არაფრისმომცემი ეკონომიკური რეიტინგები რომელიც ქვეყნის გარეთაც და შიგნითაც ყველას თვალს უბრმავებს

არაფრისმომცემი ეკონომიკური რეიტინგები რომელიც ქვეყნის გარეთაც და შიგნითაც ყველას თვალს უბრმავებს

access_time2020-09-01 14:20:22

უცხოურ რეიტინგებში სააქართველოს საინვესტიციო კლიმატი და ქვეყნის ეკონომიკური შესაძლებლობები გადაჭარბებულად ფასდება. ეჭვს განსაკუთრებით ის გარემოება იწვევს, რომ თითქმის ყველა შემთხვევაში საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს პოზიციები ბოლო პერიოდში ან შენარჩუნებულია ან გაუმჯობესებული, რის საფუძველსაც ეკონომისტები რეალურად ვერ ხედავენ. ამ მოსაზრებას ამყარებს ისიც, რომ დადებითი შეფასებების მიუხედავად, ქვეყნის საინვესტიციო გარემო მკვეთრად გაუარესებულია, ინვესტიციები არ შემოდის, ეროვნული ვალუტა უფასურდება და ეკონომიკა ვარდნას აგრძელებს, რაც ინვესტორებისთვის, წესით, დიდი დაბრკოლებაა.


ამ არასახარბიელო ტენდენციის მიუხედავად, მთავრობაში სულ უფრო ხშირად გაისმის არაადეკვატური, რეალობასთან შეუსაბამო განცხადებები, რაც ქმნის ილუზიას, თითქოს ეკონომიკაში პრობლემა არ არსებობს, როცა ეპიდემიამ ყველა სექტორს არნახული ზიანი მიაყენა და საწარმოების უმრავლესობა ან გაუქმებულია ან გაკოტრების რეჟიმშია გადასული.


სარეიტინგო სააგენტო „ფიტჩის“ შემდეგ, უკვე მეორე სარეიტინგო სააგენტომ „სტანდარტ ენდ ფურსმა“ საქართველოს საკრედიტო რეიტინგი BB დონეზე და მათ შორის პერსპექტივაც უცვლელი დატოვა, რასაც მთავრობის წევრების მხრიდან პოზიტიური შეფასებების წყება მოჰყვა. ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი აცხადებს, რომ საქართველოს საკმაოდ მყარი და სტაბილური მაკროეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკა აქვს.


„ანგარიშში ჩვენს ძლიერ მხარედ ასევე დასახელებულია მყარი ინსტიტუციური მმართველობა. განსაკუთრებით დადებითად არის ნახსენები ის სამუშაო, რაც გავწიეთ დონორ ორგანიზაციებთან თანხების მოზიდვის კუთხით. შესაბამისად, ამ ფაქტორმაც იქონია გავლენა რეიტინგის შენარჩუნებაზე. ჩვენი მაკროეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკა მოგვცემს საშუალებას, უახლოეს მომავალში ვიფიქროთ რეიტინგის ზრდაზე ერთი საფეხურით“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.


საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა კი აღნიშნა, რომ ქვეყანაში გაზრდილია ნდობა ინვესტიციების მიმართ და ქვეყნის გადახდისუნარიანობა, რაზეც, მისი თქმით, საერთაშორისო რეიტინგები მიუთითებენ.


,,ჩვენ ერთი საფეხური გვაშორებს უმაღლესი საკრედიტო რეიტინგის მიღწევამდე და ორი საფეხურის საინვესტიციო რეიტინგამდე, რაც მომდევნო სამი წლის განმავლობაში სწორი ეკონომიკური პოლიტიკის პირობებში სრულად შესაძლებელია“, - განაცხადა პრემიერის მრჩეველმა.


თუმცა ექსპერტები თითქმის მასიურად აღნიშნავენ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებს საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობასთან დაკავშირებით ან არასწორი ინფორმაცია აქვთ, ან განცხადებებს პოლიტიკური გადაწყვეტილებით იღებენ. ასე ფიქრობს ანალიტიკოსი ნიკა შენგელია და ვრცლად წარმოგვიდგენს იმ კომპანიებს და მათ საქმიანობას, რომლებიც საკრედიტო რეიტინგების მინიჭებით არიან დაკავებული. ასეთი კი, როგორც შენგელია ამბობს, სულ მცირე 90-მდე კომპანიაა, რომელიც საკრედიტო რეიტინგებს ანიჭებს ეროვნული სისტემის შკალის მიხედვით.



