არაკონკურენტული გარემო და კაბალური პირობები - როგორია საქართველოს რითეილ ბაზარი

არაკონკურენტული გარემო და კაბალური პირობები - როგორია საქართველოს რითეილ ბაზარი

access_time2018-11-22 23:45:51

საცალო ვაჭრობა (გარდა საავტომობილო და მოტოციკლეტები) ერთ-ერთი ყველაზე დიდი და სწრაფად განვითარებადი ბიზნეს სექტორია საქართველოში. კვლევითი ორგანიზაცია „კოლიერსის“ ბოლო, 2018 წელს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2016 წელს საცალო ვაჭრობის ბრუნვის მოცულობამ 10.6 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 2015 წელთან შედარებით, 8%-ით მეტია. 



დღეის მდგომარეობით საქართველოში 12 500-ზე მეტი სავაჭრო ობიექტია რეგისტრირებული და აქედან, დაახლოებით, 10 ათასს მცირე და საშუალო სავაჭრო პუნქტები შეადგენს. შესაბამისად, გამოდის, რომ სავაჭრო ობიექტების დაახლოებით, 20% - ბრენდულ სუპერმარკეტებზე, 80% კი უბნის მაღაზიებზე მოდის.



ბაზარს ის ტოვებს, ვინც კონკურენციას ვერ  უძლებს



მიუხედავად იმისა, რომ ქსელურ მარკეტებს რითეილ ბაზრის მცირე ადგილი უკავიათ, გაყიდვებში მათი წილი საკმაოდ დიდია. სპეციალისტების შეფასებით, ეს გამოწვეულია იმით, რომ მათ უფრო მეტი რესურსი აქვთ. სუპერმარკეტები მომხმარებელს უფრო დაბალ ფასებს, კომფორტულ გარემოსა და მრავალფეროვან პროდუქციას სთავაზობენ. ორგანიზებული აქვთ ვაჭრობა და ამასთან, მომხმარებლებს პლასტიკური ბარათით გადახდის შესაძლებლობას აძლევენ, რასაც საცალო, პატარა მაღაზიები ჯერ კიდევ ვერ ახერხებენ.



სამაგიეროდ, ქსელური მარკეტებისგან განსხვავებით, უბნის მაღაზიების ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ე.წ ნისიების რვეულია, რაც სოციალური ფონის გათვალისწინებით, დღესაც საკმაოდ აქტუალურია. გარდა ამისა, უბნის მაღაზიებში შეხვედებით ისეთ ადგილობრივ პროდუქციას, რომელმაც 

ქსელურ მაღაზიაში, იქ არსებული საგადასახადო პოლიტიკის გამო, ვერ შეაღწია. 



მცირე და საშუალო ადგილობრივი მწარმოებლები ხშირად საუბრობენ, რომ ქსელურ სუპერმარკეტებში პროდუქციის შეტანისას მათ საკმაოდ დიდ თანხებს სთხოვენ. თანხები ინდივიდუალური და განსხვავებულია იმის მიხედვით, რომელ თაროზე და კონკრეტულად რა ადგიზე გინდა პროდუქციის განთავსება. თვალისთვის ადვილად შესამჩნევ, თუ ე.წ სარდაფში. როგორც სავაჭრო სფეროს სპეციალისტები აღნიშნავენ, ამ კუთხით ყველაზე უფრო აგრესიული ალბათ, „კარფურია“, რომელიც დომინანტურ პოზიციას იყენებს, რადგან ერთის მხრივ გაცილებით მეტი მოთხოვნა აქვს და ამასთან, მისი როგორც საერთაშორისო ბრენდის მიმართ უფრო ჭარბი ნდობა არსებობს.



აღნიშნულ ვითარებაში, ის ადგილობრივი მწარმოებლები, ვისთვისაც ქსელური მარკეტები მიუწვდომელია, იძულებული არიან საკუთარი პროდუქცია მცირე მაღაზიებში განათავსონ.



