არა, არაკვალიფიციურად აშენებულ ჰესებს

არა, არაკვალიფიციურად აშენებულ ჰესებს

access_time2021-04-12 10:00:21

ბოლო რამდენიმე წელია საქართველოში ჰესების თემა აქტუალობას ინარჩუნებს. პროცესში ჩართული მხარეები ძირითადად სამ ნაწილად იყოფიან: 1) ისინი ვინც ნებისმიერ ჰესს, თუნდაც ძალიან მცირე სიმძლავრისას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან; 2) ისინი ვინც ჰიდრორესურსის ათვისებას ნებისმიერი პირობით ემხრობიან და 3) ადამიანები, რომლებიც ჰესების მშენებლობას ემხრობიან, ოღონდ უსაფრთხოებისა და ეკოლოგიური ნორმების მკაცრი დაცვით.


საქართველოში, როგორც განვითარებად ქვეყანაში ენერგომოხმარება მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელთან შედარებით უფრო სწრაფად იზრდება. მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საჭიროა გენერაციის ან იმპორტის მოცულობის ზრდა.


იმპორტის ზრდა ფინანსურთან ერთად სერიოზულ პოლიტიკურ რისკკებსაც შეიცავს და საქართველოს მეზობელ სახელმწიფოებზე, მათ შორის რუსეთზე ენერგოდამოიკიდებულს ხდის. ელექტროენერგიის სპეციფიკიდან გამომდინარე მისი არამეზობელი ქვეყნიდან იმპორტი თეორიულად შესაძლებელია, მაგრამ ძვირი და ლიმიტირებული.


უპირატესობის გენერაციისთვის მინიჭების შემთხვევაში ქვეყანამ განახლებად და არაგანახლებად ენერგიებს შორის უნდა გააკეთოს არჩევანი. საქართველოში თბოსადგურები იმპორტირებულ ბუნებრივ გაზზე მუშაობს, რაც მართალია ნახშირთან შედარებით მინიმუმ 2-ჯერ ნაკლებ ნახშირორჟანგს გამოყოფს, მაგრამ ეს შემცირებული მოცულობაც ჰესთან შედარებით 10-ჯერ მეტია. (წყალსაცავიანი ჰესი CO 2-ს კაშხლის მშენებლობის პროცესში გამოყოფს და შემდეგ მცირე ოდენობით ექსპლუატაციაში შესვლიდან პირველ რამდენიმე წელს). ევროპაში, განსაკუთრებით კი გერმანიაში შეინიშნება ელექტროენერგიის წარმოების მიზნით ბუნებრივი გაზის მოხმარების მკვეთრი ზრდა, ოღონდ არა ჰესების, არამედ ნახშირზე მომუშავე სადგურების დახურვის ხარჯზე.


ქარის ტურბინების, განსაკუთრებით კი მზის პანელებს ფასები ყოველწლიურად ეცემა. ამ ორი ენერგიის ეკონომიკურად მომგებიანი პოტენციალი 4 მლრდ კვტ/სთ-ს შეადგენს, მაგრამ მისი სრულად ათვისება მხოლოდ მაშინ მოხერხდება თუ ქსელში დამატებითი სტაბილური სიმძლავრეები ჩაერთვება: წყალსაცავიანი ჰესი, თბოსადგური ან ატომური ელექტროსადგური. ენერგიის შემნახველი ბატარეები წარმოების ღირებულებას და შესაბამისად ტარიფს ზრდის, გარდა ამისა მათი წარმოება და უტილიზაცია არაეკოლოგიურია. ალტერნატიული ენერგიების სიკეთეებს არავინ უარყოფს, უბრალოდ ისინი, არასაკმარისია, ყოველშემთხვევაში ამ ეტაპზე.


ჰესების მშენებლობას ენერგოდამოუკიდებლობის მიღწევისთვის უახლოეს პერიოდში ალტერნატივა არ გააჩნია. თუმცა ჩნდება ლეგიტიმური კითხვები ვინ უნდა ააშენოს ჰესები, როგორ და რა პირობით?



