არაბთა გაერთიანებული საამიროები ჩინური „სინოფარმის“ ვაქცინის 3-17 წლის ასაკის ბავშვებში გამოცდას იწყებს, - ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, კვლევის ფარგლებში 900 ბავშვის იმუნურ სისტემას დააკვირდებიან.
არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა „ფაიზერ/ბიონტექის“ ვაქცინის 12-15 წლის ბავშვებში საგანგებო გამოყენება მაისში დაამტკიცა.
IPN.GE