ასოციაციაში, რომელიც რამდენიმე დღის წინ მცირე მაღაზიების ინტერესების დასაცავად შეიქმნა, ბაზრის მოთამაშეებს - ქსელურ და მცირე მარკეტებს შორის არსებული დიდი კონკურენციის კიდევ ერთ მიზეზს ასახელებენ. მათი თქმით, არის შემთხვევები, როცა სუპერმარკეტები ითხოვენ, რომ მიმწოდებელმა პროდუქცია უფრო იაფად შეიტანოს, ვიდრე სხვა მაღაზიებში, რადგან მათ უფრო მეტი ბრუნვა აქვთ. ეს კი არაკონკურენტულ გარემოს ქმნის და მათ არათანაბარ პირობებში აყენებს.



მათივე განცხადებით, პრობლემაა მცირე და საშუალო მაღაზიების არაინფორმირებულობაც, რის გამოც მიმწოდელ კომპანიებთან ასოციაცია მათ ლობირებას გეგმავს, რათა ფასების დარეგულირება მოხდეს. 



საკმაოდ დიდია კონკურენცია თავად ქსელურ მარკეტებს შორის. გარდა ფასდაკლების აქციებისა, ქსელები ერთმანეთს გარკვეულ პროდუქციაზე ექსკლუზიური უფლების მოპოვებითაც ეჯიბრებიან. კერძოდ, საუბარია შემთხვევებზე, როდესაც სუპერმარკეტი კონკრეტულ მიმწოდებელს უთანხმდება, რომ - „შენ ფული გადამიხადე და სხვას არ შემოვიყვან“. ამის მაგალითია, „ორი ნაბიჯი“, სადაც რიგი პროდუქტები მათ შორის „კოკა-კოლა“ არ იყიდება. ამის მიზეზად ზედაზენთან გაფორმებული ხელშეკრულება სახელდება, რადგან სწორედ „ზედაზენის“ „არსი კოლამ“ ჩაანაცვლა სუპერმარკეტში „კოკა-კოლას“ პროდუქცია. სავაჭრო სფეროს სპეციალისტის ივა ჭყონიას შეფასებით, მსგავსი შეთანხმებები ჩვეულებრივი პრაქტიკაა და კანონის საწინააღმდეგო არ არის. თუმცა, მისი აზრით, ასეთი ქმედება მომხმარებლის უფლებებს გარკვეულწილად ლახავს. 



როგორც სპეციალისტები ამბობენ, ერთმანეთის გვერდით სხვადასხვა მაღაზიის თუ სუპერმარკეტის გახსნა არ ნიშნავს, რომ ისინი მოგების ერთსა და იმავე ნიშაზე მუშაობენ, თუმცა ხშირად ხდება, რომ გვერდიგვერდ მაღაზიის გახსნა შემოსავლის გაყოფას იწვევს. ანუ მომხმარებლის რაოდენობა ან მისი მსყიდველობითი უნარი კი არ იზრდება, არამედ არსებული მომხმარებლები გადანაწილდება. შესაბამისად, ბაზარს ტოვებს ის, ვინც კონკურენციას ვეღარ უძლებს. ხშირ შემთხვევაში კი, ეს უბნის მაღაზიებია.



ფინანსური დავალიანებები და გაკოტრებული ბრენდები 



ქსელური მარკეტების მთელი რიგი უპირატესობების მიუხედავად, სადისტრიბუციო კომპანიების მიმართ გაუსტუმრებელი ფინანსური დავალიანება არაერთ მსხვილ სავაჭრო ქსელს აქვს. ბოლო წლების განმავლობაში რითეილის ბაზარი რამდენიმე მნიშვნელოვანმა მოთამაშემაც დატოვა, ისე რომ თან მილიონობით დავალიანება გაიყოლა. 



მათ შორისაა უკრაინული სუპერმარკეტების ქსელი „ფურშეტი“, რომლის მიმართაც გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოება მიმდინარეობს. სავაჭრო სფეროს სპეციალისტის, დისტრიბუტორთა ასოციაციის თავმჯდომარის ივა ჭყონიას განცხადებით, „ფურშეტმა“ ვალის სახით, 16 მლნ ლარი გაიყოლა და აქედან, დაახლოებით, 80% სწორედ სადისტრიბუციო კომპანიების დავალიანება იყო.



