფორმაციას ვფლობთ რომ, იგეგმება რამე ცვლილება. ის, რომ სამშენებლო სფეროში გაკეთდა შეღავათები ესეც დადებითი მოვლენაა, რადგან თუ ეს სექტორი აინაზღაურებს დანაკარგებს და არ იქნება კლება, ეს სხვა სფეროებზეც აისახება, მათ შორის ტექნიკის სფეროზეც“ - ასე აფასებს საბანკო რეგულაციების მოსალოდნელ შერბილებას  „ტექნობუმის“ დირექტორი ანზორ ქოქოლაძე.



როგორც ცნობილია,  კომერციული ბანკები ლარში იპოთეკური სესხებისათვის ახალი პროდუქტების შემუშავებას იწყებენ. კერძოდ, ლარით იპოთეკური სესხების გაცემის შემთხვევაში მინიმუმ 20%-იანი თანამონაწილეობის პირობებში, კომერციული ბანკები მსესხებლის გადახდისუნარიანობას შიდა მოდელებით შეაფასებენ.



იგეგმება თუ არა სამშენებლო სფეროს შემდეგ საყოფაცხოვრებო ტექნიკის სეგმენტში საბანკო რეგულაციების შერბილება და რა მდგომარეობაა ტექნიკის მაღაზიებში გაყიდვების კუთხით, ამასთან დაკავშირებით „კომერსანტი“ „ტექნობუმსა“ და „ბეკოს“ დაუკავშირდა, როგორც „ტექნობუმის“ დირექტორი ანზორ ქოქოლაძე აცხადებს, სამშენებლოს სექტორში იპოთეკური სესხების კუთით რეგულაციების შერბილება გარკვეულწილად უნდა აისახოს მათ სფეროზეც, თუმცა პირდაპირ ტექნიკის განვადებებზე რეგულაციების შემსუბუქების შესახებ არც კონკრეტული ინფორმაცია აქვთ და არც მოლოდინი.



„უახლოეს თვეებში რასაც ვუყურებ და რა განცხადებებიც კეთდება ხელისუფლებისა და ეროვნული  ბანკის მხრიდან, არ მრჩება შთაბეჭდილება, რომ რამე კონკრეტული ნაბიჯები იგეგმებოდეს ტექნიკის სფეროში რეგულაციების შერბილების თვალსაზრისით.




წინა წლის ანალოგიურ თვეებთან შედარებით, ბუნებრივია, ვარდნა არის. იანვარი-თებერვალი 40-50 პროცენტიანი ვარდნა იყო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მომდევნო თვეებში დაახლოებით 30 პროცენტიანი ვარდნაა დავინახეთ.  ჩვენ ვცდილობთ სხვა მეთოდებით დავაკომპენსიროთე ეს დანაკარგები, ერთი მხრივ მუდმივად გვაქვს მწარმოებლებთან მოლაპარაკებები, რომ მომხიბვლელი ფასები შევთავაზოთ მომხმარებელს, ონლაინ გაყიდვების მეშვეობით დავხვეწეთ ეს პროცესი და საქართველოს ნებისმიერ წერტილში უფასო მიტანის სერვისს ვთავაზობთ კლიენტებს. შიდა განვადებების პროექტი გაგვეწელა და იქით კვირიდან ვიწყებთ. იმედი გვაქვს, რომ გარკვეულწილად ესეც მოახდენს გავლენას,“ - აცხადებს „ტექნობუმის“ დირექტორი ანზორ ქოქოლაძე.  



საბანკო რეგულაციების შემდეგ კომპანია „ბეკო“ აქციებისა და ფასდაკლებების მეშვეობით გაყიდვებში გაუმჯობესებას ხედავს, თუმცა კომპანიის დირექტორი მიიჩნევს, რომ სამშენებლო სექტორთან ერთად საბანკო შეღავაეთები ტექნიკის სფეროსაც უნდა შეეხოს.



 „ჩვენ  რეგულაციის შემსუბუქება არ შეგვხებია და ტექნიკის სფეროში არაფერი არ გამარტივებულა.  ტექნიკის  განვადებაზე გარკვეული შეღავათი რომ შეეტანათ, რა თქმა უნდა, უფრო კარგი შედეგები გვექნებოდა, მაგრამ აპრილი, მაისი და ივნისი  აქციებისა და ფასდაკლებების მეშვეობიოთ საკმაოდ კარგად დავხურეთ. შარშანდელი წლის მეორე კვარტალთან შედარებით 24-დან 28 პროცენტამდე ზრდა გვაქვს ამ წლის მეორე კვარტალში. ვფიქრობ, რომ არამარტო სამშენებლო სფეროს,  არამედ ტექნიკისა და ავეჯის სფეროს უნდა შეეხოს ეს შემსუბუქება, ადამიანი სახლს რომ იყიდის ხომ უნდა შეავსოს ავეჯით და ტექნიკით. ეს სფეროები ერთმანეთთან ჯაჭვივითაა მიბმული.



უკვე სამი თვეა ველოდები გარკვეულ შერბილებას, გვქონდა შეხვედრა ბიზნესომბუდსმენის აპარატში და ველოდებით ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროსგან რეგულაციების შემსუბუქებაზე ინფორმაციას.“ - აცხადებს “ბეკო“-ს გენერალური დირექტორი მეჰმედ მელექი

 

2018 წლის 7 მაისიდან ეროვნული ბანკის რეგულაციების ძალაში შესვლის შემდეგ ბანკები სესხებს შემოსავლების დაადსტურების გარეშე ვეღარ გასცემენ. 2019 წლის 1 იანვრიდან საქართველოს საფინანსო ბაზრისთვის “პასუხსიმგებლიანი დაკრედიტების” მოთხოვნები ამოქმედდა.



