არაღიარებულ რესპუბლიკებზე რუსეთი მილიარდებს ხარჯავს

არაღიარებულ რესპუბლიკებზე რუსეთი მილიარდებს ხარჯავს

access_time2021-01-06 20:00:53

2015 წელს ამერიკულმა კვლევითმა ორგანიზაციამ Stratfor-მა დაითვალა, რომ ყოველწლიურად ოკუპირებული აფხაზეთი რუსეთისგან დაახლოებით 300 მლნ. დოლარს, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკა და არაღიარებული დნესტრისპირეთი 100-100 მილიონს, დონეცკი და ლუგანსკი კი 1-1 მლრდ. ევროს იღებენ.


თუმცა, ეს 2015 წელს იყო.


რა ხდება ამასთან დაკავშირებით დღეს?


ყველაზე მარტივია ინფორმაციის მოპოვება ოკუპირებულ აფხაზეთზე და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაზე. რუსეთმა მათი დამოუკიდებლობა აღიარა და შესაბამისად მათთვის დახმარება მეტ-ნაკლებად ღიად ხდება.


2021-2023 წლებში რუსეთი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საბიუჯეტო სფეროში ხელფასების ზრდას დააფინანსებს, რისთვისაც 48 მლნ. დოლარი გამოიყოფა.


ნაკლებად გამჭირვალეა არაღიარებული რესპუბლიკების ფინანსური დახმარება. მაგალითად, არაღიარებული დნესტრისპირეთის პარლამენტის სპიკერმა მიხაილ ბურლამ ჯერ კიდევ 2014 წელს განაცხადა, რომ მოსკოვის მათ ყოველწლიურად 1 მლრდ. დოლარით ეხმარება.


2020 წლის ოქტომბერში არაღიარებული რესპუბლიკის პარლამენტის პრეს-სამსახურმა განაცხადა, რომ 2008-2019 წლებში მოსკოვმა არაღიარებული დნესტრისპირეთის ბიზნესს 20 მლნ. დოლარის და 533 000 ევროს ოდენობის უპროცენტო სესხებით დაეხმარა.


კიდევ უფრო დიდი საიდუმლოა არაღიარებული დონეცკის და ლუგანსკის რესპუბლიკების დაფინანსება. ისინი კიევის მხრიდან სრულ ბლოკადაში იმყოფებიან და მათი არსებობა თითქმის მთლიანადაა დამოკიდებული რუსეთის ბიუჯეტზე.


ექსპერტული შეფასებებით, არაღიარებული დონეცკის და ლუგანსკის რესპუბლიკების ბიუჯეტები 80% დამოკიდებულია რუსეთზე.



იქნება თუ არა როდისმე რომელიც ეს რესპუბლიკა თვითკმარი?


დსთ-ს ქვეყნების ინსტიტუტის დირექტორის ვლადიმერ ჟარიხინის თქმით, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთზე მეურვეობა თავის თავზე ჩრდილოეთ ოსეთმა უნდა აიღოს, ოკუპირებულ აფხაზეთს კი რუსეთისგან ეკონომიკური დამოუკიდებლობის მიღწევის ყველა შესაძლებლობა აქვს.


„თუმცა აფხაზეთს ხელს უშლის კანონი, რომლის თანახმადაც, რესპუბლიკის ტერიტორიაზე ბიზნესის მფლობელი მხოლოდ აფხაზეთის მოქალაქე შეიძლება იყოს. ეს ასევე მიწებს და უძრავ ქონებას ეხება. ეს აფხაზეთში რუსული კაპიტალის შესვლას მნიშვნელოვნად აფერხებს. რამდენიმე წლის წინ რუსი ბიზნესმენები კომპანიებს აფხაზეთში მათ აფხაზი პარტნიორების სახელზე ხსნიდნენ, თუმცა, შემდეგ, ყველა ეს ბიზნესი მათ დაკარგეს“ - ამბობს ჟარიხინი.


მისი აზრით, ოკუპირეულ აფხაზეთს ადრე თუ გვიან ამ აკრძალვების მოხსნა მოუწევს, წინაამღდეგ შემთხვევაში არავითარი ეკონომიკური წინსვლა არ იქნება.


„დასაწყისში ეს ზომები რუსეთის მოქალაქეობის მქონე ქართველების წინაამღდეგ მოქმედებდა, თუმცა, კონსტიტუცია არ წერია რომ ინვესტირების უფლება ეთნიკურ ქართველებს არ შეუძლიათ - აკრძალვა ყველა უცხოელს ეხება“ - ამბობს დსთ-ს ინსტიტუტის დირექტორი.


პოლიტოლოგის ალექსეი მაკარკინის თქმით, რუსეთს ეს პრობლემები მემკვიდრეობით ერგო.


„სსრკ საქართველოთი და მოლდავეთით ტერიტორიებით მანიპულირებას და ამ გზით მათი ერთგულების მოპოვებას ცდილობდა. კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთმა ამ ტერიტორიების მხარდაჭერა ავტომატურად გააგრძელა - პოსტსაბჭოთა სივრცეზე თავისი გავლენის ზრდის და ინტეგრაციის წახალისებისთვის. ყველა ამ რეგიონში განსხვავებული ვითარებაა, აფხაზეთს დამოუკიდებლობის შენარჩუნება სურს, სამხრეთ ოსეთს ჩრდილოეთ ოსეთთან მიერთება. დნესტრისპირეთის დამოუკიდებლობას რუსეთი არ ცნობს. დონეცკში და ლუგანსკში კი ძალიან უცნაური სიტუაციაა, რუსეთი მათ უკრაინისთვის „შეტენვას“ ცდილობდა, ოღონდ კიევისთვის წამგებიანი პირობებით. უკრაინამ ამაზე უარი განაცხადა და საბოლოოდ ეს ტერიტორიები ისევ რუსეთის კმაყოფაზე დარჩნენ“ - ამბობს ექსპერტი.


მისი თქმით, არასწორია ამ ტერიტორიების მხარდაჭერის ეკონომიკასთან მიბმა.


„ეს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ამბავია“ - თვლის მაკარკინი.


mk.ru

თენგიზ აბლოთია


თეგები:
რუსეთი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up