„არა მგონია უხარიხო იმპორტის დაბლოკვამ ბაზარზე უძრავი ქონება გააძვიროს“ - მენაშენეთა ასოციაცია სამშენებლო მასალების ახალ ტექნიკურ რეგლამენტზე

„არა მგონია უხარიხო იმპორტის დაბლოკვამ ბაზარზე უძრავი ქონება გააძვიროს“ - მენაშენეთა ასოციაცია სამშენებლო მასალების ახალ ტექნიკურ რეგლამენტზე

access_time2019-01-15 21:00:16

დღეიდან სამშენებლო მასალებისთვის ტექნიკური რეგლამენტი ამოქმედდა. შესაბამისად, ცემენტი, არმატურა, ელექტროკაბელები და პლასტმასის მილები ხარისხობრივ კონტროლს გაივლიან.ახალი რეგლამენტის თანახმად სამშენებლო პროდუქტების ადგილობრივი მწარმოებლები და იმპორტიორები ვალდებულნი არიან წარმოადგინონ დადგენილებით დამტკიცებული დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს სამშენებლო პროდუქტების შესაბამისობას ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან და უზრუნველყოფს ბაზარზე განთავსებული პროდუქციის უსაფრთხოებას.


მენაშენეთა ასოციაციის განცხადებით, აღნიშნული რეგულაციის ამოქმედება ახალაშენებულ კორპუსებში ბინების ფასებზე არ აისახება. თორნიკე აბულაძის განმარტებით, ყველა ის პროდუქტი, რაზეც ტექნიკური რეგლამენტი გავრცელდა, საქართველოშიც იწარმოება და ხარისხის დამადასტურებელ სერთიფიკატსაც ფლობს.

დღეიდან სამშენებლო მასალებისთვის ტექნიკური რეგლამენტი ამოქმედდა. შესაბამისად, ცემენტი, არმატურა, ელექტროკაბელები და პლასტმასის მილები ხარისხობრივ კონტროლს გაივლიან.


ახალი რეგლამენტის თანახმად სამშენებლო პროდუქტების ადგილობრივი მწარმოებლები და იმპორტიორები ვალდებულნი არიან წარმოადგინონ დადგენილებით დამტკიცებული დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს სამშენებლო პროდუქტების შესაბამისობას ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან და უზრუნველყოფს ბაზარზე განთავსებული პროდუქციის უსაფრთხოებას.



მენაშენეთა ასოციაციის განცხადებით, აღნიშნული რეგულაციის ამოქმედება ახალაშენებულ კორპუსებში ბინების ფასებზე არ აისახება. თორნიკე აბულაძის განმარტებით, ყველა ის პროდუქტი, რაზეც ტექნიკური რეგლამენტი გავრცელდა, საქართველოშიც იწარმოება და ხარისხის დამადასტურებელ სერთიფიკატსაც ფლობს.


„ფასებზე ეს რეგლამენტი გავლენას ვერ მოახდენს. რადგან ის ხუთი დასახელება, რომელიც დღეიდან შედის კონტროლის ქვეშ და რომლებზეც ხარისხთან შესაბამისობა მოითხოვება, იწარმოება ადგილობრივ ბაზარზეც. ამასთან, ყველა მწარმოებელი, რომელიც ამ პროდუქციას აწარმოებს, არის ექსპორტიორიც, შესაბამისად, ფლობს ხარისხის დამადასტურებელ სერათიფიკატსაც. ასევე ნებისმიერი მასალა, რომელიც შემოდის და არის ხარისხიანი, ძალიან მარტივად შეძლებს ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენას. ხოლო ის მასალა, რომელიც უხარისოხოა დაიბლოკება და ეს ასეც უნდა მომხდარიყო. არა მგონია უხარიხო იმპორტის დაბლოკვამ ბაზარზე უძრავი ქონება გააძვიროს.


შეგახსენებთ, რომ ტექნიკური რეგლამენტის თანახმად, იმპორტის გზით სამშენებლო პროდუქტის საქართველოს ბაზარზე განთავსებისთვის, იმპორტიორი ვალდებულია, შემოსავლების სამსახურს წარუდგინოს სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაცია ან შესაბამისი დოკუმენტები, სამშენებლო პროდუქტის იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევისა და ამ დოკუმენტის ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსთვის მიწოდების მიზნით.


