არაბ ინვესტორებს  კუმისში, დასასვენებელი კომპლექსის მშენებლობისთვის ადგილობრივი მუნიციპალიტეტისთვის ჯერ არ მიუმართავთ

არაბ ინვესტორებს კუმისში, დასასვენებელი კომპლექსის მშენებლობისთვის ადგილობრივი მუნიციპალიტეტისთვის ჯერ არ მიუმართავთ

access_time2017-09-20 15:00:52

არაბ ინვესტორებს  კუმისში, დასასვენებელი კომპლექსის მშენებლობის ნებართვის მისაღებად ადგილობრივი მუნიციპალიტეტისთვის ჯერ არ მიუმართავთ.  ამის შესახებ გარდაბნის გამგებლის მოადგილე ზვიად მაჩაბელი „კომერსანტთან საუბრისას აცხადებს. მისი ინფორმაციით, ოფიციალურად უცნობია, თუ რას ააშენებენ არაბი ინვესტორები კუმისში, ეს იქნება გასართობი კომპლექსი, არაბული სოფელი თუ რამე სხვა.

 

„ისინი რას აპირებენ არ ვიცი, მათი საკუთრებაა და რასაც უნდა იმას გააკეთებენ. ოფიციალურად ჩვენთან განაცხადით არ შემოსულან“-აცხადებს მაჩაბელი.

 

კუმისში არაბების მიერ მიწების შესყიდვასთან დაკავშირებით ბოლო პერიოდია აქტიური საუბრები მიდის. ერთ-ერთი ვერსიით, არაბმა ინვესტორებმა იქ გასართობი კომპლექსი უნდა ააშენონ, მეორე ვერსიით კი არაბული სოფელი, რასაც ადგილობრივი მოსახლეობა კატეგორიულად ეწინააღმდეგება.

 

როგორც „კომერსანტისთვის მიმდინარე წლის ივნისში გახდა ცნობილი, ორიოდე წლის წინ აღნიშნული ტერიტორიის 80 პროცენტი საქართველოს მოქალაქე, არაბზე გასხვისდა, დანარჩენი 20 პროცენტის მფლობელი კი ეროვნებით  ქართველი ფიზიკური პირია. ჩვენივე ინფორმაციით, საუბარია, კუმისში, 200 ჰექტარ  მიწის ნაკვეთზე, სადაც ინვესტორი რამდენიმე მილიონიანი პროექტის განხორციელებას გეგმავს. საუბარია, 2 სართულიანი კოტეჯების და გოლფის მოედნების მშენებლობაზე.

 
კუმისში, 200 ჰექტარი მიწის ნაკვეთის არაბებზე გასხვისების ფაქტს ადასტურებენ გარდაბნის რაიონის გამგეობაშიც. გამგებლის მოადგილე ზვიად მაჩაბელი რამდენიმე თვის წინ „კომერსანტთან საუბრისას განმარტავდა, რომ 2006 წელს შპს „კუმისი 21-მა აუქციონის წესით 200 ჰექტარი მიწის ნაკვეთი შეიძინა, რომელიც 2016 წელს საქართველოს მოქალაქე, არაბზე გაასხვისა.

 


მისი განმარტებით, ამ უკანასკნელმა კი ეს ტერიტორია დაყო და უკვე არაბ მოქალაქეებზე გაყიდა. „ახლა მიწის უცხოელებზე გაყიდვაზე შეზღუდვაა, თუმცა, მათ მოასწრეს ყიდვა. 2017 წლის თებერვალში, საჯარო რეესტრის ამონაწერში უკვე ასე ფიქსირდება -აცხადებდა  მაჩაბელი. 

 

რაც შეეხება იმას, თუ რატომ გაასხვისა ქართულმა კომპანიამ არაბებზე მიწები, აღნიშნული კითხვით „კომერსანტმა შპს „კუმისი 21-ს  მიმდინარე წლის ივნისში მიმართა. მაშინ კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ზურაბ უჩუმბეგაშვილი განმარტა, რომ 2016 წელს ლარის დევალვაციის გამო, კომპანიამ მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის გასხვისების გადაწყვეტილება მიიღო. „2015 წელს, როდესაც ლარის დევალვაცია დაიწყო, კომპანიას დაახლოებით, 1.5 მილიონი დოლარის სესხი ჰქონდა აღებული. ლარის გაუფასურების გამო, საკმაოდ დიდი ფინანსური ზარალი მივიღეთ, ამიტომ, კრედიტი რომ დაგვეფარა, იძულებულები ვიყავით მიწა გაგვეყიდა. ჩვენ ეს მიწა არაბი წარმოშობის, საქართველოს მოქალაქეზე გავყიდეთ-აცხადებდა  უჩუმბეგაშვილი.

