„არაეფექტური, არაკომპეტენტური და უპასუხისმგებლო“ - ეკონომიკის ექსპერტები „ეროვნული ბანკის“ საქმიანობას აფასებენ

„არაეფექტური, არაკომპეტენტური და უპასუხისმგებლო“ - ეკონომიკის ექსპერტები „ეროვნული ბანკის“ საქმიანობას აფასებენ

access_time2019-12-24 17:00:42

2019 წლის განმავლობაში „საქართველოს ეროვნული ბანკი“ და მისი პრეზიდენტი კობა გვენეტაძე რამდენჯერმე გახდა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლების, ეკონომიკის ექსპერტების და მთავრობის კრიტიკის საგანი. „კომერსანტმა“ მიმდინარე წლის განმავლობაში სებ-ის საქმიანობის შეფასება ეკონომიკის ექსპერტებს სთხოვა.


„ახალი ეკონომიკური სკოლის“ პრეზიდენტი პაატა შეშელიძე მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკი არასაჭირო ინსტიტუტია, რადგან ის აქტიურად აგრძელებს მანკიერ ტრადიციას ფულის მასის გაზრდის და მსხვილი მოთამაშეების ხელშეწყობის კუთხით.


„ეროვნული ბანკი ეს არის ინსტიტუტი, რომელიც არც ერთ ქვეყანას არ სჭირდება, რადგან ფულადი მეურნეობები პრაქტიკულად განსხვავებული წესით უნდა მუშაობდეს. ეს დღევანდელი სისტემა, ფაქტობრივად ნიშნავს, იმას, რომ მარეგულირებელი ბეჭდავს ფულს, აძლევს სესხად კომერციულ ბანკებს, რომლებიც სახაზინო ვალდებულებებს ყიდულობენ  და ბიუჯეტს აფინანსებენ. ეს სქემა იმ უარყოფითი ეკონომიკური ვითარების საფუძველია, რომელიც შემდეგ ქვეყანაში ხდება. ეროვნული ბანკი აგრძელებს მანკიერ ტრადიციას ფულის მასის გაზრდის და მსხვილი მოთამაშეების ხელშეწყობის კუთხით. ის სახელმწიფოს მიმდინარე ვალდებულებებს ირიბად ეხმარება და აფინანსებს. ეროვნული ბანკი, რომელიც ფულს ბეჭდავს, არეგულირებს სასესხო ნაკადებს, იღებს გადაწყვეტილებებს ვინ უნდა გადარჩეს და ვინ დაიხუროს - ესეთი ორგანიზაცია ჩვენ არ გვჭირდება“, - აცხადებს პაატა შეშელიძე.


სებ-ის არაეფექტური მართვის შესახებ საუბრობს ეკონომიკური ანალიტიკოსი მერაბ ჯანიაშვილი და მიიჩნევს, რომ „ეროვნული ბანკის“ პოლიტიკა არათანმიმდევრული და არაპროგნოზირებადია, რაც ლარის კურსზე და ინფლაციაზე უარყოფითად აისახა.


„ეროვნულ ბანკთან მიმართებაში ყოველ წელს ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ამაზე მეტს ვეღარ დააშავებს, მაგრამ წელს იმდენი მოახერხეს, რომ ვერც ლარის კურსის სტაბილურობა შეინარჩუნეს და ვერც ინფლაცია „დაიჭირეს“. ხშირად ამბობენ, რომ მათი მთავარი ფუნქცია ინფლაციის მოთოკვაა, მაგრამ წელს ინფლაცია ისე „გაექცათ“, რომ 3%-ზე დაგეგმილი 7% გახდა, ანუ ეროვნული ბანკი თავის პროგნოზს თითქმის 150%-ით ასცდა. ყველაზე სავალალო ის არის, რომ ინფლაციის შემცირებას მომავალი წლის მესამე კვარტლიდან გეგმავენ. ამის პარალელურად გვაქვს არნახულად გაზრდილი მონეტარული პოლიტიკა და რეფინანსირების განაკვეთი, რაც 2008 წლის შემდეგ არ ყოფილა.



