კუმისში, არაბ ინვესტორებზე სამშენებლო ნებართვას ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ნაცვლად  ეკონომიკის სამინისტრო  გასცემს

კუმისში, არაბ ინვესტორებზე სამშენებლო ნებართვას ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ნაცვლად ეკონომიკის სამინისტრო გასცემს

access_time2018-07-27 13:00:00

კუმისში „არაბული სოფლის“ მშენებლობაზე  ნებართვას  ადგილობრივი მუნიციპალიტეტის  ნაცვლად ეკონომიკის სამინისტრო გასცემს. ამის შესახებ „კომერსანტს“ გარდაბანის  მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და სივრცით მოწყობის სამსახურის  ხელმძღვანელმა ბექა ონიანმა განუცხადა. მისი ინფორმაციით, აღნიშნული ცვლილება საინვესტიციო წინადადებისა და ზოგადად, პროექტის მასშტაბურობამ განაპირობა.


 

ონიანი აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც ეკონომიკის სამინისტრო მშენებლობის ნებართვას გასცემს, გარდაბნის მუციპალიტეტს ეს წერილობით ეცნობება. რა ეტაპზეა პროექტის განხილვა ეკონომიკის სამინისტროში და საერთოდ, მიმდინარეობს თუ არა ამ კუთხით მუშაობა, უწყებაში ვერ  აკონკრეტებენ.


 

პროექტის მიხედვით, კომპლექსი 161 ჰექტარ მიწის ფართობზე უნდა გაშენდეს. კუმისში არაბების მიერ მიწების შესყიდვასთან დაკავშირებით ბოლო პერიოდია აქტიური საუბრები მიდის. ერთ-ერთი ვერსიით, არაბმა ინვესტორებმა იქ გასართობი კომპლექსი უნდა ააშენონ, მეორე ვერსიით კი არაბული სოფელი, რასაც ადგილობრივი მოსახლეობა კატეგორიულად ეწინააღმდეგება.


 

როგორც „კომერსანტისთვის 2017  წლის ივნისში გახდა ცნობილი, ორიოდე წლის წინ აღნიშნული ტერიტორიის 80 პროცენტი საქართველოს მოქალაქე, ეროვნებით არაბ პიროვნებაზე გასხვისდა, დანარჩენი 20 პროცენტის მფლობელი კი ეროვნებით  ქართველი ფიზიკური პირია. ჩვენივე ინფორმაციით, საუბარია, კუმისში, 2 სართულიანი კოტეჯების და გოლფის მოედნების მშენებლობაზე.




 
 2017 წელს, გარდაბნის გამგებლის   მაშინდელი მოადგილე ზვიად მაჩაბელი „კომერსანტთან საუბრისას განმარტავდა, რომ 2006 წელს შპს „კუმისი 21-მა აუქციონის წესით 200 ჰექტარი მიწის ნაკვეთი შეიძინა, რომელიც 2016 წელს საქართველოს მოქალაქე, არაბზე გაასხვისა. მისი განმარტებით, ამ უკანასკნელმა კი ეს ტერიტორია დაყო და უკვე სხვა არაბ მოქალაქეებზე გაყიდა.



 

რაც შეეხება იმას, თუ რატომ გაასხვისა ქართულმა კომპანიამ მიწები, აღნიშნული კითხვით „კომერსანტმა„  შპს „კუმისი 21-ს  მიმდინარე წლის ივნისში მიმართა. მაშინ კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ზურაბ უჩუმბეგაშვილი განმარტავდა, რომ 2016 წელს ლარის დევალვაციის გამო, კომპანიამ მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის გასხვისების გადაწყვეტილება მიიღო. „2015 წელს, როდესაც ლარის დევალვაცია დაიწყო, კომპანიას დაახლოებით, 1.5 მილიონი დოლარის სესხი ჰქონდა აღებული. ლარის გაუფასურების გამო, საკმაოდ დიდი ფინანსური ზარალი მივიღეთ, ამიტომ, კრედიტი რომ დაგვეფარა, იძულებულები ვიყავით მიწა გაგვეყიდა. ჩვენ ეს მიწა არაბი წარმოშობის, საქართველოს მოქალაქეზე გავყიდეთ, -აცხადებდა  უჩუმბეგაშვილი.