უნდობლობის ერთ-ერთ მიზეზს ნაკლებადცნობილი სამშენებლო კომპანიები წარმოადგენენ. ხუდონჰესი ინდურ ტატა ჯგუფს უნდა აეშენებინა, ნამახვანს თურქული ენკა აშენებს. გამონაკლისი ნენსკრაჰესია, სადაც ინვესტორი კორეული K Water-ა. ის ფაქტი, რომ საქართველოში ავსტრიული, შვეიცარიული, გერმანული, ამერიკული და იაპონური ინვესტორები არ შემოდიან, რაც ზოგადად ქვეყნის ცუდ საკრედიტო რეიტინგსა და არახელსაყრელ ბიზნესგარემოს უკავშირდება. საქართველოში გადასახადები გერმანიასთან შედარებით დაბალია, მაგრამ TESLA თავის ქარხანას გერმანიაში აშენებს და არა საქართველოში. ნაკლებადმოსალოდნელია რომ უახლოეს წლებში  წარმოების თუნდაც მცირე ნაწილი ქვეყანაში TESLA-მ, TOYOTA-მ, BOEING-მა, AIRBUS-მა, SAMSUNG-მა, APPLE-მა ან რომელიმე სხვა ტრანსნაციონალურმა კომპანიამ გადმოიტანოს. ასევე დაბალია იმის შანსი, რომ საქართველოში GOOGLE-ის ან AMAZON-ის დატა ცენტრები ვიხილოთ. ასეთ კომოანიებს როგორც წესი მოგების შედარებით დაბალი, მაგრამ გარანტირებული მარჟა ურჩევნიათ. ენერგეტიკაში სიტუაცია ისეთივეა, რაც ეკონომიკის სხვა სფეროებში.


ნაკლებად ცნობილი კომპანია აუცილებლად უხარისხოს არ ნიშნავს. შეიძლება ქვეყანაში ცნობილი ინვესტორი არ შემოვიდეს, მაგრამ კვლევითი ორგანიზაციისა და ხარისხის მაკონტროლირებელი ჯგუფის დაქირავება შესაძლებელია.


ხარისხის ზრდით, როგორც წესი იზრდება ფასიც, შესაბამისად ტარიფიც. სახელმწიფომ უნდა გააკეთოს არჩევანი თუ რა სურს, შედარებით იაფი ელექტროენერგია, რომლის მისაღებადაც გაუარესდეს ეკოლოგიური გარემო, თუ პირიქით შედარებით ძვირი, მაგრამ მაღალი სტანდარტებით აშენებული ობიექტი, ამ შემთხვევაში ჰესი.


როგორც წესი ძუნწი ორმაგად იხდის და ხარისხის დათმობის ხარჯზე დაზოგილი ფული, დამზოგველს უფრო ძვირი უჯდება. სამომხმარებლო ტარიფის 1 თეთრით შემცირების მცდელობამ შეიძლება ქვეყანას ტურიზმიდან მისაღები ასეულობით მლნ დოლარი დააკარგვინოს. აქ საუბარი არ არის უსაფრთხოების ნორმებზე, რაც უპირველესად უნდა იქნას განხილული.


ჰესს მდინარე სჭირდება და ის ნებისმიერ მოთხოვნილ ადგილას ვერ აშენდება. პარალელურად ტურიზმიც არაფრისგან ვერ შეიქმნება. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე დასათვლელია როგორც ერთი, ასევე მეორე მხრიდან მისაღები შესაძლო მატერიალური და არამატერიალური სარგებლის მოცულობა.