ეროვნულ ბანკში გაუგონარი არაკომპეტენტურობის ფარგლებში აკეთებენ ყველაფერს, მათ მუშაობას არანაირი თანმიმდევრობა არ აქვს. მაგალითად, მაისში ბანკებისთვის დოლარში მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები გაზარდეს, 2 თვეში ისევ შეამცირეს. ფულად-საკრედიტო პოლიტიკაში როდესაც რაღაც ნაბიჯს დგამ, ამას შედეგი 3-6 თვის შემდეგ მოაქვს, ანუ ამ შემთხვევაში, მათ პროგნოზირების გარეშე მიიღეს გადაწყვეტილება. გარდა ამისა, არნახულად დიდი თანხის დახარჯვას აპირებენ ახალი შენობის აშენებაში, ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს მათ უპასუხისმგებლობაზე“, - აღნიშნავს ეკონომიკური ანალიტიკოსი მერაბ ჯანიაშვილი.


ლარიზაცია და საბანკო რეგულაციების გამკაცრება, უმთავრეს პრობლემად მიაჩნია ეკონომისტ გიგა ბედინეიშვილს, რომელიც სებ-ის მიერ გატარებულ დადებით რეფორმას ვერ იხსენებს.


„ეროვნული ბანკის პრეზიდენტი თანმიმდევრულად სამარცხვინოდ იქცევა. ეროვნული ბანკი უნდა იყოს დამოუკიდებელი, ის კი ყველაფერია გარდა დამოუკიდებელი ინსტიტუტისა. ის „ქართული ოცნების“ დანამატი გახდა და პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებს. თუ ეტყვიან, რომ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს დაადოს სანქციები, ამოჩიჩქნის წლების წინანდელ ტრანზაქციებს და ამას გააკეთებს. მათ მიერ გადაგმული დადებითი ნაბიჯი არ მახსენედება, უარყოფითს შორის კი გამოვყოფ საბანკო რეგულაციების გამკაცრებას, საკრედიტო შეზღუდვებს და ლარიზაციის აბსოლუტურად გაუაზრებელ და მავნებლურ რეფორმას“, - განმარტავს გიგა ბედინეიშვილი.


„საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე მიიჩნევს, რომ სებ-ს პირველ რიგში თავის გადაწყვეტილებებში დამოუკიდებლობა  და პოლიტიკური კონტექსტის გაუთვალისწინებლობა სჭირდება.


„იმ შოკის შემდეგ, რაც ქართულმა ეკონომიკამ განიცადა, სებ-მა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება დაიწყო, რაც მაღალი ინფლაციის შემთხვევაში მისი პირდაპირი მოვალეობაა, თუმცა, შესაძლებელი იყო, რომ მანამდეც გაემკაცრებინათ. ვისურვებდი, რომ ეროვნული ბანკი ყოფილიყო უფრო მეტად დამოუკიდებელი თავის გადაწყვეტილებებში და ხშირად უარი ეთქვა პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებაზე. თუ დამოუკიდებელი იქნება სებ-ი, მისი გადაწყვეტილებები ხშირ შემთხვევაში სწორი და სასარგებლო იქნება“, - აცხადებს გიორგი კეპულაძე.

 

ნინო თამაზაშვილი

 





ბუნებრივი აირის გაძვირება პროდუქციის ფასზე აისახება - კულა

ბუნებრივი აირის გაძვირება პროდუქციის ფასზე აისახება - კულა
access_time2020-12-04 14:40:18
საკონსერვო კომპანია „კულას“ დირექტორი ვანო გოგლიძე  კომერციული ორგანიზაციებისთვის ბუნებრივი გაზის ფასის მატებას უარყოფითად აფასებს.   „იმის მიუხედავად, რომ ჩვენი წარმოება ნაწილობრივ ელექტოენერგიაზეა დამოკიდებული, გაზის ტარიფის მატება პროდუქციის ფასზეც აისახება,“ – აღნიშნავს ვანო გოგლიძე და ამ ეტაპზე, დამატებით დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს.   შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 3 იანვრიდან კომპანიის არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისათვის მისაწოდებელი...

