„არა მგონია, რომ რუსი ტურისტებისთვის კვერცხების სროლა გეოპოლიტიკურად გაგვაძლიერებს – რუსეთი ჩვენი ეკონომიკის ძირითადი შემოსავალია“

„არა მგონია, რომ რუსი ტურისტებისთვის კვერცხების სროლა გეოპოლიტიკურად გაგვაძლიერებს – რუსეთი ჩვენი ეკონომიკის ძირითადი შემოსავალია“

access_time2021-04-05 16:00:36

„არა მგონია, რომ რუსი ტურისტებისთვის კვერცხების სროლა გეოპოლიტიკურად გაგვაძლიერებს – რუსეთი არის ჩვენი ეკონომიკის ძირითადი შემოსავალი" , - ამის შესახებ ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ რადიო "პალიტრისა" და "პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.


აღნიშნულით ის, თბილისში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა, რა დროსაც საქართველოს მოქალაქეებმა რუსი ჟურნალისტის ვლადიმირ პოზნერის და მისი თანმხლები პირების ჩამოსვლა გააპროტესტეს.


„მე არ მგონია, რომ ქართველ და რუს ხალხებს შორის მტრული დამოკიდებულება არსებობს. ჩვენ ყოველთვის გვქონდა მეგობრული დამოკიდებულება. ზუსტად ეს იყო საამაყო, რომ რუსი ხალხი პოზიტიურად იყო განწყობილი საქართველოს მიმართ. რუსეთისგან ყოველთვის გვესმოდა გამოხმაურება, რომ მიუხედავად ჩვენი პოლიტიკურად დაძაბული ურთიერთობისა, რამდენად სტუმართმოყვარეა ქართველი ხალხი და რამდენად კარგად იღებენ მათ. ეს მართლაც ასე იყო და მე იმედი მაქვს, რომ ასეც გაგრძელდება. გარდა იმისა, რომ მეგობრული ურთიერთობა გვაქვს რუს ხალხთან, ჩვენ გვინდა თუ არა, რუსეთი არის ჩვენი ეკონომიკის ძირითადი შემოსავალი და სხვათა შორის, არა მარტო ტურიზმში, წარმოიდგინეთ, მთელი ჩვენი სოფლის მეურნეობის პროდუქციის უმეტესი წილი, გინდა ღვინო, გინდა ხილი, გადის რუსეთში.



ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ, რომ ქვეყნის ნაწილი ოკუპირებულია, მაგრამ ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის ქმედებები, რომელსაც ჩვენ ჩავდივართ, მიმართული უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ, არამარტო ეკონომიკურად, გეოპოლიტიკურადაც. მე არა მგონია, რომ რუსი ტურისტებისთვის კვერცხების სროლა ჩვენ გეოპოლიტიკურად გაგვაძლიერებს, ან რამენაირად წვლილს შეიტანს ჩვენი ტერიტორიების დაბრუნებაში“, - განაცხადა გიორგი ქობულიამ.


bpn.ge

თეგები:
რუსეთი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up