ინვესტორი როგორც წესი სახელმწიფოსთან აფორმებს მემორანდუმს და მხოლოდ ამის შემდეგ იწყებს ადგილობრივ მოსახლეობასთან მოლაპარაკებებს. ხშირად შეხვედრები ფიქტიურ ხასიათს ატარებს. ოპერატომა კომპანიამ შესაძლოა დასახლებაში ააშენოს სკოლა, სკვერი, დარგოს ხეები, გაიყვანოს გზა, მაგრამ პირდაპირ კომპენსაციას როგორც წესი მხოლოდ ის ადამიანები იღებენ, რომლის საცხოვრებელი სახლი ან სავარგული პროექტს ეწირება. როგორც მინიმუმ შესაძლებელია სპეცტარიფის შეთავაზება. გიგანტური ჰესიდან 2 კმ-ში და 200 კმ-ში მცხოვრები ადამიანისთვის ელექტროენერგიის საფასური თანაბარი არ უნდა იყოს, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ ტრანსპორტირებისას დანაკარგი და შესაბამისად ხარჯი იზრდება. ნამახვანის შემთხვევაში კომპენსაცია - 34 მლნ ლარი სულ 280-მა ოჯახმა მიიღო. ენკას ჰესთან ახლოს მცხოვრები 6500 ოჯახისთვის თვეში 200 კვტ/სთ უფასო ელექტროენერგია რომ შეეთავაზებინა, რაც მისი წლიური გამომუშავების 1%-ა, საპროტესტო ტალღა ბევრად დაბალი იქებოდა.


საქართველოში ეკონომიკურად მომგებიანი ჰიდროპოტენციალი 40 მლრდ კვტ/სთ-ს შეადგენს, საიდანაც ათვისებული მხოლოდ 25%-ა. დარჩენილი პოტენციალის ათვისებას სხვა მიზეზებთან ერთად ხელს ბოლო პერიოდშო აშენებულ ჰესებზე მომხადრი ავარიები და მოსახლეობასთან არასაკმარისი კომუნიკაციაც უშლის ხელს, რასაც დაინტერესებული ჯგუფები საკუთარი მიზნებისთვის იყენებენ.


ფაქტებით მანიპულაციაა იმის მტკიცება, რომ ევროპამ დიდ ჰესებზე უარი თქვა. ამ უარამდე კონტინენტის განვითარებულმა ქვეყნებმა საკუთარი რესურსი თითქმის ამოწურეს. ნორვეგიაში 1600 ჰესია, საიდანაც 1000 წყალსაცავიანია. ქვეყანა ელექტროენერგიაზე მოთხოვნის 96%-ზე მეტს - 144 მლრდ კვტ/სთ-ს ჰიდრორესუსრსისგან ღებულობს. შვეიცარიაში ჰიდროგენერაცია 38 მლრდ კვტ/სთ-ს შეადგენს, ავსტრიაში 43 მლრდ კვტ/სთ-ს, საქართველოში კი 9 მლრდ კვტ/სთ-ზე ნაკლებს. ისლანდიაშიც კი, რომლის მოსახლეობაც 364 ათასია, ანუ საქართველოს მოსახლეობის 10%-ზე ნაკლები, ჰესები წლიურად 13.5 მლრდ კვტ/სთ-ზე მეტს აგენერირებენ. კანადაში 8 ელექტროსადგურია ისეთი, რომლის სიმძლავრეც ენგურჰესისას აღემატება. თავის მხრივ ენგურჰესი 3 ნამახვანს უდრის.


ჰესებზე უარით საქართველო უარს ამბობს წლიურად 500-600 მლნ ინვესტიციაზე, დასაქმების ზრდაზე, ექსპორტის ზრდასა და ენერგოდამოუკიდებლოს ხარისხის გაზრდაზე. ჰესები უნდა აშენდეს ოღონდ ადგილობრივების ინტერესების გათვალისწინებით, უსაფრთხოებისა და ეკოლოგიური ნომების მაქსიმალური უზრუნველყოფით.




დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი
access_time2021-08-04 21:00:25
დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:   1. ლაშა ტალახაძე ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია ლაშა ტალახაძე ოლიმპიური ჩემპიონი მეორედ გახდა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა. ოლიმპიურ ოქროსთან ერთად ტალახაძემ ტოკიოში 3 მსოფლიო რეკორდიც (ატაცი 223 კგ, აკვრა 265 კგ, ორჭიდის ჯამი 488 კგ) მოხსნა.   2. სებ–მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი...

