არაღიარებული აფხაზური ოპოზიცია საქართველოსთან ვაჭრობის წინააღმდეგ

არაღიარებული აფხაზური ოპოზიცია საქართველოსთან ვაჭრობის წინააღმდეგ

access_time2021-03-12 18:00:18

სტატია მომზადებულია „apsny.ru“ -ზე დაყრდნობით. მასში გამოთქმულ მოსაზრებები და ტერმინები ეკუთვნის მასალის ავტორს და არ გამოხატავს „კომერსანტის“ შეხედულებებს.

 


სოხუმში ოპოზიციურად განწყობილი ომის ვეტერანების პოლიტიკური გაერთიანების „არუაა“-ს კრება ჩატარდა. განხილვის ერთ-ერთი თემა იყო საქართველოსთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენის შესაძლებლობა, რაზეც ხელისუფლების წარმომადგენლები  ბოლო პერიოდში სულ უფრო ხშირად საუბრობენ.

 

ოპოზიციონერი-ვეტერანები მიიჩნევენ, რომ საქართველოსთან ვაჭრობის ოფიციალურ დონეზე დაშვება და საზღვრების გახსნა დაუშვებელი და აფხაზეთისთვის დამღუპველია.

„არუაა“-ს ლიდერის ტიმურ გულიას თქმით, ეს წითელი ხაზია, რომლის გადაკვეთაც  სახელმწიფო ღალატის ტოლფასია.

 

„ნუთუ ძნელი გასაგებია, რომ დღეს ჩვენს წინაამღდეგ ჰიბრიდული ომი მიმდინარეობს და ჩვენი საზღვრების გახსნა საქართველოსთან ვაჭრობისთვის, ჩვენი სახელმწიფოს დასრულების დასაწყისი იქნება? ხომ გასაგებია, რომ პოლიტიკური საკითხების გადაწყვეტის გარეშე ეს მხოლოდ საქართველოს მხრიდან ექსპანსიაა და მეტი არაფერია?“ - განაცხადა გულიამ.

 

მისი თქმით, მოლაპარაკებები თბილისთან აუცილებელია და ეს პროცესი ჟენევაში მიმდინარეობას, ხოლო ენგურჰესის საკითხზე კონსულტაციები ომის შემდეგ არ შეჩერებულა.


 

„ეს სრულიად საკმარისია. ნებისმიერი სხვა მოლაპარაკებები, სხვა დონეზე და სხვა ფორმატში ჩვენი აზრით, ეროვნული ინტერესების ღალატია. ჩვენთვის ეს წითელი ხაზია, რომლის გადაკვეთის შემდეგ ნებისმიერი აფხაზი პოლიტიკოსი მოღალატე ხდება. საქართველოსთან ვაჭრობა და იქიდან წამოსული საქონლისთვის მწვანე შუქის ანთება სავაჭრო ექსპანსიას, თბილისის პოლიტიკური გავლენის ზრდას და საბოლოო ჯამში ომის შედეგების რევიზიას ნიშნავს“, - მიიჩნევს ტიმურ გულია.

 

ოპოზიციური მოძრაობის ლიდერი ასევე გალის რაიონის მოსახლეობის პასპორტიზაციის საკითხს შეეხო.

 

„გალში მოსახლეობის 98% საქართველოს მოქალაქეა, შესაბამისად აფხაზეთის პასპორტების ისინი ვერ მიიღებენ. თუ საქართველო ჩვენს დამოუკიდებლობას აღიარებს მაშინ შესაძლებელი იქნება ამ საკითხის განხილვა, მაგრამ არა დღეს. ყველას ვინც ამ საკითხის წამოწევას ცდილობს ვაფრთხილებთ, ყველასთან მივალთ და პასუხს მოგთხოვთ“ - თქვა „არუაა“ს- ლიდერმა.

 

ის ასევე ილორის ეკლესიაში პატრიოტთა ალიანსის ლიდერების ჩამოყვანის საკითხს შეეხო.

 

„როგორ შეიძლება იმის ახსნა, რომ საქართველოს პარლამენტის დეპუტატს პრეზიდენტის თანაშემწე ფარულად ხვდება? ჩვენ პროკურატურას ამ საქმის გამოძიებას მოვთხოვთ“ - განაცხადა ტიმურ გულიამ.

 

ოპოზიციონერმა ასევე ენგურჰესის საკითხიც წამოწია.

 

„ჩვენ ვიცით, რომ მთავრობა ენგურჰესისთვის ინვესტორს ეძებს. ყველა შემთხვევაში პირობები არსებულზე უარესი არ უნდა იყოს. ჩვენ ენგურჰესზე გამომუშავებული ელექტროენერგიის 40% გვეკუთვნის და ამის გადახედვა დაუშვებელია. ნებისმიერ სხვა გადაწყვეტილება სახელმწიფო ღალატად ჩაითლება“, - გააფრთხილა გულიამ აფხაზეთის მთავრობა.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up