გარდა ამისა, მიმდინარე წლის ნოემბერში გაკოტრების საქმის წარმოება „ლა ფემილის“ მიმართაც დაიწყო, თუმცა მანამდე, ჯერ კიდევ ორი წლის წინ, ივა ჭყონია „ლა ფემილიში“ არსებულ მძიმე ფინანსურ მდგომარეობაზე აქტიურად საუბრობდა. ჭყონიას თქმით, ბოლო წლებში არაერთი ქსელური მარკეტი გავიდა ბაზრიდან. მათ შორის იყო: „პოპული“, „ფურშეტი“ და და ა.შ. 



„იმაზე აღარ ვსაუბრობ, რომ საცალო მაღაზიები ფაქტობრივად, ყოველდღე იხურება. დღეს ნებისმიერმა ქსელურმა სუპერმარკეტმა, ისე რომ გადაწყვიტოს ბაზრის დატოვება როგორც ეს „ფურშეტმა“ გააკეთა, არა მხოლოდ ბევრი სადისტრიბუციო კომპანია, არამედ მთლიანად ეკონომიკა სერიოზულად დაზიანდება. 



„სავაჭრო ქსელებს უჭირთ ფინანსური ვალდებულების შესრულება და თავიდან იცილებენ ნაკისრ ვალდებულებებს. ნებისმიერი სუპერმარკეტი რომ აიღოთ, მის საკუთრებაში ქონება ფაქტობრივად, არ არსებობს. ყველას იჯარით აქვს უძრავი ქონება. ნებისმიერს შეუძლია გახსნას კომპანია-შპს, მოიზიდოს სადისტრიბუციო კომპანიები, შეატანინოს საქონელი, მაგრამ, საქმე ისე თუ ვერ წავიდა, მხოლოდ ბანკის მიმართ არსებულ ვალდებულებას გაისტუმრებს და სადისტრიბუციო კომპანიებს მარტივად რომ ვთქვათ „გადაყრის“, რაც არერთხელ მომხდარა,“-აცხადებს ჭყონია.



რითეილის ბაზარი ციფრებში 



სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2018 წლის მე-2 კვარტლის მონაცემებით, საბითუმო და საცალო ვაჭრობის; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის სფეროში ბრუნვამ 8.887 მლრდ ლარი შეადგინა, მაშინ როცა მთლიანად ბრუნვა 19.922 მლრდ ლარი იყო. 



ასევე სწორედ ამ დარგზე მოდის მთლიანად, ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რაოდენობის დიდი ნაწილი. კერძოდ, საანგარიშო პერიოდში 656 526 კაციდან 165 909 კაცი საბითუმო და საცალო ვაჭრობის ( ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი) დარგში იყო დასაქმებული. 



რაც შეეხება კონკრეტულად ბრენდულ მაღაზიებს, ყველაზე მეტი ფილიალი მთელი საქართველოს მასშტაბით აქვს „ნიკორას“ – 242 მაღაზია. ბაზარზე 131 ობიექტით არის წარმოდგენილი „ორი ნაბიჯი“. სამეულში შედის „სპარი“, რომელსაც დღეს 97 სავაჭრო ობიექტი აქვს. „კარფური“ საქართველოში 12 სავაჭრო ობიექტით არის წარმოდგენილი, „უნივერსამი“ – 9, „ფუდმარტი“ – 18, „იოლი გასტრონომია“ – 7, „სმარტი“ – 16, „გუდვილი“ – 8, „ფრესკო“ – 8. 


bpn.ge






ცესკოს თავმჯდომარე 6 თვით გიორგი კალანდარიშვილი იქნება

ცესკოს თავმჯდომარე 6 თვით გიორგი კალანდარიშვილი იქნება
access_time2021-08-02 13:55:18
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე 6 თვით გიორგი კალანდარიშვილი იქნება. პარლამენტმა ის მეოთხე მცდელობაზე დღეს, 2 აგვისტოს აირჩია. კალანდარიშვილის კონკურენტმა გიორგი სანტურიანმა ხმების საჭირო რაოდენობა ვერ მოაგროვა. გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურას 83 მომხრე და 3 წინააღმდეგი ჰყავდა;გიორგი სანტურიანს კი 4 მომხრე და 1 წინააღმდეგი.დღესვე ცესკოში პროფესიული ნიშნით ორი წევრი აირჩიეს, გია ცაცაშვილი და მაია ზარიძე. წევრობის...

