არაჯანსაღი სნეკებიდან გამომშრალ ხილამდე  - „სინერჯი კაპიტალი“ ქართული ჩირის პერსპექტივაზე

არაჯანსაღი სნეკებიდან გამომშრალ ხილამდე - „სინერჯი კაპიტალი“ ქართული ჩირის პერსპექტივაზე

access_time2019-11-21 19:30:56

ჩირზე, რომელიც მსოფლიოსა და მათ შორის, საქართველოშიც ერთ-ერთ ჯანსაღ ხემსად ითვლება, მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება. ადამიანები ცდილობენ, რომ იპოვონ და მიირთვან ის, რაც მათი ორგანიზმისთვის სასარგებლოა. იზრდება მოთხოვნა და კომპანიებიც, რომლებიც გამხმარ ხილს აწარმოებენ, ცდილობენ, რომ ბაზრის გამოწვევებს შესაბამისად უპასუხონ.

 

იმისათვის, რომ ჩირი აწარმოო, საჭიროა, ხილის ბაღები. საქართველოში კი ხილის ბაღების მოცულობა ყოველწლიურად იზრდება. 2018 წელს 200.000 ტონაზე მეტი ხილის წარმოება მოხდა. როგორც საინვესტიციო კომპანია „სინერჯი კაპიტალში“ აცხადებენ, ნედლეულის 10%-ს აქვს პოტენციალი, ჩირში გადავიდეს, რაც 20.000 ტონა პროდუქტისგან ჩირის წარმოებას გულისხმობს. ეს ფინანსურად დაახლოებით 60 მილიონი ლარის ბაზარია.

 

„სინერჯი კაპიტალში“ ამბობენ, რომ ჩირის წარმოება არის საუკეთესო გზა ქართული ხილის ექსპორტისთვის, რამდენადაც ვიზუალურად ქართული ხილი არ არის ისეთი მიმზიდველი, როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში მოყვანილი. ეს კი პროდუქტის მაგიდაზე გამოყენებადი ფორმით გაყიდვას ართულებს.

 

„თუმცა ამავე დროს, ქართული ხილი გამორჩეულია თავისი უნიკალური გემოთი და განსაკუთრებული მინერალიზაციით, რომელიც ჩვენი ნიადაგიდან და გარემოდან საზრდოობს. ეს ხდის მას განსაკუთრებით გემრიელს და ჯანსაღს. ექსპორტზე მისი ჩირის სახით გატანა კი ბევრად უფრო პერსპექტიულია. ტრანსპორტირების სიმარტივე, ვიზუალური დეფექტების დაფარვის შესაძლებლობა, გრძელვადიანი შენახვის საშუალება, მისი გემური თვისებების და სასარგებლო შემადგენლობის საუკეთესო ფორმით შენარჩუნების შესაძლებლობა ძალიან კარგ პროდუქტად აქცევს ჩირს, როგორც ქართული ხილის რეალიზებისთვის, ისე მეხილეობის დარგის განვითარებისთვის გრძელვადიან პერსპექტივაში“, - განაცხადეს „სინერჯი კაპიტალში“.

 


საექსპორტო ბაზრების მოძიება კი ჩირის მწარმოებლებს წესით არ გაუჭირდებათ, რამდენადაც მსოფლიოში ჯანსაღ პროდუქტებზე მოთხოვნა წლიდან წლამდე იზრდება.

 

„ექსპორტისთვის ალბათ, განსაკუთრებით ისეთი ქვეყნები იქნება საინტერესო, სადაც ჯანსაღი ცხოვრების კულტურაა დამკვიდრებული, ადამიანებს აქვთ მოთხოვნილება, რომ ჯანსაღად იკვებონ და ამასთან, ამ ქვეყნებში საქართველოდან ექსპორტის ხელშემწყობი პირობები არსებობს, ძირითადად ევროპის ქვეყნები“, - აღნიშნეს „სინერჯი კაპიტალში“.

 

კითხვაზე, თუ რა იქნება მთავარი გამოწვევა ჩირის მწარმოებლებისთვის, საინვესტიციო კომპანია „სინერჯი კაპიტალში“ პასუხობენ, რომ ნედლეულის შესყიდვის სტაბილური არხები, განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც ჩირზე მოთხოვნა ბაზარზე პიკურ მაჩვენებელზე იქნება.