ავტორი: სოფო ქსოვრელი 

 

 

 





ამოყირავებული მანქანების ინსტალაციები შსს-ს 40 ათას ლარამდე დაუჯდა, კამპანია #მეტისიცოცხლისთვის ნახევარ მილიონზე მეტი

ამოყირავებული მანქანების ინსტალაციები შსს-ს 40 ათას ლარამდე დაუჯდა, კამპანია #მეტისიცოცხლისთვის ნახევარ მილიონზე მეტი
access_time2020-01-23 20:25:56
2019 წლის აპრილში თბილისის რამდენიმე ადგილად გამოჩნდა დამტვრეული მანქანების ინსტალაციები, რომლის ავტორი და მიზანიც თავიდან “გასაიდუმლოებული” იყო. შსს ამბობდა რომ მათ შესახებ არაფერი იცოდა, მერია კი ერთ-ერთი სარეკლამო კამპანიის ნაწილად მიიჩნევდა. საბოლოოდ, ამოყირავებული და დაზიანებული მანქანები შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო უსაფრთხოებისადმი მიძღვნილი სოციალური კამპანიის ნაწილი აღმოჩნდა, რომელიც როგორც რადიო თავისუფლების მიერ შსს-დან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, ჯამში...

ლაგოდეხში შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია Camille Bloch-ი თხილის პლანტაციებს გააშენებს

ლაგოდეხში შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია Camille Bloch-ი  თხილის პლანტაციებს გააშენებს
access_time2020-01-23 17:22:11
შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია Camille Bloch-ი საქართველოში თხილის პლანტაციებს გააშენებს, ქართულ თხილს კი პროდუქტ რაგუსას წარმოებაში გამოიყენებს, - საინვესტიციო პროექტის განხორციელების დეტალებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა დანიელ ბლოხმა დავოსში გამართული შეხვედრისას ისაუბრეს. Camille Bloch-მა უკვე დაარეგისტრირა კომპანია საქართველოში და მოიძია 651 ჰეტრამდე მიწის ნაკვეთის ლაგოდეხის...

თბილისი – ღარიბი ქალაქი მილიონიანი მოლებით

თბილისი – ღარიბი ქალაქი მილიონიანი მოლებით
access_time2020-01-23 19:30:41
საქართველოს მოსახლეობისთვის სიღარიბე ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ითვლება. დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, ხელისუფლებებს მუდმივად იმის იმედით ირჩევდა მოსახლეობა, რომ ისინი არსებული გაჭირვების დაძლევას და ქვეყნის ეკონომიკურად გამართვას შეძლებდნენ. თუმცა, დღემდე ვერც ერთმა ხელისუფალმა ვერ შეძლო არსებული სიღარიბის მაჩვენებლის დაძლევა. ფაქტია, რომ დღესაც საქართველოში უამრავი ეკონომიკური პრობლება არსებობს, მოსახლეობის შემოსავლები არცთუ ისე მაღალი, თუმცა, მიუხედავად ამისა, თბილისში...

„სასტუმრო „ბუდაპეშტის“ ინვესტორები ვაკის პარკის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვას ვერ მიიღებენ და ვერაფერს ვერ ააშენებენ“

„სასტუმრო „ბუდაპეშტის“ ინვესტორები ვაკის პარკის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვას ვერ მიიღებენ და ვერაფერს ვერ ააშენებენ“
access_time2020-01-23 16:30:18
სასტუმრო „ბუდაპეშტის“ ინვესტორები ვაკის პარკის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვას ვერ მიიღებენ და ვერაფერს ვერ ააშენებენ, - ასე უპასუხა თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ სასტუმრო „ბუდაპეშტის“ პროექტის ხელმძღვანელის განცხადებას, რომ ისინი მეტი დროის დაკარგვას აღარ აპირებენ და იანვრის ბოლოს მერიაში განცხადებას შეიტანენ, რომ ისევ ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე სასტუმრო „ბუდაპეშტი“...

„თუ ამერიკაში ნეგატიური დამოკიდებულება ჩამოყალიბდა საქართველოს ეკონომიკურ მიმზიდველობასთან დაკავშირებით, ეს ეფექტი მთელ სამყაროზე გადავა“

„თუ ამერიკაში ნეგატიური დამოკიდებულება ჩამოყალიბდა საქართველოს ეკონომიკურ მიმზიდველობასთან დაკავშირებით, ეს ეფექტი მთელ სამყაროზე გადავა“
access_time2020-01-23 14:30:56
ოთხი ამერიკელი კონგრესმენი – ადამ კინზინგერი, ჯერი კონოლი, ელიოტ ენგელი და მაიკლ მაკაული საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას წერილით მიმართავენ. როგორც წერილშია აღნიშნული, ისინი შეშფოთებას გამოთქვამენ დაპირებული დემოკრატიულ რეფორმებზე უარისა და ამასთან დაკავშირებით მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის, ასევე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის პოლარიზაციის გამო. გარდა ამისა, მათი თქმით, ეკონომიკური ინდიკატორები საქართველოში პირდაპირი...


მსგავსი სიახლეები

up