აქვს თუ არა სარგებელი საქართველოს არაბი ტურისტებისგან?

აქვს თუ არა სარგებელი საქართველოს არაბი ტურისტებისგან?

access_time2022-07-06 12:05:40

საქართველო არაბი ტურისტებისთვის რომ მიმზიდველი ქვეყანაა, ამას სტატისტიკის გარდა ტურისტულ ადგილებში მათი სიმრავლეც მოწმობს. არაბი ტურისტების მოზიდვაზე ზრუნვას მთავრობაც აქტიურად ცდილობს. მაგალითად, რამდენიმე დღის წინ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა საუდის არაბეთში წამყვანი ტურისტული სააგენტოებისა და უმსხვილესი ავიაკომპანიების ხელმძღვანელებისთვის პრეზენტაცია გამართა და აღნიშნა, რომ საუდის არაბეთი საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სამიზნე ქვეყანაა.


„საქართველო ყველაზე მოთხოვნადი ტურისტული მიმართულებაა წელს საუდის არაბეთში, რადგან საქართველო არის უსაფრთხო მიმართულება, აქვს ოთხი სეზონი, მიმზიდველი ტურისტული პროდუქტები. მიმდინარე ზაფხულის ტურისტული სეზონი იქნება გამორჩეულად მაღალი მოთხოვნის სეზონი და ჩვენ ვიხილავთ ძალიან ბევრ მხარჯველუნარიან ტურისტს საუდის არაბეთიდან საქართველოში“, – განაცხადა მარიამ ქვირიშვილმა.


თუმცა ქართული ტურისტული კომპანიების უმეტესობა „კომერსანტთან“ ამბობს, რომ არაბი ტურისტების გაზრდილი რაოდენობა არც ადგილობრივი ტურისტული კომპანიებისთვის და არც ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი შემოსავლის წყარო არ არის.


ტურისტული კომპანია Georgian Holiday-ის ხელმძღვანელი მანანა ცირამუა „კომერსანტთან“ აღნიშნავს, რომ არაბ ვიზიტორებს საქართველოში ძირითადად მათივე ქვეყნის ტურისტული კომპანიების შვილობილი სააგენტოები ემსახურებიან და ეს თანხებიც მათთან რჩება.



„ყველაზე დიდი რაოდენობით და უფრო თამამად მიმდინარე სეზონზე საქართველოში მოდიან არაბული ქვეყნებიდან. ამ ქვეყნებიდან შემოსული ტურისტების რაოდენობა საკმაოდ დიდია, ისინი მოგზაურობენ როგორც ინდივიდუალურად, თავისით დაგეგმილი ტურით, ასევე ტურისტული კომპანიების საშუალებით. თუმცა აქ ყველაზე მთავარია, რომ მსხვილი არაბული ტურისტული კომპანიების ნაწილს აქ შვილობილი კომპანიები აქვთ გახსნილი და თავიანთ ქვეყანაში დიდი მარკეტინგულ კამპანიას აწარმოებენ საქართველოში მოგზაურობასთან დაკავშირებით. შემდეგ კი, თვითონვე აკონტროლებენ მათ გადაადგილებას, დაბინავებას და ა.შ. სწორედ იმ სასტუმროებსა თუ აპარტამენტებში, რომლებიც მათი საკუთრებაა.


შესაბამისად, არაბ ვიზიტორებს საქართველოში ძირითადად მათივე ქვეყნის ტურისტული კომპანიების შვილობილი სააგენტოები ემსახურებიან, იქ მიჰყავთ სადაც ისევ თვითონ იღებენ სარგებელს და ეს თანხებიც მათთან რჩება. საქართველოში მხოლოდ რამდენიმე ადგილობრივს ასაქმებენ, თუმცა ის თანხები რაზეც ქართული შემომყვანი ტურისტულები მუშაობენ, ისევ იქეთ მათ ქვეყანაში გადის, აქ მხოლოდ მინიმალურ საოპერაციო ხარჯებს სწევენ“, - ამბობს მანანა ცირამუა.


2022 წლის 5 თვის მონაცემით, ახლო და შუა აღმოსავლეთიდან საქართველოში 43 ათასზე მეტი ტურისტი შემოვიდა, რაც პანდემიამდელ 2019 წელთან შედარებით თითქმის 47%-იანი ზრდაა. საანგარიშო პერიოდში კონკრეტულად საუდის არაბეთიდან კი 13 ათასამდე ტურისტია შემოსული რაც 2019 წლის მონაცემებს 165%-ით აღემატება. გარდა ამისა, საერთაშორისო ვიზიტორების მიერ საქართველოში განხორციელებული ვიზიტებით საუდის არაბეთი მეთერთმეტე ადგილზეა. 5 თვეში არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან 3502, ქუვეითიდან კი 5210 ვიზიტორი შემოვიდა.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up