„არათანმიმდევრული ნაბიჯები და საკონცენტრაციო ბანაკად ქცეული ქვეყანა“ -  რესტორატორთა ასოციაცია ხელისუფლებას გადაწყვეტილების შეცვლისკენ მოუწოდებს

„არათანმიმდევრული ნაბიჯები და საკონცენტრაციო ბანაკად ქცეული ქვეყანა“ - რესტორატორთა ასოციაცია ხელისუფლებას გადაწყვეტილების შეცვლისკენ მოუწოდებს

access_time2021-01-26 12:00:06

საკოორდინაციო საბჭომ გადაწყვიტა, რომ ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების ნაწილი მოხსნას, თუმცა, ესეც „წერტილოვნად“ და არა სრულად. შეზღუდვების დიდი ნაწილი პირველი თებერვლის შემდეგ ისევ ძალაში რჩება, მათ შორის ჯერჯერობით უცნობია თუ როდის გაიხსნება კაფე-ბარები და რესტორნები. ისინი ისევ გატანის ან მიტანის სერვისთ გააგრძელებენ მუშაობას.

 

რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი კოტე გაბრიჩიძე „კომერსანტთან“ ამბობს, რომ უამრავ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოს მეზობელ სახელმწიფოებში ეკონომიკის დაკეტვის და მკაცრი შეზღუდვების გარეშე ახერხებენ ეპიდ-სიტუაციის მართვას, მაშინ როდესაც ჩვენთან ერთი წელია ეკონომიკა გაჩერებულია.

 

„მთავრობასთან აქტიური თანამშრომლობა გვაქვს და ვფიქრობდით რომ მათი დამოკიდებულება ადექვატური იყო, თუმცა სახელმწიფოს სამედიცინო განხრა, რომელიც ყველაფრის დაკეტვას მოითხოვს - არაადექვატურია, ფაქტობრივად ერთი წელია ეკონომიკა გაჩერებულია და ქვეყანა დიდ საკონცენტრაციო ბანაკად არის გადაქცეული.


ჩვენს ირგვლივ არსებობს უამრავი ქვეყანა, სადაც მთავრობები ასე არ კეტავენ ეკონომიკას, სავსეა ტურისტებით თურქეთი, უკრაინა და ა.შ. თუკი ეს ქვეყნები ართმევენ თავს, რომ შეინარჩუნეს ეკონომიკა და წარმატებით ებრძვიან ვირუსსაც, ჩვენთან რა ხდება? თუ არ ვიცით ეს როგორ გავაკეთოთ ერთდროულად, გაგვეშვა ამ პერიოდის განმავლობაში ხალხი, მათ შორის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები გადამზადებაზე რომელიმე მსგავს ქვეყანაში. ეს ყველაფერი ხდება იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ცხვრები და ბრბო, მაგალითად ბევრი შეზღუდვის ნიმუშად ხშირად ინგლისი მოჰყავთ, მაგრამ ინგლისში სადაც მართალია ბევრი რეგულაციაა, იციან რომ ასე ერთი ხელის მოსმით ტრანსპორტის დაკეტვა არ შეიძლება, რადგან მათ მართავს ნაცია და არ არიან როგორც ჩვენთან, ცხვრებივით“, - აღნიშნავს გაბრიჩიძე.

 


მისი თქმით, ასეთი მკაცრი შეზღუდვების პარალელურად ბიზნესისთვის შესაბამისი და ადექვატური კომპენსაცია უნდა არსებობდეს, რაც ჩვენთან მცირე და დაგვიანებული აღმოჩნდა. გარდა ამისა, მთავრობის გადადგმული ნაბიჯები არათანმიმდევრულია, რაც  თუნდაც იმაში გამოიხატება, რომ ზაფხულში ზამთრის და ზამთარში ზაფხულის კურორტების გახსნა იგეგმება.

 

„დღეს რომ ფული ვისესხეთ, ვალი ავიღეთ, ის ბიზნესმა უნდა გაისტუმროს, როგორ უნდა მოხდეს ეს? როცა ვამბობთ არ გავხსნათ, უნდა არსებობდეს ადექვატური კომპენსაცია. დახმარებები პოზიტიური ნაბიჯია, რომელმაც მართალია გვიან, მაგრამ დეკემბერში მაინც მოგვისწრო, 1700 ობიექტამდე უნდა ჩართულიყო დახმარების პროგრამაში, თუმცა ბევრად ნაკლები იყო, რადგან არის არათანმიმდევრულობა და დაგვიანება ყველაფერში, ეს პრობლემა სულ იყო ჩვენს მთავრობაში, ყველა პერიოდში. მაგალითად ზამთარში იხსნება ბათუმი და ალბათ ზაფხულში გახსნიან ზამთრის კურორტებს. ხსნიან მოლებს, რომელსაც მთავარ დღეებში შაბათ-კვირას და საღამოს, მათთვის მნიშვნელოვან დროს, მუშაობას უზღუდავენ, თანამშრობლები ტაქსებით უნდა გადაადგილდნენ, რაც კომპანიებისთვის ზედმეტი ხარჯია, არ ვიცი ამას არაადექვატურობა, უნიათობა თუ საქმის არცოდნა დავარქვა.


მიუხედავად ყველაფრისა ავიაცია გაიხსნება, მაგრამ ხალხი როდესაც ჩამოვა თვითმფრინავით, მოხვდებიან საკონცენტრაციო ბანაკში, არ არის რესტორნები, ვერ გადაადგილდებიან ტრანსპორტით, კურორტებზე არაფერი მუშაობს, არ არის მაღაზიები და ა.შ. რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ყველაფერი არათანმიმდევრულად კეთდება.


მთავრობამ უნდა ეხვეწოს ბიზნესს, რომ როგორმე შემავსებინე ბიუჯეტი და გვერდში დამიდექი, ჩვენთან პირიქით არის საქმე, იქეთ ვეხვეწევიბით გაგვხსენით, რომ როგორმე თანხების მობილიზება გავაკეთოთ და ბიუჯეტი შევავსოთ, რატომ არის ასე უკუღმა ყველაფერი ჩვენს ქვეყანაში არ ვიცი.


ჩვენ არ გავჩერდებით, ბიზნესი ვინ შეძლებს პირველ მარტამდე დახურული ყოფნას, ეს არის მთავრობის მავნებლობა და შეცდომა, ამიტომ ჩვენ უნდა ვუთხრათ რომ აბა ახლა გამოდი და ეს შენი შეცდომა გამოასწორე, გადაწყვეტილება შეცვალე. არავინ გაჩერდება, პროტესტი იქნება ბოლომდე. ჯერ უნდა დაიდოს ფული, შეივსოს ბიუჯეტი და მერე გავხსნათ თუნდაც სკოლები და დავაფინანსოთ სამედიცინო სფერო“, - აცხადებს კოტე გაბრიჩიძე.


აღსანიშნავია, რომ 13-მა ბიზნესასოციაციამ, მათ შორის რესტორატორთა ასოციაციამ მთავრობას მიმართა და კრიზისიდან გამოსვლის 6-პუნქტიან გეგმას შესთავაზა.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up