არაკომპეტენტური შემფასებლები და აბსურდული შეფასების კრიტერიუმები -  ყოფილი საბაგირო შეიძლება განახლების შემდეგაც ისევე უფუნქციოდ დარჩეს

არაკომპეტენტური შემფასებლები და აბსურდული შეფასების კრიტერიუმები - ყოფილი საბაგირო შეიძლება განახლების შემდეგაც ისევე უფუნქციოდ დარჩეს

access_time2020-04-22 11:30:07

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა ტენდერი მზიურის პარკის ტერიტორიაზე არსებული ძველი საბაგიროს რეკონსტრუქცია-ადაპტაციის პროექტზე, რომელიც მის მედიათეკად და თანამედროვე ხელოვნების გალერეად გარდაქმნას ითვალისწინებდა. სახელმწიფო შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 30 500 ლარი იყო.  შესყიდვაში მონაწილეობა ორმა არქიტექტურულმა კომპანიამ მიიღო, „შპს თ-არქიტექტს“-მა და „კულტურულ მემკვიდრეობათა დაცვის კავშირი ამქარმა“. კონკურსში მონაწილე პრეტენდენტების მიერ წარმოდგენილი სადემონსტრაციო მასალა 0-დან 10 ქულის ჩათვლით დიაპაზონში ფასდებოდა. ქულების დაჯამების შედეგად გამარჯვებული კულტურულ მემკვიდრეობათა დაცვის კავშირი ამქარი” გახდა.

 

თუმცა, სახელმწიფო შესყიდვის პროცესი ამით არ დასრულებულა. „შპს თ-არქიტექტს“-ი კონკურსის სამართლიანობას ეჭვქვეშ აყენებს. არქიტექტორების  თქმით, იმ ოთხი ადამიანიდან, რომლებიც ჟიურის წევრების პოზიციისთვის შეირჩა, არცერთი არ არის არქიტექტორი. „შპს თ-არქიტექტს“-ის დირექტორი და მთავარი არქიტექტორი გიორგი ინასარიძე „კომერსანტთან“ საუბარში აცხადებს, რომ შეფასების კრიტერიუმების რაოდენობა (ოთხი) იმდენად მცირეა, რომ ჟიურის მიერ პროექტის ადეკვატურ შეფასებას იმთავითვე გამორიცხავდა. არქიტექტორი აცხადებს, რომ აბსურდულია შეფასების კრიტერიუმების შინაარსიც, რადგან ნამუშევარი ფასდება ისეთი კრიტერიუმებით, რომლებიც როგორც წესი, შემდეგი ეტაპის განხილვის საგანია. სწორედ ამიტომ მიღებული შედეგი არქიტექტურულმა ოფისმა „შპს თ-არქიტექტს“-მა გაასაჩივრა.

 

„ჩვენ რომ პროექტი ჩავაბარეთ 10 დღის შემდეგ დაინიშნა ჟიური, რომ გვცოდნოდა ჟიურის ეს შემადგენლობა იქნებოდა, კონკურსში მონაწილეობას არ მივიღებთ. როდესაც შეფასება დაწერეს პროექტზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა, რადგან არაპროფესიონალები იყვენენ. გამარჯვებული პროექტი ფუნქიონალურად არ პასუხობს მოთხოვნებს, რეალურად იმ ფართის ოდენობა, რომელიც პროექტს სჭირდება, ნაკლებია. მეორე საკითხი არის ის, რომ შუაშია ჩასმული, რა დროსაც ტექნიკური პრობლემები შეიქმნება. ვერ წარმომედგინა, რომ ჩვენი პროექტი ვერ გაიმარჯვებდა. საბჭოთა კავშირში მახსოვს ჩაწყობები და ის დრო გამახსენდა, მეჩვენება რომ ნეპოტიზმს ჰქონდა ადგილი, თუმცა დაზუსტებით ვერ ვიტყვი“, - აცხადებს გიორგი ინასარიძე.

 

როგორც „შპს თ-არქიტექტს“-ის კიდევ ერთი  არქიტექტორი დავით ცანავა აცხადებს, რომ კონკურსის შემფასებელები არ არიან არქიტექტორები, ეს კი  თავის მხრივ კანონმდებლობას ეწინააღმდეგება. მისი განმარტებით, კრიტერიუმებსა და შეფასების კომენტარებში არაფერია ნახსენები პროექტის ფუნქციურ მხარეზე, ეკონომიკურ-კულტურული პრობლემატიკის გადაჭრაზე. ცანავა ამბობს, რომ ჟიური არასიღრმისეულად მიუდგა კულტურული მემკვიდრეობის საკითხს. მისი თქმით, შეფასებისას არ გაითვალისწინა პასუხობს თუ არა პროექტი მოცემულობას და შეუძლია თუ არა მას დაკისრებული, როგორც მედიათეკის, ასევე გალერეის, ფუნქციების დაკმაყოფილება.