 

„უცხოურ ბაზრებზე კი ალბათ, მთავარი გამოწვევაა საკუთარი პროდუქტი გააცნონ იქაურ მომხმარებლებს და ლოიალობა გაუჩინონ. გემური თვისებებით იქაური ჩირი უფრო გემრიელი არ არის, თუმცა ხარისხობრივი სტანდარტებით როგორც შეფუთვის, ისე დამუშავების ნაწილში გაცილებით მაღალ დონეზე არიან. ასევე იქაური მოთამაშეები ძალიან კარგად იცნობენ ბაზარს და გაყიდვების არხებიც განვითარებული აქვთ უკვე“, - აღნიშნეს „სინერჯიში“.

 

„სინერჯი კაპიტალში“ აცხადებენ, რომ ქართულ ჩირს აქვს დიდი პოტენციალი და შესაბამისად, კომპანია, რომელიც შეძლებს სანდო ბრენდი შექმნას და მსოფლიო მასშტაბით დაიწყოს ჩვენი ხილისგან წარმოებული ჩირის პოპულარიზაცია, არამარტო ფინანსური მოგების მიღება შეუძლია, არამედ მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა საქართველოში მეხილეობის დარგის განვითარებაზე. ეს კი საშუალებას მისცემს ფერმერებს საქართველოში, რომ კიდევ უფრო მეტი მონდომებით გააგრძელონ საკუთარი ბაღების განვითარება.

 

bpn





Oxfam-ი: მსოფლიოში შიმშილით მეტი ადამიანი დაიღუპება, ვიდრე - კორონავირუსით

Oxfam-ი: მსოფლიოში შიმშილით მეტი ადამიანი დაიღუპება, ვიდრე - კორონავირუსით
access_time2020-07-12 17:00:05
მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შიმშილით უფრო მეტი ადამიანი დაიღუპება, ვიდრე კორონავირუსით. პროგნოზს...

რომან გოცირიძე - ჯერ კომუნიკაციის სფეროში გასატარებელი სკანდალური ცვლილებები არაა მონელებული და მორიგი ანტისაბაზრო კანონპროექტი შემოაგდეს

რომან გოცირიძე - ჯერ კომუნიკაციის სფეროში გასატარებელი სკანდალური ცვლილებები არაა მონელებული და მორიგი ანტისაბაზრო კანონპროექტი შემოაგდეს
access_time2020-07-12 13:00:24
ჯერ კომუნიკაციის სფეროში გასატარებელი სკანდალური ცვლილებები არაა მონელებული და მთავრობამ მორიგი ანტისაბაზრო კანონპროექტი შემოაგდო ორშაბათის ბიუროზე," - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის"...

როგორ დავიცვათ თავი კორონავირუსისგან ტრანსპორტში და ოფისებში?

 როგორ დავიცვათ თავი კორონავირუსისგან ტრანსპორტში და ოფისებში?
access_time2020-07-12 14:00:21
ზაფხულია და კონდიციონერების გამოყენების საკითხი ძალიან აქტუალური გახდა - პანდემიის პერიოდში ეს არც თუ ისე უსაფრთხო სიამოვნებაა, განსაკუთრებით, დახურულ სივრცეში - მაგალითად, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და ოფისებში.   როგორც ჩანს, დახურული სივრცე კორონავირუსის გავრცელებას ხელს განსაკუთრებით უწყობს. ჩინეთში ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო, რომ 120 ქალაქში დაფიქსირებული 318 კლასტერიდან ღია სივრცეში მხოლოდ 1 დაფიქსირდა, შესაბამისად, ცხადი ხდება, რომ დაინფიცირების...

Le Figaro: 2020 წელი ვირტუალური მოდის წელი გახდება

Le Figaro: 2020 წელი ვირტუალური მოდის წელი გახდება
access_time2020-07-12 16:00:51
  8 ივნისს  Chanel-მა თავისი თაყვანისმცემლებს ხმელთაშუა ზღვაში გასეირნება შესთავაზა. კრუიზში მონაწილეობა მარტივად, ყოველგვარი დანახარჯების და ავიაგადაფრენების გარეშე იყო შესაძლებელი - საჭირო იყო მხოლოდ ღილაკ chanel.com-ზე დაჭერა.   22 ივლისს მოდების სახლი Dior ასევე კრუიზს იტალიის სანაპიროსთან მოაწყობს - მაყურებლების გარეშე, დახურული კარების მიღმა. ღონისძიების ნახვა ინტერნეტით იქნება შესაძლებელი.   მსგავსი გზით სხვა...

Le Figaro: Calvin Klein-ის სახე ჭარბწონიანი, შავკანიანი ტრანსგენდერი ქალი გახდა

Le Figaro: Calvin Klein-ის სახე ჭარბწონიანი, შავკანიანი ტრანსგენდერი ქალი გახდა
access_time2020-07-12 11:30:38
...


მსგავსი სიახლეები

up