,,მსოფლიოში არსებული საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიები 90-მდეა, თუმცა ბაზრის 95%-ს 3 კომპანია აკონტროლებს. ესენია: s&p, moody s და fitch-ი. ამათგან ყოველი მათგანი თავის შეფასებისა და ანალიზის სისტემებს იყენებს, რითაც ობლიგაციებს ან სხვა რაიმე ფასიან ქაღალდებს აძლევენ შეფასებებს ხარისხისა და რისკის მიხედვით. აღნიშნულთაგან სარეიტინგო კომპანია ფიჩის შეფასების არეალი მოიცავს სხვადასხვა სექტორს, მათ შორის ფინანსურ ინსტიტუტებს, სადაზღვევო კომპანიებს, სახელმწიფო ორგანიზაციებს, გლობალურ ინფრასტრუქტურას, ქვეყნების სუვერენულ რეიტინგებს და ა.შ.


როგორც „სტანდარტ ენდ ფურსის“ ასევე ფიჩის მთავარი მიზანია შეაფასოს ფასიანი ქაღალდები დეფოლტის რისკის კუთხით და ამისათვის ისინი იყენებენ შეფასების ერთნაირ სისტემას. სარეიტინგო კომპანიების შეფასებები ამა თუ იმ ფასიანი ქაღალდის შესახებ მნიშვნელოვან როლს ახდენს ინვესტორთათვის, რაც თავისთავად მსოფლიო ფინანსურ ბაზრებზე აისახება, - განმარტა შენგელიამ და დასძინა, რომ მხოლოდ საკრედიტო რეიტინგებზე დაყრდნობა არასაიმედოა, რაც დაამტკიცა კიდევაც 2007-08 წლის მსოფლიო ფინანსურმა კრიზისმა, რადგან სარეიტინგო კომპანიებისა და მსხვილი ფინანსური კორპორაციების მჭიდრო კავშირმა შეიძლება გამოიწვიოს ინტერესთა კონფლიქტი, სწორედაც ასე იყო მინიჭებული მაღალი სარეიტინგო მაჩვენებლები იპოთეკურ ფასიან ქაღალდებზე, რომელიც სინამდვილეში არაფრით იყო უზრუნველყოფილი.


,,ახლა იმასაც შევხედოთ როგორ შეფასებებს აძლევდა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიები 2008 წლის სექტემბერში, ერთი კვირით ადრე ამერიკაში, უელს ფარგო ბანკს. მისი რეიტინგი იყო უმაღლესი შეფასების, ანუ AAA. ეს შეფასება მას მიანიჭა სწორედ „სტანდარტ ენდ ფურსმა გაკოტრებამდე რამდენიმე კვირით ადრე და თითქოს გახადა მაქსიმალურად უსაფრთხო და მდგრადი გადახდისუნარიანობის მხრივ.


ასევე შეგახსენებთ რომ 2002-03 წლებში დაეცა ამერიკული ენერგეტიკული გიგანტიენრონი, რომლის საკრედიტო რეიტინგი ფიჩის მიერ შეფასებული იყო უმაღლესი - AAA დონით. გარდა ამისა, 2007 წელს საბპრაიმის იპოთეკური ფასიანი ქაღალდები შეფასებული გახლდათ უმაღლესი კატეგორიით, იქ გაკოტრების კასკადი წავიდა და იგი შეეხო ყველას: სახელმწიფო საპენსიო ფონდებს, სადაზღვევო კომპანიებს, ჰეჯ ფონდებს და სხვა.


2011 წელს კი მაშინ, როდესაც საფრანგეთმა სცადა გამოევლინა პოლიტიკური დამოუკიდებლობა, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „სტანდარტ ენდ ფურსმა ვითომ შეცდომით შეამცირა საფრანგეთის სუვერენული რეიტინგი, რასაც მოჰყვა საფრანგეთის საფონდო ბირჟის დაცემა.


