არაბული Al-Bawani Group-ი მზადაა საქართველოში 100 მლნ. დოლარის ინვესტიცია განახორციელოს

არაბული Al-Bawani Group-ი მზადაა საქართველოში 100 მლნ. დოლარის ინვესტიცია განახორციელოს

access_time2017-10-03 15:25:47

„საპარტნიორო ფონდს“ არაბული კომპანია Al-Bawani Group-ის აღმასრულებელი დირექტორი ფახერ ალ შავაფი ესტუმრა. Al-Bawani Group-ი საუდის არაბეთის სამეფოს პირველი კლასის სამშენებლო კომპანიაა, რომელიც საუდის არაბეთში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, თურქეთში, დიდ ბრიტანეთსა და ჩინეთში საქმიანობს.

 

Al-BawaniGroup-ის აღმასრულებელი დირექტორის ფახერ ალ შავაფის საქართველოში საქმიანი ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრას საქართველოს ელჩი საუდის არაბეთში გიორგი ჯანჯღავა და სავაჭრო სამრეწველო პალატის წარმომადგენელი გიორგი კუნჭულია დაესწრნენ.

 

„საპარნიორო ფონდში“ გამართულ ოფიციალურ შეხვედრაზე ფონდის მენეჯმენტმა კომპანია Al-Bawani Group-ის აღმასრულებელ დირექტორს ფონდის სტრატეგია, პრიორიტეტები, დასრულებული და მიმდინარე პროექტები გააცნო; აგრეთვე, დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს საინვესტიციო პოტენციალისა და ბიზნეს გარემოს შესახებ. შეხვედრაზე Al-Bawani Group-ის ხელმძღვანელმა ფახერ ალ შავაფმაარაბული კომპანიის შესახებ  პრეზენტაცია გააკეთა და საქართველოს სხვადასხვა სექტორში ინვესტირების სურვილი გამოთქვა. მხარეებმა ფონდის მიმდინარე პროექტებში Al-Bawani Group-თან თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს და სამომავლო ამოცანები დასახეს.

 

Al-BawaniGroup -ი საქართველოში „საპარტნიორო ფონდს“ სანდო პარტნიორად განიხილავს. ფახერ ალ შავაფი-ი მზადყოფნას გამოთქვამს, ფონდთან ერთად მისთვის მოკლევადიან და გრძელვადიან საინტერესო პროექტებში ჩაერთოს და პირველ ეტაპზე 100 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელოს.

 

 

Al-BawaniGroup -ის შესახებ:

 

Al-BawaniGroup-ი სხვადასხვა სფეროში მოღვაწე 10-ზე მეტ კომპანაის აერთიანებს და საუდის არაბეთის სამეფოში მოღვაწეობის 30 წელზე მეტი ისტორია აქვს. ოპერირებს საუდის არაბეთში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, თურქეთში, დიდ ბრიტანეთსა და ჩინეთში.ჯგუფის საქმიანობის წამყვანი სფეროებია უძრავი ქონება, მშენებლობა, ინფრასტრუქტურა. Al-Bawani Group-ი მონაწილეობს სხვადასხვა მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებში, მათ შორის, აშენებს სავაჭრო-სამრეწველო და საცხოვრებელ ობიექტებს. ბოლო 5 წლის განმავლობაში, კომპანია Al-BawaniGroup-ის ბრუნვამ 1.6 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა. კომპანია ამ დროისთვის 17 პროექტს ახორციელებს, რომელთა საერთო ღირებულება 1.5 მილიარდ აშშ დოლარია.

 

 

 

 

 



საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატი 25 ივნისს განახლდება

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატი 25 ივნისს განახლდება
access_time2020-05-29 18:57:05
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად, ეროვნული ლიგის შეწყვეტილი გათამაშება 25 ივნისს განახლდება. ჩემპიონატი ორ წრედ ჩატარდება. „კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 2020 წლის სეზონი 25 ივნისს განახლდება. ჩემპიონატის განახლებამდე, მომდევნო კვირის განმავლობაში, ათივე გუნდის ფეხბურთელებს პირველადი ტესტირება ჩაუტარდებათ. სავარჯიშო პროცესი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციების...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-05-29 21:30:34
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.როცა ინფლაცია ასეთი მაღალია და ლარი გაცამტვერებული, როგორ ვიტყვით რომ ეროვნული ბანკი კრიზისს თავს ართმევს ლარის კურსი პანდემიის გავრცელებამდეც მაღალი მერყეობით ხასიათდებოდა, თუმცა COVID-19 -ის ეფექტმა უფრო მეტად შეასუსტა მისი პოზიციები. მარტის თვეში,...

ევროპაში აზერბაიჯანულ გაზს მოუთმენლად ელიან

ევროპაში აზერბაიჯანულ გაზს მოუთმენლად ელიან
access_time2020-05-29 20:00:03
ევროპელები რუსული გაზისადმი ინტერესს კარგავენ - თურქეთის გავლით გაზსადენი „სამხრეთ ნაკადიც“ წარსულს ჩაბარდა, „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ც სავარაუდოდ მის ბედს გაიზიარებს.   პოლონეთმა რუსული გაზის ტრანზიტზე უარი განაცხადა, თავისი წვლილი კორონავირუსმაც შეიტანა. საბოლოოდ, „გაზპრომის“ მიწოდება ათობით პროცენტებით შემცირდა.   ევროპას გაზი მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან მიეწოდება, ფასი კი მინიმუმამდე დაეცა..   ფაქტია, რომ...

როგორ უნდა იმუშაონ 1 ივნისიდან რესტორნებმა და კაფე-ბარებმა?

როგორ უნდა იმუშაონ 1 ივნისიდან რესტორნებმა და კაფე-ბარებმა?
access_time2020-05-29 17:30:24
ჯანდაცვის სამინისტრომ საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის რეკომენდაციები დაამტკიცა. ამ რეკომენდაციების თანახმად, დახურული სივრცის მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მაგიდები ერთმანეთისგან მინიმუმ 2-მეტრიანი დაშორებით უნდა იდგეს და ამასთან, ერთ მაგიდასთან მაქსიმუმ 6 მომხმარებლის მოთავსებაა ნებადართული. გამონაკლისის სახით კი შესაძლებელია ოჯახის წევრებისა და 12-წლამდე მოზარდის ერთ...

გიორგი გახარია - მსოფლიო ბანკის მონაცემებით, უკიდურესი სიღარიბე საქართველოში ორჯერ შემცირდა

გიორგი გახარია - მსოფლიო ბანკის მონაცემებით, უკიდურესი სიღარიბე საქართველოში ორჯერ შემცირდა
access_time2020-05-29 14:54:22
2012 წლის შემდეგ საქართველოში სიღარიბე შემცირდა 10,5 პროცენტული პუნქტით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით იმყოფება. მთავრობის მეთაურის თქმით, ყველას კარგად ესმის, რომ სიღარიბე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის სტრუქტურული პრობლემაა ბოლო ათწლეულების განმავლობაში. „ეს არის ფაქტი და ამ ფაქტის გახსენება ყველაზე ნაკლებად გვჭირდება ჩვენ. აგიხსნით, რომ ბოლო წლების განმავლობაში,...


მსგავსი სიახლეები

up