არაკონკურენტული გარემო სახელმწიფო ტენდერებში და კაპიტალის ბაზარი - რა პრობლემებს ხედავენ ევროპელი ინვესტორები საქართველოში?!

არაკონკურენტული გარემო სახელმწიფო ტენდერებში და კაპიტალის ბაზარი - რა პრობლემებს ხედავენ ევროპელი ინვესტორები საქართველოში?!

access_time2020-02-14 10:50:12

„სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეებისთვის არაკონკურენტული გარემო,კაპიტალის ბაზრის არარსებობა, კვალიფიციური კადრების ნაკლებობა“  -  პრობლემები, რასაც ევროპელი ბიზნესმენები ქართულ ბიზნესგარემოში ხედავენ  „კომერსანტთან“ საუბრისას ევროპული ბიზნესასოციაციის დირექტორის მოადგილემ მარიამ ქუჩულორიამ გააჟღერა.


როგორც ცნობილია,  ამერიკელმა კონგრესმენმა, რენდი ვებერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას წერილი მისწერა, სადაც აქცენტი ამერიკული და ევროპულ ინვესტიციების შემცირებაზე გაკეთდა. როგორც ვებერი წერილში აღნიშნავს, ამერიკული და ევროპული ბიზნესი ასეთ გარემოში მნიშვნელოვან გამოწვევებს ხედავს და არის შევიწროების, კონტრაქტების გაწყვეტისა და ექსპროპრიაციის თავდასხმების შემთხვევები. ამის მაგალითია გაზისა და ნავთობის კომპანია ჰიუსტონიდან „ფრონტერა რესურსი“.


„კომერსანტი“ დაინტერესდა იმ რეალობით, რასაც ევროპელი თუ ამერიკელი ინვესტორები ხედავენ  საქართველოში საქმის წარმოებისას.  ევროპულ ბიზნესასოციაციაში 100-ამდე ევროპული და ქართული კომპანიაა გაერთიანებული. ევროპელი ინვესტორები საქართველოში ფულის დაბანდების გზების ძიებაში როგორც ჩანს აწყდებიან პრობლემებს, რომლებიც ასოციაციის წარმომადგენლის თქმით, ბევრ ეკონომიკურად სასარგებლო კარს ხურავს უცხოური ინვესტიციის შემოდინების კუთხით.


„პრობლემები, რასაც ევროპული ბიზნესი ჩვენთან ხედავს არის ის, რომ არაკონკურენტულ გარემოში არიან ქართულ ბაზარზე სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით. ამბობენ, რომ კონკურენციის სააგენტო სათანადოდ არ ფუნქციონირებს და შეიძლება ბაზარზე ადგილი ჰქონდეს კარტელებს და მონოპოლიებს, თუმცა, ეს ყველაფერი რეაგირების გარეშე რჩება. საინვესტიციო გარემოსთან დაკავშირებით, ხშირად ევროპელ ბიზნესმენებს პრობლემურად გაკოტრების შესახებ კანონი მიაჩნიათ. ასევე ის, რომ კაპიტალის ბაზარი არ არის განვითარებული და მხოლოდ საბანკო პროდუქტებზე აქვთ ხელმისაწვდომობა. თუმცა,  ნომერ პირველ პრობლემად სახელდება კვალიფიციური კადრების ნაკლებობა.


მიუხედავად იმისა, რომ შრომისა და ჯანდაცვის სამინისტრომ თითქოს დასაქმების სააგენტო შექმნა და კვალიფიციურ კადრებთან დაკავშირებით მას ევალება რეაგირება, ეს უწყება  ვერ ჩაერთო პროცესში და არარელევანტური აღმოჩნდა, მაგრამ განათლების სამინისტრომ აბსოლუტურად ადეკვატურად უპასუხა პრეტენზიებს და სხვადასხვა ღონისძიებებში ჩაერთო. დასაქმების სერიოზული პრობლემა აქვთ ევროპულ კომპანიებს და ვერ პოულობენ  კვალიფიციურ კადრებს, ამ დროს არავინ იცის ჯანდაცვის სამინისტროს რა სტრატეგია აქვს შემუშავებული, ან როგორ ეხმარებიან კომპანიებს სამუშაო ძალის პოვნაში. ვერ გაარკვევ რას აკეთებენ და რისთვის აკეთებენ. მიუხედავად იმისა,  რომ საკმაოდ დიდი ბიუჯეტია ამისთვის გამოყოფილი.“ - ამბობს „ევროპული ბიზნესასოციაციის“ დირექტორის მოადგილე მარიამ ქუჩულორია.