 

„კანონით გათვალისწინებულია, რომ ჟიური უნდა შედგებოდეს არიქიტექტორებისგან, კონკურის მოიგო ამქარმა, ეს არის კომპანია რომელიც მსგავს პროქტებს ახორციელებს, აქედან გამომდინარე ჩვენი აზრით, მიიღეს ისეთი გადაწყვეტილება, რომ რახან გამოცდილება აქვთ ბარემ მაგათ გააკეთონო. როდესაც პროექტს აკრიტიკებდნენ თვითონვე სთავაზობენ გამოსავალს,სწორედ ამიტომ შეფასებები საეჭვოა, შესაძლებელია ერთი ჯგუფის ინტერესებთან გვქონდეს ადგილი. როგორ შეაფასეს და რა ქულებიც დაწერეს ერთმანეთს არ ემთხვევა, ეს დეტალები კი ეჭვს ბადებს“, - განმარტავს დავით ცანავა.

 

როგორც სახელმწიფო შესყიდვების ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, კონკურსის საკონკურსო დოკუმენტაციით განსაზღვრული მოთხოვნები შემდეგი იყო:

 

1. ნაგებობის არსებული მდგომარეობის აღწერა, ფოტოფიქსაცია, დაზიანებების გამომწვევი მიზეზების შეფასება;

 

2. ნაგებობის დაზიანებებისა და არსებული მდგომარეობის შეფასების შედეგად გამოვლენილი ვითარების ანალიზზე დაყრდნობით რეკონსტრუქცია-ადაპტაციის სამუშაოების მეთოდოლოგიის განსაზღვრა და რეკომენდაციები;

 

3. ნაგებობის რეკონსტრუქცია-ადაპტაციის გადაწყვეტის ამსახველი ვიზუალური მასალა - ესკიზები, განშლები, ფოტომონტაჟი, რენდერები, გამოსაყენებელი სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მასალ(ებ)ის მითითებით;

 

4. საპროექტო სამუშაოების ეტაპები, ვადები (საბოლოო ვადის ჩათვლით).

 

არასამთავრობო ორგანიზაციის „აჰუაჰუ-ფონდი კულტურის განვითარებისათვის“ დამფუძნებელმა, კონსტანტინე ვაშაკიძემ ქულები შემდეგ ნაირად გადაანაწილა:

 


ა(ა)იპ კულტურულ მემკვიდრეობათა დაცვის კავშირი ამქარი - 9

 

შპს „თ-არქიტექტს“ - 2

 

ვაშაკიძე წერს - „პროექტის ავტორებს  საინტერესო და ნაგებობის განვითარების საკმაოდ ამბიციური გეგმა აქვთ წარმოდგენილი, რომელიც ეხმიანება თანამედროვეობის ტექნოკრატიულ გამოწვევებს, მაგრამ მეორეს მხრივ, ნაგებობის მთლიანად გადაკეთებას და არსებული სახის შეცვლას გულისხმობს.  გარდა ამისა, შენობის ამ ფორმით განვითარება, მის გარშემო გაზრდილი ორი ხის განადგურებას იწვევს, რაც წარმოდგენილ რენდერებზეც ნათლადაა გამოსახული და ზემოთხსენებულ გადაკეთებასთან ერთად, სრულებით დაუშვებელად მიმაჩნია, რადგან ეს ფაქტობრივად  არა არსებულის შენარჩუნებას, არამედ ახალ მშენებლობას ნიშნავს“, -წერია დოკუმენტში.

 

სავარაუდოდ სწორედ ამ მიზეზების გამო შეაფასა „აჰუაჰუ-ფონდი კულტურის განვითარებისათვის“ დამფუძნებელმა  შპს „თ-არქიტექტს“ - 2 ქულით.

 

ა(ა)იპ კულტურულ მემკვიდრეობათა დაცვის კავშირი ამქარი-ს შეფასებისას კი ვკითხულობთ -

 

„ავტორებს წარმოდგენილი აქვთ კონცეპტუალური ხედვა, როგორ შეიძლება არქიტექტურაში მინიმალური ჩარევით და დანახარჯებით, ნაგებობის იერსახის შენარჩუნება და ეპოქისადმი დამოკიდებულების პოზიციონირება. ნაგებობის მინის კუბით კონსერვაციისას, პროექტი კიდევ ერთ გამოწვევას - სივრცის მენეჯმენტს უმკლავდება და მედიათეკის სტუმრებისთვის დამატებით ფართს იგებს“ ,- ვკითხულობთ შეფასებაში.

