არა საარსებო მინიმუმი – ცხოვრება 201 ლარად

არა საარსებო მინიმუმი – ცხოვრება 201 ლარად

access_time2021-04-22 16:05:17

„საქსტატმა“საარსებო მინიმუმის განახლებული სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, 2021 წლის მარტში, შრომისუნარიანი  მამაკაცის საარსებო მინიმუმი თებერვალთან შედარებით  3,8 ლარით გაიზარდა და 201 ლარი შეადგინა.  შეგახსენებთ, რომ ეს მაჩვენებელი მიმდინარე წლის თებერვალში 197 ლარსა და 20 თეთრს შეადგენდა. თუმცა თუ  წლიურ ჭრილი ვნახავთ, ეს მაჩვენებელიწინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5,1 ლარით შემცირდა.

 

როგორ ითვლიან საარსებო მინიმუმს?

 

საარსებო მინიმუმი დგინდება მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე. მინიმალური სასურსათო კალათა კი კვების პროდუქტების განსაზღვრული ჩამონათვალია, რომელიც შეიცავს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისათვის ფიზიოლოგიურად აუცილებელ საკვებ რაციონს. მინიმალური სასურსათო კალათის მთელი შემადგენლობის ღირებულების დათვლა საქართველოს 5 ქალაქის ფასების საფუძველზე ხდება, რომელიც მოწოდებულია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ფასების სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ. ეს ქალაქებია: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, გორი და თელავი. თითოეულ ქალაქში სასურსათო კალათის თითოეული პროდუქტისათვის ხდება საშუალო ფასის დადგენა. მინიმალურ სასურსათო კალათაში სურსათის წილი 70%-ია, ხოლო დანარჩენი 30% სხვა ხარჯებზე მოდის(მაგ: ტრანსპორტი, ტანსაცმელი და ა.შ).

 

შესაძლებელია  თუ არა 201 ლარად მთელი თვე თავის გატანა?

 

მიმდინარე წლის მარტში, საქართველოში ინფლაციის დონემ 7.2% შეადგინა, ხოლო მთელ რიგ პირველადი მოხმარების საკვებ პროდუქტებზე ფასები გაცილებით მაღალი ტემპით იზრდება. მაგალითად, ამ ერთი წლის განმავლობაში ზეთი და ცხიმი 35.8%-ით გაძირდა. 13%-ით არის გაზრდილი შაქრის ფასი. გარდა ამისა, 12.2%-ით გაიზარდა ფასი თევზეულზე, რძეზე, ყველსა და კვერცხზე 8.5%-ით, ხოლო პურპროდუქტებზე ფასებმა ამ ერთი წლის განმავლობაში  7.7%-ით მოიმატა.

 

შესაბამისად, იმ ფონზე როცა ინფლაციის დონე საქართველოში მაღალია, ჩნდება კითხვა: რამდენად შესაძლებელია 201 ლარად მთელი თვის განმავლობაში ცხოვრება? აქვე საინტერესოა, ასახავს თუ არა სტატისტიკა რეალობას.

 

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ საარსებო მინიმუმის მეთოდოლოგია მოძველებულია და რეალურს სურათს არ ასახავს.

 


ირაკლი მაკალათია, ეკონომისტი:

 

„საარსებო მინიმუმი მხოლოდ და მხოლოდ ემოციური მაჩვენებელია, რადგან ის არ არის მიბმული არც სოციალურ და არც ეკონომიკურ პოლიტიკასთან. გარდა ამისა, საარსებო მინიმუმის მეთოდოლოგია კრიტიკას ვერ უძლებს. ეს მეთოდოლოგია 90-იან წლებში  შეიქმნა და მას შემდეგ მისი ძირეული ცვლილება არ მომხდარა. კრიტიკას ვერ უძლებს ის ფაქტი, რომ მთლიან კალათაში სურსათის წილი  70%-ია, ხოლო დანარჩენი პროდუქტებისთვის მხოლოდ და მხოლოდ 30%-ია გათვალისწინებული. ეს მიდგომა კი აუცილებლად გადასახედია.

 

გარდა ამისა, გადასახედია იმ პროდუქტების ჩამონათვალი, რომლისგანაც საარსებო მინიმუმის კალათა შედგება. ფასებს ახლა მხოლოდ 40 პროდუქტზე ვითვლით, რაც არ არის სწორი. საჭიროა პროდუქტების გამრავალფეროვნება.  ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ საქსტატი დღიურ საარსებო ნორმად 3000 კალორიას მიიჩნევს, რაც აუცილებლად გასაზრდელია, რათა უფრო რეალური სურათი მივიღოთ”.

 

–        მიუხედავად ყველაფრისა, მარტში თებერვალთან შედარებით, საარსებო მინიმუმი გაზრდილია. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს კეთილდღეობის გაუმჯობესებამ გამოიწვია?

 

–        რა თქმა უნდა კეთილდღეობის ზრდა ამ შემთხვევაში არაფერ შუაშია. საარსებო მინიმუმი გაიზარდა იმიტომ, რომ ქვეყანაში ფასების საერთო დონეა გაზრდილი. აქედან გამომდინარე, წინსვლაზე საუბარი ზედმეტია.

 

ექსპერტები იმასაც გვეუბნებიან, რომ ევროპის ქვეყნებთან შედარებით საქართველოში საარსებო მინიმუმი 10-ჯერ უფრო მცირეა. მათივე თქმით, მეთოდოლოგიის გადახედვა აუცილებელია.

 

 

ირაკლი მურცხვალაძე, ეკონომისტი:

 

„201 ლარით განსაზღვრული საარსებო მინიმუმი მსოფლიო ბანკის მინიმალური სტანდარტია, რომელიც შექმნეს აფრიკის უღარიბესი ქვეყნებისთვის. ჩვენთან კი ფაქტობრივად შეუძლებელია ამ თანხით მთელი თვე თავის გატანა. შესაბამისად, მეთოდოლოგია უნდა შეიცვალოს.

 

დღეს ევროპის უღარიბეს ქვეყნებშიც კი საარსებო მინიმუმი დაახლოებით 10-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე ეს ჩვენთანაა. ამ მონაცემებით, საქართველოში თავის გატანა, არ და ვერ მოხდება.“

 

ისიც ფაქტია, რომ საარსებო მინიმუმს ქვეყანაში რამე დატვირთვა უნდა ჰქონდეს -სოციალური ორიენტირი, რაც მარტივად რომ ვთქვათ ნიშნავს იმას, რომ რეალური საარსებო მინიმუმის დადგენით, მთავრობამ  სწორი სოციალური დახმარებების პაკეტის ფორმირება უნდა მოახდინოს.


bfb.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up