არაბული Green Valley საქართველოში ორ მასშტაბურ პროექტს იწყებს

არაბული Green Valley საქართველოში ორ მასშტაბურ პროექტს იწყებს

person access_time2016-04-21 09:15:58

არაბეთის გაერთიანებული საემიროების ერთ-ერთი უმსხვილესი უძრავი ქონების კომპანია Green Valley International Real Estate Group- ტაბახმელაში Green Valley City-ს პროექტის განხორციელებისთვის ნებართვას ელოდება. როგორც კომპანიიდან „კომერსანტს" განუმარტეს, თბილისის პროექტისთვის, რომელიც „მწვანე ქალაქის" შექმნას გულისხმობს და შედგება ვილებისა და აპარტამენტებისგან, კომპანია ნებართვას ძალიან მალე მიიღებს და მშენებლობას დაიწყებს.  კომპანიის მეორე პროექტი კი  ორი 21 სართულიანი თაუერის მშენებლობაა ბათუმში, რომელიც აპარტამენტებს, ოფისებსა და მაღაზიებს მოიცავს. პროექტებს საინვესტიციო ღირებულება 300 მილიონ დოლარამდეა.

 

Green Valley City-ს პროექტი 88 ათას კვადრატულზე განთავსდება, ტერიტორიის 35% დაფარული იქნება სიმწვანით.  პროექტში მოხდება თანამედროვე არქიტექტურის ინტეგრაცია, რომელიც თანხვედრაშია გარემოს დაცვის უმაღლეს სტანდარტებთან.  პროექტი 10 შენობას მოიცავს, მთლიანობაში 510 საცხოვრებელ განყოფილებას, სტუდიოს ტიპის, ერთ და ორ ოთახიან აპარტამენტებს. აქ ასევე იქნება კერძო საცხოვრებელი ზონა, სადაც განთავსდება  ლაქშერი ვილები. არაბული კომპანიის განმარტებით,  Green Valley City -ში დაინერგება მაღალი ხარისხის რეკრეაციული სერვისები,  პროექტი გულისხმობს  საცურაო აუზების, ფეხბურთის, კალათბურთის, ჩოგბურთის, კორტების, საჯარო ბაღების და საბავშვო ზონების, თურქული აბანოების, სუპერმარკეტის, ლაქშერი რესტორნების, კაფეების და საცალო გაყიდვების ობიექტების განვითარებას. 

 



ბათუმის „ტყუპი თაუერების" პროექტი კი კომპანიის განმარტებით ბათუმში ყველაზე მსხვილი უძრავი ქონების პროექტი იქნება. პროექტი შედგება ორი თანამედროვე დიზაინის თაუერისგან, ასევე მსხვილი სავაჭრო ცენტრისგან, რომელიც სიდიდით მეორე იქნება ბათუმში. თაუერებს საკუთარი სანაპირო ექნება ზღვაზე და ეს იქნება პირველი პროექტი, რომელსაც დამოუკიდებელი სანაპირო ექნება საქართველოში. პროექტის განმარტებაში კომპანია წერს, რომ ის მდებარეობს ბათუმის ცენტრში ყველა მნიშვნელოვან ობიექტთან ახლოს. თაუერებში იქნება დასავლური და აღმოსავლური რესტორნები, შენობებს ერთმანეთთან მიწისქვეშა გვირაბი დააკავშირებს. მათ შორის დიდი  საცურაო აუზი განთავსდება, ამას გარდა იქნება დახურული აუზი, სპორტული დარბაზი, საუნა-ჯაკუზი. კვადრატული მეტრის ფასი კი 1300-1500 დოლარითაა განსაზღვრული.


გასული წლის ბოლოს კომპანიის გენერალურმა მენეჯერმა ალი საედ ალ სალამმა განმარტა, რომ საქართველო ერთერთი მიმზიდველი მიმართულებაა უძრავი ქონების განვითარებისთვის ევროპაში, ბუნებრივი  გარემოთი, სოციალურ-ეკონომიკური სტაბილურობით, განვითარებული ინფრასტრუქტურით და მიმზიდველი ინიციატივებით,  როგორიცაა საგადასახადო სისტემა. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი სტრატეგიული მდებარეობაა, ქვეყანა ახლოსაა არაბულ სამყაროსთან.