ასევე 2008 წელს, ამერიკაში სიდიდით მეოთხე ადგილზე მყოფი საინვესტიციო ბანკი ლემან ბრაზერსი, რომელიც უმაღლესი სარეიტინგო შეფასების დონეზე იმყოფებოდა, ერთბაშად გაკოტრდა. მასაც კრიზისამდე რამოდენიმე კვირით ადრე მინიჭებული ქონდა AA კატეგორია, - განაცხადა ნიკა შენგელიამ და დასძინა, რომ რეიტინგები უფრო პოლიტიკურ გადაწყვეტილებების მიხედვით კეთდება და საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობას ნაკლებად ითვალისწინებენ.


,,საერთაშორისო სარეიტინგო კომანია ფიჩის მიერ საქართველოს სუვერენული რეიტინგის უცვლელად დატოვებას უფრო პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მივაწერდი, ვიდრე რეალურად რაიმე სასიკეთო ძვრების დანახვას ქართულ ეკონომიკაში. რაც შეეხება საკითხს, გამართლდება თუ არა სარეიტინგო კომპანიების მოსაზრება, ეს, ჩემი აზრით, ამინდის პროგნოზივითაა. აშშ ჩვენი პარტნიორია და უბრალოდ, ამ ეტაპზე შეგვინარჩუნეს რეიტინგი, რათა საჭიროების შემთხვევაში ქვეყანას ფინანსური ინსტიტუტებიდან დახმარებებისა და სესხების აღების შესაძლებლობა ჰქონდეს. საქართველოში წინ არჩევნებია და თუ ეს გამოცდა სამართლიანად არ ჩაბარდება, მერწმუნეთ, რომ ის მზიანი მომავალი, რომელიც ფიჩმა გვიპროგნოზა, რამდენიმე თვის მერე წვიმიან ავდრად გადაიქცევა, - განაცხადა ანალიტიკოსმა ,,ბიზნეს-რეზონანსთან“.


ანალოგიური მოსაზრებისაა ეკონომისტი სოსო სიმონიშვილი, რომლის შეფასებითაც, საქართველოს საინვესტიციო სტრატეგია მცდარ მოსაზრებებს ემყარება და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს. საკუთარ პოზიციას ეკონომისტი ამყარებს იმით, რომ ინვესტიციები საქართველოში თითქმის არ შემოდის და რეიტინგებში ეს რეალობა სათანადოდ ასახული არ არის.


,,მსოფლიო ბანკის კვლევის შედეგი, ერთი შეხედვით, დადებითი ფაქტორია საქართველოსთვის, მაგრამ ძალიან ნაკლებად დაგვეხმარება ინვესტიციების მოზიდვაში. დიდი ხანია, ბაზარზე უძრაობაა, 2007 წლიდან ინვესტიციები სახარბიელო დონეზე არ არის. ამას კორუფციის მაღალი დონე ყოველთვის ხელს უშლიდა. არ მგონია, ახლა ამ აღიარებამ საინვესტიციო ბუმი გამოიწვიოს. ჩვენ საკმაოდ დაწინაურებულ პოზიციაზე ვართ ბიზნესის კეთების სიმარტივითაც, მაგრამ ამას ინვესტიციებზე გავლენა დიდად არ მოუხდენია.


რეალურად ამ სარეიტინგო კომპანიების მიერ მინიჭებულ რეიტინგებს ინვესტორების თვალში არანაირი ძალა არ აქვს და ჩვენი მხრიდან ფუჭი იმედია. თუნდაც იმიტომ, რომ საქართველოს აქვს არასამრეწველო ქვეყნის სტატუსი, რაც ძალიან გვიშლის ხელს. თუკი ინვესტიციები შემოდის, მხოლოდ უძრავი ქონების ბაზარზე, ცოტა ენერგეტიკაში, საგზაო ინფრასტრუქტურასა და სამედიცინო სფეროში, მაგრამ რეალურ სექტორში ინვესტიციების შიმშილია. ასე კი ქვეყნის ეკონომიკა ვერ გაიზრდება, - აღნიშნა სიმონიშვილმა.


ეკონომისტმა ,,ბიზნეს-რეზონანსთან“ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების მიმართ ნდობა არ აქვს, რადგან უმეტესად ოფშორული კომპანიების მიერ ხორციელდება და დღეს თუ ამოგასუნთქებს, ხვალ ან ზეგ ყელში მოგიჭერს.


resonancedaily.ge

თეგები:
რეიტინგი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up