არა მხოლოდ ბრექსიტი: რითი დაიმახსოვრა მსოფლიომ ტერეზა მეი?

არა მხოლოდ ბრექსიტი: რითი დაიმახსოვრა მსოფლიომ ტერეზა მეი?

access_time2019-05-24 20:00:48


ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ 7 ივნისს ის დატოვებს თავის პოსტს.


რით დაამახსოვრა თავი მსოფლიოს ბრიტანეთის ისტორიაში მე-2 ქალმა პრემიერ- მინისტრმა?


პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლასთან დაკავშირებული დრამატული მოვლენებით, თუმცა მის კარიერაში კიდევ ბევრი რამ იყო საინტერესო.


90-ნი წლების დასაწყისში ის იყო ლონდონის ერთ-ერთი რაიონის საბჭოს დეპუტატი, დიდ პოლიტიკაში კი  1997 წელს გამოჩნდა, როდესაც   თემთა პალატაში აირჩიეს.


2002-2003 წლებში ტერეზა მეი მხარს უჭერდა ერაყში სამხედრო ძალების შეყვანას და ბრიტანეთის ჩართვას ამ  ოპერაციაში - იმის მიუხედავად, რომ თავად არის კონსერვატორი, ხოლო იმდროინდელი პრემიერ-მინისტრი ტონი ბლერი ლეიბორისტი იყო.


2014 წელს ის ასევე  მხარს უჭერდა კანონს, რომელიც ავალდებულებდა ფიჭური კავშირგაბმულობის ოპერატორებს პოლიციის გამოძახებების შემთხვევების აუდიოჩანაწერების შენახვას. ამას ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლით  ასაბუთებდა.  


პრესამ  ეს პროექტი შეაფასა როგორც „შპიონური წესდება“, პარლამენტმა კი ეს კანონი 2016 წელს  არჩევნებში კონსერვატორების გამარჯვების შემდეგ მიიღო.


2010 წელს მეი დაინიშნა შს  მინისტრად, პარალელურად მან მიიღო ქალთა საქმეების მინისტრის პოსტი.



„პარლამენტი, სადაც თითქმის არ არიან ქალები - სრული ძალით  ვერ იმუშავებს. პარლამენტები, სადაც მეტი ქალია, იღებენ უფრო გონივრულ გადაწყვეტილებებს,“- განაცხადა ტერეზა მეიმ პარლამენტში ერთ-ერთი გამოსვლის დროს.


2014 წელს მან გაამკაცრა პოლიციელების მიერ დაკავების და ჩხრეკის ჩატარების წესები. მისი თქმით, ეს საჭირო იყო იმიტომ, რომ ხშირად პოლიცია დაუსაბუთებლად აკავებს შავკანიან მამაკაცებს  და ეს საზიანოა პოლიციისთვის.


თუმცა, 2019 წლის მარტში, შეიარაღებული თავდასხმების გახშირების ფონზე, ეს პროცედურები ისევ შერბილდა.


2016 წლის ივლისში ტერეზა მეი გახდა ბრიტანეთის ისტორიაში მეორე ქალი პრემიერ-მინისტრი მარგარეტ ტეტჩერის შემდეგ.


ერთ-ერთი მისი ინიციატივა იყო ე.წ. „ალან ტიურინგის კანონის“ მიღება - ალან ტიურინგი იყო ბრიტანელი მეცნიერი, რომელმაც მე-2 მსოფლიო ომის დროს მოახერხა გერმანელების შიფრების მოწყობილობის „ენიგმას“ გატეხა, რის შედეგადაც ომის ბოლომდე მოკავშირეებს  სრული ინფორმაცია გააჩნდათ ჰიტლერის ჯარების გეგმების თაობაზე.


თუმცა, ტიურიგი ჰომოსექსუალისტი იყო, რაც იმ წლებში იყო სისხლის სამართლის დანაშაულს განეკუთვნებოდა.  მეცნიერი გაასამართლეს, მას დაუნიშნეს იძულებით ჰორმონოთერაპია, რის შედეგადაც მან მოიკლა თავი.


ტიურინგის კანონმა მოახდინა 50 000 ბრიტანელის რეაბილიტაცია, რომლებიც სხვადასხვა დროს სექსუალური ორიენტაციის გამო გასამართლდნენ .


პრემიერ-მინისტრობის მთელი პერიოდის მანძილზე ტერეზა მეი მწვავედ აკრიტიკებდა რუსეთის პოლიტიკას. ურთიერთობები კრემლთან უკიდურესად გამწვავდა 2018 წლის მარტში - ინგლისში რუსეთის დაზვერვის ყოფილი თანამშრომლის სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის მოწამლის შემდეგ.


პრემიერ-მინისტრის პოსტზე მისი მთავარი ამოცანა იყო ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა, როგორც ამას  2016 წელს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები ითვალისწინებს.


თუმცა, მან ვერ მოახერხა ამის გაკეთება - ტერეზა მეის მიერ შემოთავაზებული ვერც ერთი ვარიანტი ვერ გავიდა პარლამენტში. გაჭიანურებული დებატების და გაურკვევლობის ფონზე, მისი და კონსერვატიული პარტიის რეიტინგი მკვეთრად დაეცა. ამის გამო 2019 წლის 2 მაისს პარტიამ  ადგილობრივი არჩევნები წააგო.