როგორც ის აღნიშნავს, სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობასთან დაკავშირებით  უცხოელების მხრიდან ყველაზე მეტი პრეტენზია ჟღერდება, რადგან ევროპული კომპანია მაღალ ხარისხს და სტანდარტებს ანიჭებს უპირატესობას, ხოლო ქართულ ტენდერში მათი თქმით მხოლოდ ფასია პირველ ადგილზე.


„სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის მსურველი ევროპული კომპანიებისთვის მთავარი პრობლემა ის არის, რომ ევროპულ კომპანიებს ხარისხის მაღალი სტანდარტები აქვთ, ხოლო ქართულ ტენდერებში ფასის გარდა არაფერს ექცევა ყურადღება. ეს იწვევს არათანაზომიერ დანახარჯებს - შეიძლება გზა გააკეთონ და ორ წელიწადში ისევ გასაკეთებელი გახდეს მაშინ, როდესაც ხარისხიანად გაკეთებით უფრო დაზოგავენ თანხას ხანგრძლივ პერსპექტივაში. ეს  ფაქტორი  მთლიანად უგულებელყოფილია.“ - ამბობს „ევროპული ბიზნესასოციაციის“ წარმომადგენელი.


საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე ფადი ასლი ინვესტორების სიმცირეს საქართველოში პოლიტიკის ნაწილად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ ქვეყანას უცხოურ ბიზნესსამყაროში იმდენად აქვს რეპუტაცია შელახული, რომ საქართველოში მინიმუმ 5 წელი დასჭირდება უცხოელების გულის კვლავ მოსაგებად.


 „უცხოელი ინვესტორების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება წლების წინ პოლიტიკის ნაწილად იქცა. ძალიან ბევრი დაინტერესებული და საჭირო უცხოელი ინვესტორი საქართველოში ვერ იღებდა არსებული მთავრობის კეთილგანწყობას, რის გამოც საქართველოს უცხოურ ბიზნესსამყაროში უკვე რეპუტაცია შეელახა.  ინვესტორები არ ენდობიან სასამართლო სისტემას, მე არ მახსოვს შემთხვევა, რომ უცხოელ ბიზნესმენს  მოეგო სასამართლო ადგილობრივ დავაში. ბიძინა ივანიშვილს უნდა თვითონ განავითაროს ბიზნესი და მხოლოდ რუსულ კომპანიებს მისცეს ბიზნესის კეთების შესაძლებლობები.  როცა ინვესტორი მოდის, ხელისუფლება მას უსაფრთხოების საკითხებში იმედს უცრუებს. არსებული მთავრობის პირობებში არა მგონია საქართველომ პირდაპირი უცხოური ინვესტიცია იხილოს. 2019 წელს ძირითადი თანხები საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებიდან და საზღვარგარეთ რეგისტრირებული ქართული კომპანიებიდან შემოვიდა, რომლებიც  ლონდონში, მალტაში, კარიბის კუნძულებზეა რეგისტრირებული. ძალიან ცოტა თანხა მოდის რეალური უცხოელი ინვესტორისგან.  საქართველოს დღეს ინვესტორების თვალში კორონავირუსი აქვს, რადგან  ჩვენ შესაძლებლობების ფანჯარა დავხურეთ და რეპუტაციის აღდგენას 4-5 წელი მაინც დასჭირდება.“ - აღნიშნავს ფადი ასლი.


ამერიკელი კონგრესმენი, წერილში სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ 2017 წლიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რაოდენობა საქართველოში 50%-ით არის შემცირებული. ასევე, აღნიშნავს, რომ კორუფციის აღქმის ინდექსი ქვეყანაში 2015 წლიდან უარესდება. მისივე თქმით, ასეთი პირობებში უცხოური ინვესტიციების კლება მოულოდნელი არ უნდა იყოს.


მარიამ მორგოშია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up