ბექა ფერაძე: 6 ათასამდე ობიექტს საქმიანობა იძულებით შეაჩერებინეს

ბექა ფერაძე: 6 ათასამდე ობიექტს საქმიანობა იძულებით შეაჩერებინეს
access_time2020-12-04 13:10:14
საქართველოს მასშტაბით კორონავირუსის ეპიდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გამო 5 792 ობიექტს საქმიანობა იძულებით შეაჩერებინეს. ინფორმაცია მედიას შრომის ინსპექციის ხელმძღვანელმა, ბექა ფერაძემ გააცნო.   მისივე ინფორმაციით, 28 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით სულ შემოწმდა 22 532 ობიექტი, მათგან 16 733 გააფრთხილეს, 7 კი დააჯარიმეს.   მთავრობის გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან საქართველოში აკრძალულია კომერციული საქმიანობის არაერთი ფორმა. მათ შორის, მოლების...

ამ წლის 11 თვის განმავლობაში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი 1,2%-ით გაიზარდა

ამ წლის 11 თვის განმავლობაში საქართველოში  ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი 1,2%-ით გაიზარდა
access_time2020-12-04 12:00:05
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით:   2020 წლის იანვარ-ნოემბრის თვეების განმავლობაში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 1004,8 ათასი ტონა, რაც 12,3 ათასი ტონით ანუ 1,2%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (992,5 ათასი ტონა) შედარებით.     მათ შორის, 2020 წლის იანვარ-ნოემბრის თვეებში საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 493,7 ათასი ტონა (კლება გასული წლის...

ბოლო 5 წელიწადში ცხოვრება 22%-ით გაძვირდა - ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს სცილდება

ბოლო 5 წელიწადში ცხოვრება 22%-ით გაძვირდა - ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს სცილდება
access_time2020-12-04 13:45:23
წლიური ინფლაციის განაკვეთი ნოემბერში აპრილის პიკური 6.9%-იანი დონიდან 3.8%-მდე შემცირდა. კლების მიუხედავად, ის კვლავ აცდენილია ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ 3%-იან მაჩვენებელს. 2020 გამონაკლისი არ არის, 2015 წლის შემდეგ ეს უკვე მესამე წელია, როდესაც ინფლაციის განაკვეთი 3%-ს აჭარბებს. ჰიპერინფლაციისა და კუპონიზაციის შემდგომ პერიოდშიც კი ინფლაცია...

Mastercard და Wolt მომხმარებელს უფასო მიტანის სერვისს სთავაზობს

Mastercard და Wolt მომხმარებელს უფასო მიტანის სერვისს სთავაზობს
access_time2020-12-04 10:55:48
Mastercard და Wolt ხშირად ერთიანდებიან მომხმარებლებისთვის მეტი კომფორტის შესაქმნელად, ეს კოლაბორაციები კი განსაკუთრებით ფასეულია მაშინ, როდესაც სარესტორნო ბიზნესს, ისევე როგორც მოსახლეობას, მხარდაჭერა სჭირდება.   1 დეკემბრიდან, Wolt-ის ყველა მომხმარებელი, რომელიც Mastercard-ის ბარათით გადაიხდის შეკვეთის საფასურს, ავტომატურად ისარგებლებს უფასო მიტანის აქციით - მიტანის საფასური მომხმარებლებს Wolt-ის ანგარიშზე დაუბრუნდებათ. შეთავაზება აქტიურია ნებისმიერი ობიექტიდან...


მსგავსი სიახლეები

up