აქედან გამომდინარე მისი გადადგომა იყო გარდაუვალი.


ტერეზა მეი  შაქრიანი დიაბეტით არის დაავადებული.


„როდესაც შევიტყვე ამის შესახებ, ეს იყო ჩემთვის დიდი შოკი და დამჭირდა გარკვეული დრო  შეგუებისთვის. თუმცა, დღეს ჩემი მდგომარეობა არ მოქმედებს ჩემს მიერ სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულებაზე,“ - განაცხადა მან.


2017 წელს ინგლისურმა ჟურნალმა Time-მა  ტერეზა მეი  მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ადამიანების სიაში შეიყვანა.


RBC


თეგები:
ტერეზა მეი



დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-07 21:30:29
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.ტამანის პორტი საქართველოს კონკურენტი ვერ გახდება - ბათუ ქუთელია „ამ ხელისუფლების პირობებში ანაკლიის პორტი არ აშენდება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს არის გეოპოლიტიკური პროექტი.როგორც ჩანს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის რუსული გეოპოლიტიკური ინტერესები უფრო ანგარიშგასაწევია...

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სტრატეგიული პარტნიორისგან პირველი სანქცია მივიღეთ - ბათუ ქუთელია

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სტრატეგიული პარტნიორისგან პირველი სანქცია მივიღეთ - ბათუ ქუთელია
access_time2020-07-07 16:00:47
„ღიად და პირდაპირ,  „ქართული ოცნების“ მთავრობამ მიიღო პირველი სანქცია, რომელიც თავისი მასშტაბით არ არის დიდი, მაგრამ მნიშვნელობით არის კატასტროფული, — ასე აფასებს საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი ბათუ ქუთელია აშშ-ს კონგრესის კანონპროექტს საქართველოსთვის განკუთვნილი დახმარების 15 პროცენტის გაყინვის შესახებ.  ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილი კანონპროექტი გამოაქვეყნა,...

მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტი გორის მუნიციპალიტეტში 4 წლის განმავლობაში ვერ დასრულდა

მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტი გორის მუნიციპალიტეტში 4 წლის განმავლობაში ვერ დასრულდა
access_time2020-07-06 16:00:47
მსოფლიო ბანკის მიერ მხარდაჭერილი პროექტის დასრულება ხიდისთავი-ატენი-ბოშურის 10 კმ-იან მონაკვეთზე ისევ გადაიდო. ამჯერად მისი განმახორციელებელი უწყება ვარაუდობს, რომ პროექტი, რომელიც ტენდერში გამარჯვებულმა უცხოურმა კომპანიამ 2016 წელს დაიწყო შემოდგომამდე დასრულდება. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევისთვის კი სამუშაოების განმახორციელებელ კომპანიას ჯარიმა დაეკისრა. ეს გადაწყვეტილება დამკვეთმა უწყებამ 2019 წლის 31 ოქტომბრის შემდეგ...

Handelsblatt: უკრაინას გაკოტრება ემუქრება

Handelsblatt: უკრაინას გაკოტრება ემუქრება
access_time2020-07-07 20:00:58
უკრაინის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იაკოვ სმოლი მოულოდნელად გადადგა. ეს იმ დროს მოხვდა, როდესაც მთავრობამ 1, 7 მლრდ. დოლარის სახელმწიფო ობლიგაციების გამოშვება დაიწყო.უკრაინა, როგორც სახელმწიფო, ისევ გაკოტრების წინაშე დგას.მხოლოდ 2020 წელს კიევმა 17 მლრდ. დოლარის ოდენობის საგარეო დავალიანება ან უნდა დაფაროს, ან მისი რესტრუქტურიზება მოახერხოს.ამ მიზნით გამოშვებული ობლიგაციების გაყიდვა ლონდონის საფონდო ბირჟაზე იგეგმებოდა. თუმცა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის...

ტურისტების გარეშე Hilton-ის გახსნას აზრი არ აქვს - ლაშა პაპაშვილი

ტურისტების გარეშე Hilton-ის გახსნას აზრი არ აქვს - ლაშა პაპაშვილი
access_time2020-07-07 13:30:27
თბილისში Hilton-ის ბრენდის პირველი სასტუმროს გახსნა კიდევ ერთხელ გადაიდო. პროექტი ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის კომპანია „რედიქსს“ ეკუთვნის. ამის შესახებ ბიზნესმენმა „კომერსანტს“ თავად განუცხადა. მისი განმატებით, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე Hilton-ის ბრენდის პირველი სასტუმროს გახსნამ ტურისტების არარსებობის გამო, კიდევ ერთხელ გადაიწია. „Hilton-ის გახსნა გადადებულია. ფანჯარაში ვიხედებით, როდესაც მსოფლიოში კარგი სიტუაცია იქნება ანუ როცა ტურისტები შემოსვლას დაიწყებენ,...


მსგავსი სიახლეები

up