ვაშინგტონი ამერიკელებს საქართველოში მოგზურობისგან თავის შეკავებისკენ ეპიდვითარების გამო მოუწოდებს

ვაშინგტონი ამერიკელებს საქართველოში მოგზურობისგან თავის შეკავებისკენ ეპიდვითარების გამო მოუწოდებს
access_time2021-08-02 14:00:48
ტურიზმის სამნიშნა პროცენტული ზრდის ფონზე, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საკუთარ მოქალაქეებს კოვიდის გამო საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავებიკენ მოუწოდებს. დამატებით რისკებად კი შესაძლო ძალადობის შემთხვევებს ასახელებს. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ანგარიში 16 ივნისითაა დათარიღებული, მაშინ როცა კოვიდის შემთხვევათა 7 დღის საშუალო მაჩვენებლი 704-ს შეადგენდა და უცხოელებზე თავდასმხებიც არ იყო გახშირებული. ივნისში ვიზიტორების რაოდენობა, გასული წლის...

სამხრეთ კავკასიის მილსადენის ტექნიკური ოპერირება BP-მ SOCAR-ს გადააბარა

სამხრეთ კავკასიის მილსადენის ტექნიკური ოპერირება BP-მ SOCAR-ს გადააბარა
access_time2021-08-02 15:00:10
სამხრეთ კავკასიის მილსადენის ტექნიკური ოპერატორის როლი კომპანია ბი-პი ექსპლორეიშენ (შაჰ დენიზ) ლიმიტედმა კომპანია სოკარ მიდსთრიმ ოპერეიშენს ლიმიტედს გადააბარა. სამხრეთ კავკასიის მილსადენი ერთ-ერთია სამხრეთის გაზის კორიდორის ოთხი სეგმენტიდან, რომელიც ემსახურება ბუნებრივი გაზის ექსპორტს აზერბაიჯანიდან თურქეთსა და ევროპაში საქართველოს გავლით. სოკარ მიდსთრიმ ოპერეიშენს ლიმიტედი კი სოკარის შვილობილი კომპანიაა. ტექნიკური ოპერატორობის გადაცემა...

გიგა ზედანიამ „სეისმური მონიტორინგის ცენტრის“ გამჭვირვალობის პრობლემა სასწრაფოდ უნდა გადაჭრას - არჩილ კაიკაციშვილი

გიგა ზედანიამ „სეისმური მონიტორინგის ცენტრის“ გამჭვირვალობის პრობლემა სასწრაფოდ უნდა გადაჭრას - არჩილ კაიკაციშვილი
access_time2021-08-02 13:00:52
„სეისმურ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა შეზღუდულია და დაინტერესებული მეცნიერებისა თუ პოტენციური ინვესტორებისთვის ის, პრაქტიკულად, დახურულია“, -ამის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე არასამთავრობი ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების ასოციაციის“  ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა განაცხადა. აღნიშნული პრობლემის გადაჭრისკენ მან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორ გიგა ზედანიას მოუწოდა. სწორედ ილიუნის ერთეულია „დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი“,...

ირაკლი ღარიბაშვილი - ვაქცინაციაზე გადის ეკონომიკის შენარჩუნების გზა, იმიტომ, რომ ქვეყანა ვეღარ გაუძლებს დაკეტვებს და შეზღუდვებს

ირაკლი ღარიბაშვილი - ვაქცინაციაზე გადის ეკონომიკის შენარჩუნების გზა, იმიტომ, რომ ქვეყანა ვეღარ გაუძლებს დაკეტვებს და შეზღუდვებს
access_time2021-08-02 11:45:00
„ვაქცინაციაზე გადის ეკონომიკის შენარჩუნების გზა და ზოგადად, ამ სიტუაციის გადარჩენის გზა, იმიტომ, რომ ქვეყანა ვეღარ გაუძლებს დაკეტვებს და შეზღუდვებს. ამიტომ, ჩვენ ერთის მხრივ, უნდა ვმართოთ პროცესი და მეორეს მხრივ, ხელი უნდა შევუწყოთ ეკონომიკის აღდგენას და ზრდას. ეს ნიშნავს მეტ დასაქმებას და მეტ კეთილდღეობას ჩვენი მოსახლეობისთვის“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური...


მსგავსი სიახლეები

up