მარიამ მორგოშია






ირაკლი ლექვინაძე „აბრეშუმის გზის ფორუმზე": ქვეყნებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობა კერძოს სექტორს პროექტების განხორციელებისთვის ახალ პერსპექტივებს უხსნის

ირაკლი ლექვინაძე „აბრეშუმის გზის ფორუმზე
access_time2019-10-23 12:02:42
„მსგავსი მასშტაბის ფორუმებზე ქვეყნები სტრატეგიული მიმართულებით თანამშრომლობებზე საჯაროდ თანხმდებიან, რაც ახალი პარტნიორული ურთიერთობების დამყარების საფუძველი ხდება და კერძოს სექტორს კარგ პერსპექტივას უხსნის ახალი პროექტების განხორციელებისთვის" - ასე აფასებს საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე „ერთი გზა ერთი სარტყელის" ინიციატივის ფარგლებში, რიგით მესამე - „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" მიმდინარეობას. რიგით მე-3 „აბრეშუმის გზის ფორუმზე" სამხრეთ...

ლევან ახვლედიანი: ანაკლიის პროექტით ADB და EBRD ინტერესდება

ლევან ახვლედიანი: ანაკლიის პროექტით ADB და EBRD ინტერესდება
access_time2019-10-23 11:47:30
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ხელმძღვანელმა ლევან ახვლედიანმა ანაკლიის პროექტით დაინტერესებაზე დღეს „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე“ ისაუბრა. „მინდა ვთქვა რომ პროექტს დიდი ინტერესი აქვს ბევრი ქვეყნის წარმომადგენლისთვის , ჩვენ ვუმასპინძლეთ უზბეკეთის დელეგაციას კერძოდ, ვიცე-პრემიერს. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ არა მარტო დასავლელი პარტნიორებისთვის, არამედ ჩვენი მეზობელი ქვეყნებისთვისაც მნიშვნელოვანია ეს პროექტი. კერძოდ, მათი განვითარებისთვის სატრანსპორტო ინფრასტუქტურის კუთხით...

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე - საქართველო რამდენიმე ქვეყანასთან ერთად ტვირთების გადაზიდვის ერთიან ტარიფზე მუშაობას იწყებს

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე - საქართველო რამდენიმე ქვეყანასთან ერთად ტვირთების გადაზიდვის ერთიან ტარიფზე მუშაობას იწყებს
access_time2019-10-23 11:13:01
საქართველო რამდენიმე ქვეყანასთან ერთად ტვირთების გადაზიდვის ერთიან ტარიფზე მუშაობას იწყებს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, აკაკი საღირაშვილმა განაცხადა. როგორც საღირაშვილმა აღნიშნა, უკვე შეთანხმებულია სამუშაო ჯგუფი, რომელიც აღნიშნული მიმართულებით იმუშავებს. მისივე განმარტებით, ტარიფების შეთანხმება კორიდორის კონკურენტუნარიანობას გაზრდის. „ძირითადი საკითხი, რომელიც იქნება განხილული, არის სატრანსპორტო ლოგისტიკური...

საქართველო რეგიონის კარიბჭეა, ჩვენი მიზანია, ინტეგრაცია მოვახდინოთ არა მხოლოდ აღმოსავლეთთან და დასავლეთთან, არამედ ჩრდილოეთთან და სამხრეთთან

საქართველო რეგიონის კარიბჭეა, ჩვენი მიზანია, ინტეგრაცია მოვახდინოთ არა მხოლოდ აღმოსავლეთთან და დასავლეთთან, არამედ ჩრდილოეთთან და სამხრეთთან
access_time2019-10-23 10:32:51
საქართველო რეგიონის კარიბჭეა, ჩვენი მიზანია, ინტეგრაცია მოვახდინოთ არა მხოლოდ აღმოსავლეთთან და დასავლეთთან, არამედ ჩრდილოეთთან და სამხრეთთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ „აბრეშუმის გზის ფორუმის“ მეორე დღეს, ღონისძიების გახსნისას განაცხადა. საქართველოს პრემიერმა მისასალმებელ სიტყვაში ფორუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „დღევანდელზე უფრო მნიშვნელოვანი დრო ისტორიაში არ არსებულა, რადგან ხალხი საერთო მიზნის...

BBC-ის მთავარი ბიზნეს კორესპონდენტი - ირლანდია ევროკავშირში სიმდიდრით მეორე ქვეყანაა, საქართველოსაც შეუძლია გაჰყვეს ამ გზას

BBC-ის მთავარი ბიზნეს კორესპონდენტი - ირლანდია ევროკავშირში სიმდიდრით მეორე ქვეყანაა, საქართველოსაც შეუძლია გაჰყვეს ამ გზას
access_time2019-10-22 19:30:35
თქვენ გაქვთ კანონი, გაქვთ ინფრასტრუქტურა და ადამიანური კაპიტალი. თუ ამ გზას გაჰყვებით, საქართველო 15 წელიწადში კავკასიის ლიდერი იქნება, - ასე შეაფასა BBC-ის მთავარმა ბიზნეს კორესპონდენტმა ჯო ლაინამმა განვითარების პროცესში საქართველოს მიერ აღებული გეზი. ჯო ლაინამი „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ დასასწრებად თბილისში ჩამოვიდა. ფორუმზე ის ერთ-ერთი პანელის მოდერატორი იყო. დასრულების შემდეგ კი მსოფლიოს ბაზარზე საქართველოს პოზიციონირებისა და განვითარების პერსპექტივის შესახებ...


მსგავსი სიახლეები

up