 

 

ჟიურის კიდევ ერთი წევრი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის საინჟინრო შეფასების სპეციალისტი თამარ გურასპაულია. იგი ორივე კომპანიას 8-8 ქულით აფასებს. შენიშვნა „თ-არქიტექტის“ მიმართ არის ის, რომ შენობის მოცულობაში გაზრდამ არ უნდა გამოიწვიოს არსებული ხე-ნარგავების დაზიანება. ხოლო „ამქარი“-ს მიმართ კი შემდეგია -სასურველი იქნებოდა ისეთი გეგმარებითი გადაწყვეტილების მიღება, რაც მეტი სივრცის გამოყოფას გაითვალისწინებდა გალერეის ფუნქციონირებისთვის.

 

შემდეგი ჟიურის წევრი არის თბილისის მუნიციპალიტეტის მულტიფუქნციური ბიბლიოთეკების გაერთიანების წარმომადგენელი ნინო მაჭარაშვილი., რომელმაც  ქულები შემდეგნაირად გადაანაწილა.

 

ა(ა)იპ კულტურულ მემკვიდრეობათა დაცვის კავშირი ამქარი - 10 ქულა

 

შპს „თ-არქიტექტს“ - 8 ქულა.

 

ნინო მაჭარაშვილის რვა ქულაც სავარაუდოდ განაპირობა იმან რომ: „თ-არქიტექტის“  წინადადება მიზნად ისახავს არსებული ნაგებობის შიდა კედლების დემონტაჟს, გაფართოვებას და დამატებითი ფართის გაჩენას. ასევე იხსნება  დიაფრაგმები, მიწის საფარი და მასზე არსებული რკინაბეტონის ფილა, რაც საგრძნობლად ცვლის არსებული შენობის პირვანდელ სახეს, “ -ვკითხულობთ მაჭარაშვილის ინდივიდუალურ შეფასებაში.

 

კონკურსის კიდევ ერთი შემფასებელი კახა კალაძის მოადგილე სოფიო ხუნწარიაა. მერის მოადგილემ ქულები შემდეგ ნაირად გადაანაწილა:

 

ა(ა)იპ კულტურულ მემკვიდრეობათა დაცვის კავშირი ამქარი - 10 ქულა

 

შპს „თ-არქიტექტს“ - 5 ქულა.

 

ხუნძარია მიიჩნევს, რომ ამქარმა პროექტში სწორად განსაზღვრა აქცენტები, მათ შორის შენობის ისტორიასთან მიმართებაში. რაც შეეხება შპს „თ-არქიტექტს“, კალაძის მოადგილე წერს, რომ პროექტი ითვალისწინებს ობიექტის პირვანდელი სახის რადიკალურ ცვლილებას.

 

დოკუმენტებს თანა ახლავს მუნიციპალური განვითარების ფონდის შეფასებისა და დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსის გიორგი კარტოზიას მსჯელობა. იგი მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შეფასებების უმეტესობა არ არის სათანადო და შედეგიც არაობიექტურია. მისი განმარტებით,

 

ხშირ შემთხვევაში ტექსტურ ნაწილში დაფიქსირებული შეფასება ადეკვატურია და არ ასახავს ქულების რაოდენობას.

 

„პირველი, რაც ამ კონკურსში თვალშისაცემია არის ის, რომ მოწოდებული საკონკურსო მასალა შეფასებულია 4 ადამიანის მიერ, რომელთაგანაც 1 არქიტექტორია „მგფ“ის წარმომადგენელი, ხოლო დანარჩენი სამი (ჩემი ინფორმაციით) სხვადასხვა სპეციალობის ადამიანები არიან. მეორე, პროექტის შესაფასებლად განსაზღვრულია სულ ოთხი კრიტერიუმი, რაც ვფიქრობ, რომ არ არის ამ ნამუშევრების შესაფასებლად საკმარისი. მესამე, მთავარი -ვფიქრობ, შეფასება ამ ფორმით არ იქნება (არც არის) ობიექტური და ნამუშევრების შეფასება თითქმის მთლიანად დამოკიდებული იქნება (არის) იმ შემფასებლებზე (ჟიურის წევრებზე), პატივცემულ ადამიანებზე, რომლებსაც ამ შემთხვევაში, არ გააჩნიათ სათანადო პროფესიული კომპეტენცია პროექტის სათანადოდ შესაფასებლად . მსგავსი ტიპის კონკურსის ჩატარებისას, მისასალმებელია და სასურველია ჟიურის წევრი სხვადასხვა სპეციალობის წარმომადგენელი იყოს, ოღონდ ზომიერად, რამოდენიმე ხმით, მაგრამ ძირითადი ხმა და საბოლოო გადაწყვეტილება ამ დარგის სპეციალისტების მსჯელობის (არქიტექტორების და ინჟინრების) შედეგად უნდა იყოს მიღებული“, - წერს კარტოზია.

