არაბთა საამიროების ენერგეტიკის მინისტრი: OPEC-ი აშშ-ის მტერი არ არის

არაბთა საამიროების ენერგეტიკის მინისტრი: OPEC-ი აშშ-ის მტერი არ არის

access_time2019-01-12 18:50:01

არაბთა გაერთიანებული საამიროების ენერგეტიკის მინისტრის, სუჰაილ ალ-მაზროუის განცხადებით, OPEC-ი აშშ-ის მტერი არ არის. ამის შესახებ მინისტრმა აბუ-დაბიში გამართულ ინდუსტრიულ კონფერენციაზე განაცხადა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

"ჩვენ ერთმანეთს ვავსებთ, აქ ჩვენ მტრები არ ვართ", - განაცხადა მინისტრმა ნავთობპროდუქტების მსხვილი მწარმოებელი ქვეყნების და ამ პროდუქტის ერთ-ერთი უმსხვილესი მომხმარებლის, აშშ-ის მისამართით. 

ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის (OPEC) და მისი არაწევრი ექსპორტიორების გადაწყვეტილებით, 1 იანვრიდან მსოფლიო ბაზარზე დღიური მიწოდება 1.2 მილიონი ბარელით შეიკვეცება, რამაც მოთხოვნის სიჭარბე უნდა დააბალანსოს. ამას კი ნავთობის ფასის ზრდა უნდა მოჰყვეს.

ეს გადაწყვეტილება აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოთხოვნის მიუხედავად მიიღეს. ტრამპი მოითხოვდა, რომ ნავთობისმწარმოებელ ქვეყნებსა და OPEC-ს არ შეემცირებინა ნავთობის მოპოვება, რაც თავის მხრივ ფასების ზრდას გამოიწვევდა. 



imedinews


თეგები:
OPEC



გიორგი კაპანაძე - აზარტული თამაშების უფრო მეტად დაბეგვრა აუცილებელია

გიორგი კაპანაძე - აზარტული თამაშების უფრო მეტად დაბეგვრა აუცილებელია
access_time2019-03-23 10:00:28
...

ადამიანი, რომელმაც ქართული სიტყვები “დახატა” – ბექა ბერიძის ნამუშევრები

ადამიანი, რომელმაც ქართული სიტყვები “დახატა” – ბექა ბერიძის ნამუშევრები
access_time2019-03-23 12:00:27
ბექა ბერიძე 29 წლის გრაფიკული დიზაინერია, რომელმაც ტიპოგრაფიული ილუსტრაციების სერია შექმნა. პოსტერები იმითაა განსხვავებული, რომ აქ სხვადასხხვა სიტყვები, როგორიცაა: ყავა, ლუდი, თუ სიყვარული, ქართული ასოებითაა “დახატული”. ამ ნამუშევრები სერია მისი პირადი პროექტია. როგორ...

„ბიზნესის და სახელმწიფოს ურთიერთობის ანატომია შეიძლება რამდენიმე ადამიანმა იცის ჩემზე უკეთ“

„ბიზნესის და სახელმწიფოს ურთიერთობის ანატომია შეიძლება რამდენიმე ადამიანმა იცის ჩემზე უკეთ“
access_time2019-03-22 21:25:02
„ბიზნესის და სახელმწიფოს ურთიერთობის ანატომია შეიძლება რამდენიმე ადამიანმა იცის ჩემზე უკეთესად ამ...

აუდიტის სამსახური - საქართველოში 100 000 მოსახლეს 7 სოცმუშაკი ემსახურება, რაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება სხვა ქვეყნების პრაქტიკას

აუდიტის სამსახური - საქართველოში 100 000  მოსახლეს  7  სოცმუშაკი ემსახურება, რაც მნიშვნელოვნად  ჩამორჩება სხვა ქვეყნების პრაქტიკას
access_time2019-03-22 19:30:32
საქართველოში 100 ათას მოსახლეს 7 სოციალური მუშაკი ემსახურება, რაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება სხვა ქვეყნების პრაქტიკას, მაგალითად, სლოვენიაში 100 ათას მოსახლეზე გათვალისწინებულია 772 სოციალური მუშაკი,- ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშშია აღნიშნულია.   სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა, რამდენად ეფექტურია ოჯახში ძალადობისგან დაცვისა და პრევენციის მექანიზმები. აუდიტის ანგარიში 2015 წლიდან 2018 წლის მესამე კვარტლის ჩათვლით პერიოდს...

New York Times-ის გენერალური დირექტორი გამომცემლობებს Apple-თან პარტნიორობის რისკებზე აფრთხილებს

New York Times-ის გენერალური დირექტორი გამომცემლობებს Apple-თან პარტნიორობის რისკებზე აფრთხილებს
access_time2019-03-22 21:00:46
Apple ახალ გასართობ და ფასიან ციფრული ახალი ამბების სისტემას ააქტიურებს. New York Times-მა და Washington Post-მა უარი თქვეს ამ პროექტში Apple-თან თანამშრომლობაზე. Apple New ყველა IPhone-სა და iPad-ზე წინასწარ იქნება დაინსტალირებული. The New York Times-ის გენერალური დირექტორი მარკ ტომპსონი სხვა გამომცემლობებს აფრთხილებს იმ რისკების შესახებ, რაც შეიძლება Apple-თან თანამშრომლობამ გამოიწვიოს. ტომპსონის განცხადებით პირველი რისკია ელექტრონული ჟურნალის...


მსგავსი სიახლეები

up