სოფი ჯოხაძე ახალგაზრდა მეწარმე და USAID-ის პარტნიორია. მისმა ოჯახმა, რამდენიმე წლის წინ, ღვინის მარნისა და სასტუმრო სახლის აშენება დაიწყო, თუმცა პანდემიის გამო მშენებლობა შეჩერდა. სწორედ ამ დროს გაუჩნდა სოფის იდეა, ოჯახური ბრენდით ისეთი პროდუქციის წარმოება დაეწყო, როგორიცაა: გამომშრალი პომიდორი მთის სუნელებით, ჭაჭაში დავარგებული შავი ქლიავი, წითელი და მწვანე ახლად შეკმაზული ტყემალი და ა.შ.
ხშირად გავდივართ სხვადასხვა ფესტივალზე და საზოგადოებას ვაცნობთ ჩვენს პროდუქციას. ჩემი პროდუქტის მიმართ დაინტერესება ყოველ ჯერზე იზრდება, შესაბამისად შეკვეთების რაოდენობაც მატულობს. ჩვენი პროდუქტის სახასიათო გემო ძალიან საინტერესო აღმოჩნდა მომხმარებლებისთვის, - ამბობს სოფი ჯოხაძე.
დღეს, „არაგვისპირის მარანი აქტიურად მასპინძლობს ადგილობრივ თუ უცხოელ სტუმრებს. მათ შესაძლებლობა აქვთ დააგემოვნონ ბრენდის პროდუქცია, ღვინო და ღამე გაათენონ სასტუმროში.