 

ყოფილი საბაგიროს მედიათეკა-გალერეად ადაპტაციის პროექტი მნიშვნელოვანია ქალაქისთვის, თუმცა  „შპს თ-არქიტექტს“-ში ამბობენ, რომ არსებობს იმის შანსი, რომ არსებული ობიექტი განახლების შემდეგაც ისევე უფუნქციოდ დარჩეს, როგორც ახლაა. არქიტექტურულმა კომპანიაში იმედი აქვთ, რომ კონკურსი ხელახლა გამოცხადდება და ჟიური კომპეტენტური წევრებით დაკომპლექტდება, რათა ის  წარმატებით განხორციელდეს.

 

ბაჩო ადამია




მთავრობამ 11 საინვესტიციო პროექტი 0%-ით აითვისა

მთავრობამ 11 საინვესტიციო პროექტი 0%-ით აითვისა
access_time2020-07-10 20:20:38
საქართველოს აუდიტის სამსახურის 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშში იმ საინვესტიციო პროექტების ჩამონათვალია მოცემული, რომელთა წლიური შესრულება ნულის ტოლი ან 70%-ზე დაბალი იყო. საინვესტიციო კრედიტების 0%-იანი ათვისება შემდეგ პროექტებს ჰქონდა: თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ძირულა-არგვეთას მშენებლობა, ბიუჯეტი - 48. 8 მლნ ლარი, ათვისება 0%; რეგიონული განვითარების...

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ
access_time2020-07-10 17:58:59
კითხვები იმდენია რაც მეტს კითხულობ მეტი კითხვა ჩნდება, მე ვარ მაგთის მოწილე, - კომუნიკაციების ბაზრის რეგულირების კანონში ცვლილებების "სიგიჟე" კომისიის თავმჯდომარეს, ირაკლის რუხაძემ დააზუსტებინა. ცვლილების მუხლის დაშვებით, თუ საკომუნიკაციო ბაზრის ოპერატორის საქმიანობა შელახავს მომხმარებლის ინტერესს, "მაგთიკომის 54% წილს ჰყიდით საქართველოში, თუ რა ხდება ?", - მაგთის მინორიტარმა მფლობელმა ბექაურს უთხრა, რომ მაჟიორიტარ გია ჯოხთაბერიძესთან ურთიერთობებს ქვეყნის გარეთ...

გიორგი რამიშვილი: ამ რედაქციით კანონის მიღება არასწორია

გიორგი რამიშვილი: ამ რედაქციით კანონის მიღება არასწორია
access_time2020-07-10 17:55:51
„სილქნეტისა“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, გიორგი რამიშვილი დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტს მოუწოდებს, არ იქნას ისეთი გადაწყვეტილება მიღებული, რაც სატელეკომუნიკაციო სექტორს დააზარალებს. მისი თქმით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების ამ რედაქციით კანონში შეტანა არ იქნება მართებული. „ამ რედაქციით ამ კანონის მიღება უბრალოდ არ იქნება სწორი და მართებული. მე ვფიქრობ, რომ ემოციები უნდა გავწიოთ...

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ
access_time2020-07-09 17:50:11
კითხვები იმდენია რაც მეტს კითხულობ მეტი კითხვა ჩნდება, მე ვარ მაგთის მოწილე, - კომუნიკაციების ბაზრის რეგულირების კანონში ცვლილებების სიგიჟე კომისიის თავმჯდომარეს, ირაკლის რუხაძემ დააზუსტებინა. ცვლილების მუხლის დაშვებით, თუ საკომუნიკაციო ბაზრის ოპერატორის საქმიანობა შელახავს მომხმარებლის ინტერესს, მაგთიკომის 54% წილს ჰყიდით საქართველოში, თუ რა ხდება ?, - მაგთის მინორიტარმა მფლობელმა ბექაურს უთხრა, რომ მაჟიორიტარ გია ჯოხთაბერიძესთან ურთიერთობებს ქვეყნის გარეთ გაფორმებული...

თურქეთის სასამართლომ აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთება დასაშვებად ცნო

თურქეთის სასამართლომ აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთება დასაშვებად ცნო
access_time2020-07-10 17:42:03
თურქეთის მთავარმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ – სახელმწიფო საბჭომ გააუქმა აია სოფიას მუზეუმად გამოცხადების შესახებ 1934 წლის გადაწყვეტილება. ამის შესახებ თურქული სააგენტო „ანადოლუ“ იტყობინება. ამგვარად, სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილება გზას უხსნის სტამბოლის მთავარი ღირსშესანაშნაობის მეჩეთად გადაკეთებას.„სიენენ თურქის“ ინფორმაციით, აია სოფიას გარშემო ჯებირები უკვე განათავსეს. აია სოფიას ტაძრის სტატუსის გადახედვისა და მისი მეჩეთად გადაკეთების...


მსგავსი სიახლეები

up