არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ატომური ელექტროსადგური „ბარაკა“ ამოქმედდა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.
გამოცემის ინფორმაციით, სადგურის მშენებლობაში სამხრეთკორეული ენერგეტიკული კონცერნი „კერსო“ მონაწილეობდა. მისი მშენებლობის ღირებულება 24,4 მილიარდი დოლარია. სადგურის სიმძლავრე ოთხივე ენერგობლოკის ამუშავების შემდეგ 5 600 მეგავატს შეადგენს, რაც ქვეყნის მოთხოვნილებების მეოთხედამდე დაფარავს.
„ბარაკა“ პირველი ატომური ელექტროსადგურია არაბულ სამყაროში.
imedinews