არაექსპლუატირებადი ტერასები, დაუსრულებელი მოაჯირები, გაუქმებული მწვანე სახურავი- რა სამშენებლო დარღვევები აღმოაჩინა მუნიციპალურმა ინსპექციამ „გალერია თბილისში“

არაექსპლუატირებადი ტერასები, დაუსრულებელი მოაჯირები, გაუქმებული მწვანე სახურავი- რა სამშენებლო დარღვევები აღმოაჩინა მუნიციპალურმა ინსპექციამ „გალერია თბილისში“

access_time2020-02-24 20:00:17

მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ „გალერია თბილისი“ 4 000 ლარით დააჯარიმა, მიზეზი ის სამშენებლო სამართალდარღვევებია, რომელიც დედაქალაქის მთავრობამ მრავალფუნქციურ სავაჭრო ცენტრში აღმოაჩინა.

 

სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება მუნიციპალურმა ინსპექციამ გასული წლის 19 ნოემბერს დაიწყო. ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ ბიძინა ივანიშვილის „გალერია თბილისში“ სხვადასხვა სახის მრავალი დარღვევა ვლინდება. მაგალითად შენობის გაბარიტული ზომა და შიდა ფართები არ შეესაბამება საპროექტოს. ტერასებზე არაექსპლუატირებადი ნაწილი გამოყენებულია ფართად. შეცვლილია სახურავის კონფიგურაცია და გაუქმებულია მწვანე სახურავი. მოაჯირების მოწყობა დასასრულბებლია. შენობის შიგნით კედლების ნაწილს მონაცვლებული აქვს ადგილი, ასევე შეცვლილია ფორმა, გაბარიტი და რაოდენობა. კოლონების ნაწილს მონაცვლებული აქვს ადგილი, შეცვლილია რაოდენობა და ფორმა, ასევე დამატებულია ლითონის სვეტები და კონსტრუქციული ელემენტები. დამატებულია ანტრესოლები, კიბეები და ლიფტი.  ლითონის კონსტრუქციის ფორმების მოწყობა არ შეესაბამება საპროექტოს. დამატებულია მეხამრიდი, გათბობა-კონდინცირების დანადგარები, ლითონის კონსტრუქციები და მსუბუქი კონსტრუქციის გადახურვები.

 

ნაწილობრივ შეცვლილია შენობის კიბეების საფეხურების რაოდენობა. ტერიტორიაზე გაუქმებულია გამწვანება, რომლის ნაწილზე მოწყობილია ავტოსადგომი. ფასადებზე ნაწილობრივ შეცლილია ვიტრაჟების, გაუმჭვირვალე მინის ფარდა კედლის და დეკორატიული ლესვის ნახატი. ნაწილობრივ კარებების ნახატი. გაბარიტი და რაოდენობა არ შეესაბამება საპროექტოს.

 

პროექტის დარღვევით IV კლასის შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციისთვის დედაქალაქის მთავრობამ „გალერია თბილისი“ 4 000 ლარით დაჯარიმა. ასევე მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრს დაევალა ლიფტების თავზე დამატებით მოწყობილი სართულის დემონტაჟი და ობიექტების შეთანხმებულ კორექტირებულ არქიტექტურლ პროექტთან შესაბამისობაში მოყვანა.


 

„კომერსანტი“ დაინტერესდა, შესარულა თუ არა თბილისის მერიის მითითებები მრავალფუნქციურმა სავაჭრო ცენტრმა. როგორც „გალერია თბილისის“ დირექტორმა ნიკა ცინცაძემ განაცხადა, ამ დროისთვის ყველა დარღვევა ცენტრში აღმოფხვრილია.

 

 თბილისის მერიის არქიტეტქურის სამსახურში კი გვითხრეს, რომ 2020 წლის 17 თებერვალს არქიტექტურის სამსახურში შეთანხმდა რუსთაველის გამზ. N 2/4- ში  მდებარე შენობა–ნაგებობის რეკონსტრუქციის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. 


დედაქალაქის მთავრობაში ამბობენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებული იქნა მას შემდეგ, რაც განმცხადებელმა არქიტექტურის სამსახურში წარმოადგენა საექსპერტო დასკვნა, რომელიც შეეხება ამჟამად არსებულ და მშენებარე შენობის კონსტრუქციულ ნაწილს. აღნიშნული დასკვნა სრულად მიესადაგება მუნიციპალური ინსპექციის დადგენილება N000697-ში (სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე)  მოცემულ პოზიციებს. სამსახურში ასევე წარმოდგენილი იქნა მუნიციპალური ინსპექციის მიერ გამოწერილი ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

 

შეგახსენებთ, რომ გალერია თბილისი 2017 წლის ნოემბერში გაიხსნა სავაჭრო ცენტრი ჯამურმა ინვესტიციამ 97 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. გალერია თბილისი ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდი მიერ განხორციელებული პროექტია, რომელსაც “ქართული ოცნების” ლიდერი  $130 მილიონად ჰყიდის.



ბაჩო ადამია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up