საჭიროების მიუხედავად, რატომ ვერ აძვირებს „დიდუბის ავტოსადგური“ მგზავრობის ღირებულებას?

საჭიროების მიუხედავად, რატომ ვერ აძვირებს „დიდუბის ავტოსადგური“ მგზავრობის ღირებულებას?

access_time2022-07-14 18:00:59

საწვავის გაზრდილი ფასების გამო, საქართველოში საქალაქთაშორისო მგზავრობის ღირებულება ბოლო პერიოდში თითქმის არ შეცვლილა. ,,დიდუბის ავტოსადგურის“ ხელმძღვანელი, ნესტორ მიქატაძე „კომერსანტთან“ ამბობს, რომ რიგი მიმართულებებით მგზავრობა მაქსიმუმ 5%-ით გააძვირდა, თუმცა მიუხედავად საჭიროებისა, არალეგალური კონკურენციის გამო ფასების კიდევ დაკორექტირება ვერ ხერხდება.


„მიუხედავად იმისა, რომ მცირედით გაძვირდა ტრანსპორტი და საწვავის ფასების კუთხით კატასტროფული მდგომარეობაა, მნიშვნელოვან გაძვირებას  ფიზიკურად ვერც ვახერხებთ არალეგალური კონკურენციის გამო. ე.წ. ხიშნიკები, რომლებიც საბიუჯეტო გადასახადებს არ იხდიან და შესაბამისად, ბევრად იაფი უჯდებათ ფუნქციონირება, ავტოსადგომებთან ახლოს არიან ჩასაფრებულები და მგზავრებს შედარებით დაბალ ფასს სთავაზობენ. ისინი არც უსაფრთხოების წესებს იცავენ და ტექინსპექტირებაც უმეტეს მათგანს გავლილი არ აქვს. მიუხედავად იმისა, რომ სერიოზული ფინანსური პრობლემები გვაქვს, ბოლო თვეა, ჩვენთან ფასები ფაქტობრივად არ შეცვლილა“, - ამბობს ნესტორ მიქატაძე.


მისი თქმით, საქალაქთაშორისო ტრანსპორტის ფასები მარტში დაახლოებით 10-15%-ის ფარგლებში გაძვირდა და მას შემდეგ, მიუხედავად ზაფხულის დატვირთული სეზონის და მგზავრთნაკადის ზრდისა, თითქმის არ შეცვლილა. 



,,15 მარტს ახალი ტარიფები მძღოლების მოთხოვნით დადგინდა. გაძვირდა ბათუმის, ქუთაისის, წყალტუბოს და ტყიბულის მიმართულებები. ამ ეტაპზე, მიუხედავად იმისა, რომ სეზონია და საწვავიც გაძვირდა ფასები დიდად არ შეცვლილა, 25-30 ლარის ფარგლებში მერყეობს. მგზავრთნაკადიც შედარებით გაზრდილია, თუმცა ისევ ადგილობრივების ხარჯზე, ტურისტების ზრდა ჩვენზე ნაკლებად აისახება ხოლმე, ისინი უფრო სხვა სახის ტრანსპორტს ანიჭებენ უპირატესობა“,  აღნიშნავს ნესტორ მიქატაძე.


თბილისი-ქუთაისის მიმართულებით მგზავრობა 15 ლარი ღირს, ბორჯომის მიმართულებით - 10 ლარი, ხოლო ბათუმის მიმართულებით 25 ლარი.


ნინო თამაზაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up