თავის მხრივ, შემოსავლების სამსახური ვალდებულია, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას გააჩეროს და არ დაუშვას იმპორტის გზით ისეთი სამშენებლო პროდუქტის ბაზარზე განთავსება, რომელზეც არ იქნა წარდგენილი შესაბამისი დოკუმენტები და აღნიშნულის შესახებ აცნობოს სააგენტოს.


bpn.ge




„გაყიდვები 5-7%-ით გაიზარდა“ - რომელ ტექნიკაზე მოიმატა მოთხოვნამ პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველოში

„გაყიდვები 5-7%-ით გაიზარდა“ - რომელ ტექნიკაზე მოიმატა მოთხოვნამ პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველოში
access_time2020-08-09 15:01:24
ივნის-ივლისში გაყიდვები 5-7%-ით გაიზარდა - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ „ბეკო საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა მეჰმედ მელექმა განუცხადა.   „თუ 2020 წლის იანვარ-ივლისის მონაცემებს, წინა წლის 7 თვეს შევადარებთ, გეტყვით, რომ აქ გაყიდვების მხრივ სიტუაცია იგივე დონეზეა. ეს კი პანდემიის პირობებში კარგი მაჩვენებელია. ზაფხულში მაჩვენებლები უფრო დამაიმედებელია, მეტიც, იანვარ-ივლისში გაყიდვები 5-7%-ით გაიზარდა. გაყიდვების ზრდას ხელს უწყობს ისიც, რომ წელს 3 ახალი მაღაზია...

მსოფლიოს წამყვან ბირჟებზე ნავთობი გაძვირდა – საქართველოში საწვავის ფასის 10 თეთრით გაზრდაა მოსალოდნელი

მსოფლიოს წამყვან ბირჟებზე ნავთობი გაძვირდა – საქართველოში საწვავის ფასის 10 თეთრით გაზრდაა მოსალოდნელი
access_time2020-08-09 20:00:07
ე.წ. დიდი ლოქდაუნისას გაუაფებული ბენზინი საერთაშორისო ბაზრებზე გაძვირების გზას დაადგა. კერძოდ, 29 ივლისის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი...

Bloomberg: კარანტინზე უარის თქმის მიუხედავად, შვედეთმა ეკონომიკა ვერ გადაარჩინა

Bloomberg: კარანტინზე უარის თქმის მიუხედავად, შვედეთმა ეკონომიკა ვერ გადაარჩინა
access_time2020-08-09 18:00:10
  შვედეთმა თავისი ეკონომიკა 1980 წლის შემდეგ რეკორდული ვარდნისგან ვერ დაიცვა  - კარანტინზე და თვითიზოლაციაზე უარის თქმის მიუხედავად, ქვეყნის მშპ 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8,8%-ით შემცირდა  - ასეთია შვედეთის სტატისტიკის სამმართველოს მონაცემები.   პირველ კვარტალთან შედარებით ვარდნა თითქმის ანალოგიურია - 8,6%.   ასევე მკვეთრად დაეცა ექსპორტი და ამავე დროს მასშტაბური ფინანსური დახმარების პროგრამების მიუხედავად,...

აფხაზეთი კრიპტო-ციებ-ცხელებამ მოიცვა - ბოლო 6 თვეში აფხაზეთში 100 ახალი კრიპტოფერმა გაიხსნა

აფხაზეთი კრიპტო-ციებ-ცხელებამ მოიცვა - ბოლო 6 თვეში აფხაზეთში 100 ახალი კრიპტოფერმა გაიხსნა
access_time2020-08-09 16:00:20
აფხაზეთში ნამდვილი კრიპტო-ციებ-ცხელებაა. ეს ძალიან მარტივად იხსნება - კერძოდ კი, ელექტროენერგიაზე ფანტასტიურად დაბალი ტარიფებით.   ერთი კილოვატი ელექტროენერგია აფხაზეთში 1 ცენტზე ოდნავ მეტი ღირს - დანარჩენი მსოფლიოსთვის წარმოუდგენელი ფასი. გასაგებია, რომ ის კრიპტოფერმებს იზიდავს, და მათი რაოდენობა მუდმივად იზრდება - მხოლოდ ბოლო 6 თვეში აფხაზეთში 100 ახალი კრიპტოფერმა გაიხსნა, ჯამურად კი მათი რაოდენობა 8000-ს აღწევს.   ისინი მიტოვებულ შენობებში,...

Facebook-ს აქციები რეკორდულად ძვირდება

Facebook-ს აქციები რეკორდულად ძვირდება
access_time2020-08-09 13:40:12
Facebook-ის აქციების ღირებულება რეკორდულ დონეზე  - 225, 8 დოლარამდე გაიზარდა - ეს უმსხვილესი კომპანიების მხრიდან სოციალურ ქსელში რეკლამაზე ბოიკოტის და კონგრესში მიმდინარე ანტიმონოპოლიური გამოძიების ფონზე ხდება. ყველა ამ უსიამოვნების მიუხედავად, სოციალური ქსელის აუდიტორია და მოგებაც პროგნოზირებულზე მეტად იზრდება. ამ ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ კომპანიის აქციები 7%-ით გაძვირდა. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ წლის მანძილზე Facebook-ის...


მსგავსი სიახლეები

up