 

 ავტორი: სოფო ქსოვრელი 

 

 

 

 

 

 

 



ამოყირავებული მანქანების ინსტალაციები შსს-ს 40 ათას ლარამდე დაუჯდა, კამპანია #მეტისიცოცხლისთვის ნახევარ მილიონზე მეტი

ამოყირავებული მანქანების ინსტალაციები შსს-ს 40 ათას ლარამდე დაუჯდა, კამპანია #მეტისიცოცხლისთვის ნახევარ მილიონზე მეტი
access_time2020-01-23 20:25:56
2019 წლის აპრილში თბილისის რამდენიმე ადგილად გამოჩნდა დამტვრეული მანქანების ინსტალაციები, რომლის ავტორი და მიზანიც თავიდან “გასაიდუმლოებული” იყო. შსს ამბობდა რომ მათ შესახებ არაფერი იცოდა, მერია კი ერთ-ერთი სარეკლამო კამპანიის ნაწილად მიიჩნევდა. საბოლოოდ, ამოყირავებული და დაზიანებული მანქანები შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო უსაფრთხოებისადმი მიძღვნილი სოციალური კამპანიის ნაწილი აღმოჩნდა, რომელიც როგორც რადიო თავისუფლების მიერ შსს-დან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, ჯამში...

„კომერსანტის“ 23 იანვრის TOP 10 თემა

„კომერსანტის“ 23 იანვრის TOP 10 თემა
access_time2020-01-23 21:30:51
„კომერსანტის“ 23 იანვრის TOP 10 თემა 1.„სახელისუფლებო გუნდი შეგნებულად ხუჭავს თვალს კაზინოებში ფულის გათეთრების პროცესზე“ 2. „კონკურენცია დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიებთან და...

ლაგოდეხში შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია Camille Bloch-ი თხილის პლანტაციებს გააშენებს

ლაგოდეხში შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია Camille Bloch-ი  თხილის პლანტაციებს გააშენებს
access_time2020-01-23 17:22:11
შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია Camille Bloch-ი საქართველოში თხილის პლანტაციებს გააშენებს, ქართულ თხილს კი პროდუქტ რაგუსას წარმოებაში გამოიყენებს, - საინვესტიციო პროექტის განხორციელების დეტალებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა დანიელ ბლოხმა დავოსში გამართული შეხვედრისას ისაუბრეს. Camille Bloch-მა უკვე დაარეგისტრირა კომპანია საქართველოში და მოიძია 651 ჰეტრამდე მიწის ნაკვეთის ლაგოდეხის...

თბილისი – ღარიბი ქალაქი მილიონიანი მოლებით

თბილისი – ღარიბი ქალაქი მილიონიანი მოლებით
access_time2020-01-23 19:30:41
საქართველოს მოსახლეობისთვის სიღარიბე ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ითვლება. დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, ხელისუფლებებს მუდმივად იმის იმედით ირჩევდა მოსახლეობა, რომ ისინი არსებული გაჭირვების დაძლევას და ქვეყნის ეკონომიკურად გამართვას შეძლებდნენ. თუმცა, დღემდე ვერც ერთმა ხელისუფალმა ვერ შეძლო არსებული სიღარიბის მაჩვენებლის დაძლევა. ფაქტია, რომ დღესაც საქართველოში უამრავი ეკონომიკური პრობლება არსებობს, მოსახლეობის შემოსავლები არცთუ ისე მაღალი, თუმცა, მიუხედავად ამისა, თბილისში...

„სასტუმრო „ბუდაპეშტის“ ინვესტორები ვაკის პარკის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვას ვერ მიიღებენ და ვერაფერს ვერ ააშენებენ“

„სასტუმრო „ბუდაპეშტის“ ინვესტორები ვაკის პარკის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვას ვერ მიიღებენ და ვერაფერს ვერ ააშენებენ“
access_time2020-01-23 16:30:18
სასტუმრო „ბუდაპეშტის“ ინვესტორები ვაკის პარკის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვას ვერ მიიღებენ და ვერაფერს ვერ ააშენებენ, - ასე უპასუხა თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ სასტუმრო „ბუდაპეშტის“ პროექტის ხელმძღვანელის განცხადებას, რომ ისინი მეტი დროის დაკარგვას აღარ აპირებენ და იანვრის ბოლოს მერიაში განცხადებას შეიტანენ, რომ ისევ ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე სასტუმრო „ბუდაპეშტი“...


მსგავსი სიახლეები

up