 


 



ბაკურიანში საერთაშორისო სათხილამუროფედერაციის ეგიდით მსოფლიო თასის ეტაპი სკიკროსში დასრულდა

ბაკურიანში საერთაშორისო სათხილამუროფედერაციის ეგიდით მსოფლიო თასის ეტაპი სკიკროსში დასრულდა
access_time2021-02-28 17:50:59
...

Forbes: კიმ კარდაშიანი და კანიე უესტი მილიარდებს იყოფენ

Forbes: კიმ კარდაშიანი და კანიე უესტი მილიარდებს იყოფენ
access_time2021-02-28 20:00:27
ამჯერად უკვე ოფიციალურად- კიმ კარდაშიანი და კანიე უესტი ერთმანეთს შორდებიან.ჭორები ამ თემაზე დიდხანს ვრცელდებოდა, თუმცა, ამჯერად საქმემ ოფიციალური ხასიათი მიიღო - კიმ კარდაშიანმა 7-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ გაყრაზე განაცხადი უკვე შეიტანა.ინფორმაცია ამის თაობაზე პირველმა საიტმა TMZ-მა გაავრცელა, კარდაშიანის წარმომადგენელმა ის დაადასტურა. მეუღლეები მშვიდობიან შორდებიან, და მათ 4 შვილზე ერთობლივ მეურვეობაზე...

Forbes: ილონ მასკის კოლეგები მისი კონკურენტები ხდებიან

Forbes: ილონ მასკის კოლეგები მისი კონკურენტები ხდებიან
access_time2021-02-28 19:00:32
კომპანია PayPal მსოფლიოში საყოველთაოდ ცნობილია არა მხოლოდ როგორც ფულადი გზავნილების პირველი ონლაინ სერვისი, არამედ თავისი ე.წ. „მაფიით“ - ანუ, ყოფილი თანამშრომლებით, რომლებმაც მოგვიანებით მრავალი წარმატებული სტარტაპი ან დააარსეს, ან დააფინანსეს.ამ „ბანდის“ ყველაზე ცნობილმა ბოსმა - ილონ მასკმა - „მაფიოზების“ ახალი თაობა აღზარდა, რომელიც დღეს უკვე მას კონკურენციას უწევს.მასკის ყოფილმა თანამშრომლებმა ისეთი ცნობილი კომპანიები,...

რა შეზღუდვები იხსნება ქვეყანაში ხვალიდან?

რა შეზღუდვები იხსნება ქვეყანაში ხვალიდან?
access_time2021-02-28 13:00:02
1-ელ მარტს, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვები კიდევ უფრო შემსუბუქდება. შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მიიღო.ბათუმში 1-ლი მარტიდან, დანარჩენ საქართველოში კი, 8 მარტიდან რესტორნები სტუმრების მიღებას შეძლებენ, შაბათ-კვირის გარდა.კონფერენციები და ტრენინგები...

MOVE - ქართული თამაში მოძრაობის მონეტიზაციის შესაძლებლობით

MOVE - ქართული თამაში მოძრაობის მონეტიზაციის შესაძლებლობით
access_time2021-02-28 15:00:20
კიბერსპორტის სახეობის ელექტრონული თამაში Move მომხმარებელს მონეტაციის შესაძლებლობას აძლევს. Move-ის იდეის ავტორი და დამფუძნებელი ასლან ცივაძის თქმით, მისი მიზანი ისეთი თამაშის შექმნა იყო, რომელსაც მთელი მსოფლიო აიტაცებდა, ექნებოდა აზარტიც და ფინანსური მოგებაც.„2 წლის წინ აშშ-ში მქონდა შეხვედრა რამდენიმე ადამიანთან, რომლებთან ერთადაც ახალი პროექტის გაკეთებას განვიხილავდით. ესეც თამაშის აპლიკაციის იდეა იყო, თუმცა ცოტა სხვანაირი. მთავაზობდნენ,...


მსგავსი სიახლეები

up