არაკომპეტენტური ჯანდაცვის მინისტრი და ცირკად ქცეული გადაწყვეტილება-ლევან კობერიძე ეკატერინე ტიკარაძის პარლამენტში არ გამოცხადებას  აფასებს

არაკომპეტენტური ჯანდაცვის მინისტრი და ცირკად ქცეული გადაწყვეტილება-ლევან კობერიძე ეკატერინე ტიკარაძის პარლამენტში არ გამოცხადებას აფასებს

access_time2020-06-03 18:25:54

მესამე უარი პარლამენტს ჯანდაცვის მინისტრ  ეკატერინე ტიკარაძისგან. მინისტრის არაკვალიფიციურობა თუ კითხვებზე თავის განზრახ არიდება. ეკატერინე ტიკარაძის  გადაწყვეტილებას დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე არაპროფესიონალურ ნაბიჯად და კანონის დარღვევად  აფასებს.

 

კობერიძე მიიჩნევს, რომ მინისტრის პარლამენტში არ მისვლა, კომიტეტის შეურაცხყოფაა და მისი თქმით, მსგავსი ფაქტები  ცირკში ხდება.

 

„უკვე მესამედ დაარღვია კანონი მინისტრმა და მსგავსი არასერიოზული საქციელი მხოლოდ  შაპიტოს ცირკში ხდება. ის მორჩილი მდუმარებაც გამაღიზიანებელია,  რომელიც მე მოვისმინე კომიტეტისგან. ეს ჩემთვის იყო გასაკვირი და დავტოვე სხდომა. ჯანდაცვის მინისტრზე ასე ირიბად გადაფარება ჩემთვის წარმოუდგენელია. „ ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებს, როდესაც ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები იბარებენ  ყოველგვარი პრობლემის გარეშე მოდიან, ჩვენთან კი კომპეტენცია არ ჰყოფნით. არც ეკატერინე ტიკარაძეს არ აქვს მინისტრის შესაბამისი კომპეტენცია  და პასუხების გაცემას ვერ შეძლებს, შესაბამისად, მისი ქცევა თავის არიდებაა.კომიტეტის შეურაცყოფაა ის, რომ როდესაც დღეს კომიტეტი იმართებოდა და პარალელურად ექსპერტებთან გამართა შეხვედრა იმ თემაზე, რაზეც პარლამენტში უნდა გვემსჯელა. ექსპერტებს მოვუწოდებ, რომ  ხელს ნუ უწყობენ არაპროფესიონალ მინისტრს და ზურგს ნუ უმაგრებენ,“-აცხადებს ლევან კობერიძე.

 


 

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის  „დამოუკიდებელი  დეპუტატის“  თქმით,  კომიტეტს ჯანდაცვის მინისტრთან ოთხი კითხვა ჰქონდათ, რომელიც პასუხგაუცემელი დარჩა. პანდემიის შემგომი რეაგირება და 520-ე დადგენილება, ეს ის ძირითადი თემებია, რომელზეც ჯანდაცვის მინისტრმა საუბარი არ ისურვა.

 

„რეალურად  საკარანტინო შეზღუდვების მოხსნის შემდეგ  იწყება ყველაზე რთული პერიოდი,  ეპიდემიოლოგიასთან დაკავშირებით.  აუცილებელი იყო მინისტრს დღეს თავისი ხედვა წარმოედგინა, თუ რა პროგნოზი აქვს კონკრეტულ საკითხზე. რამდენადაა ჯანდაცვის სექტორი მზად.  მე მაქვს ინფორმაცია რომ არ არის მომზადებული, მას  რომ  დაესაბუთებინა არგუმენტირებულად და ამ საკითხზე გვემსჯელა მაგრამ თავი აარიდა  და კითხვაზე პასუხებს გაექცა. მეორე საკითხი არანაკლებ მნიშვნელოვანი -  520-ე დადგენილებაა. ამ თემაზეც უნდა გვემსჯელა,  პრემიერი დაგვპირდა, რომ  გარკვეული კორექტირებები შევიდოდა დადგენილებაში.  ასევე უნდა შევხებოდით  სოციალური მუშაკების გათავისუფლების საკითხს, როდესაც  კოვიდ - 19-მდე გაათავისუფლა ჯანდაცვის მინისტრმა სოციალური მუშაკები ყოველგვარი  ახსნის გარეშე. მეოთხე  საკითხი ეხებოდა ეპიდემიოლოგიურ სურათს, რომელიც ქვეყანაშია და ამაზეც ვერ მივიღეთ პასუხი.  გვქონდა  კონკრეტული ჯანდაცვის საკითხები, რომელიც პოლიტიკური დღის წესრიგისგან მკვეთრად გამიჯნულია, რადგან  არ ვაპირებ ქალბატონ ეკატერინე ტიკარაძესთან პოლიტიკურ დისკუსიაში შესვლას, ამისთვის საკმაოდ სუსტია და ვერ შეძლებს დებატებს,“-აღნიშნა ლევან კობერიძემ.


ნათია ლომიძე 




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up