ნათია თურნავას ობიექტების 1 ლარად გაყიდვის იდეა არ მოსწონს

ნათია თურნავას ობიექტების 1 ლარად გაყიდვის იდეა არ მოსწონს
access_time2021-08-04 17:00:28
ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას თქმით, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია არამარტო ერთჯერადი ეფექტი, რომელიც სჭირდება ბიუჯეტს, არამედ ის, თუ რა ინვესტიციას განახორციელებს ბიზნესი და რამდენ ადამიანს დაასაქმებს. “იმ პირობებით, რომლითაც ჩვენ დღეს ვყიდით ობიექტებს უპრეცედენტო ციფრზე გავედით 6 თვეში, თანაც პანდემიის ფონზე. ზუსტი ციფრის თქმა გამიჭირდება, რადგან ყოველდღე მიმდინარეობს აუქციონები, თუმცა უკვე 240 მლნ ლარს გადავაჭარბეთ. უამრავი შემთხვევაა აუქციონების, სადაც...

რეფინანსირებაზე მიბმული 140 ათასზე მეტი სესხი გაძვირდა

რეფინანსირებაზე მიბმული 140 ათასზე მეტი სესხი გაძვირდა
access_time2021-08-04 14:00:38
ეროვნული ბანკის მონეტარული კომიტეტის გადაწყვეტილებით რეფინანსირების განაკვეთი 0.5%-ით 10%-მდე გაიზარდა, რითაც 140 000-ზე მეტ პირს ლარში აღებული სესხი გაუძვირდა. 2008 წლის ოქტომბრის შემდეგ რეფინანსირების განაკვეთი ორნიშნა არასდროს ყოფილა. ლარში გაცემული იპოთეკური სესხები ძირითადად რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. წლის დასაწყისიდან დღემდე განაკვეთი სამ ეტაპად ჯამში 2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა. რეფინანსირების განაკვეთის ზრდამდე 1 დღით ადრე ცნობილი...

ლუკაშენკომ ევროკავშირს ათასობით აზიელი ლტოლვილი შეასია

ლუკაშენკომ ევროკავშირს ათასობით აზიელი ლტოლვილი შეასია
access_time2021-08-04 20:00:48
2 აგვისტოს მონაცემებით, ლიეტუვივს მესაზღვრეებმა 3832 არალეგალი მიგრანტი აღმოაჩინეს, რომლებიც ბელარუსის საზღვართან იმპროვიზირებულ კარვების ქალაქში ცხოვრობდნენ. მათ შორის 2555  - ერაყელი იყო.   ეს ოპონენტების წამებით განთქმული მინსკელი დიქტატორის მხრიდან ევროკავშირის მიმართ შურისძიების ახალი ხერხია.   2021 წელს ერაყიდან ბელარუსის მიმართულებით ავიარეისები აღდგა, რომლებიც მოთხოვნის არარსებობის გამო გაუქმდა. მარგამ მოხდა საოცრება და ერაყელებმა...

ოლიმპიადამ ტოკიოში პანდემიის მძლავრი ტალღა გამოიწვია

ოლიმპიადამ ტოკიოში პანდემიის მძლავრი ტალღა გამოიწვია
access_time2021-08-04 19:00:31
როდესაც მომავალში ისაუბრებენ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე, პირველი რასაც გაიხსენებენ, იქნება ის, რომ ერთი კვირის მანძილზე ქალაქში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 217%-ით გაიზრდა და დღიურმა დაინფიცირებამ 10 000-ს გადააჭარბა.   ხელისუფლება შექმნილ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას ვერ უმკლავდება  - იაპონიის პრემიერ-მინისტრის ესუხიძე სუგის გამოსვლები ამ საკითხზე ნაკლებად შთამბეჭდავია, მოსაწყენი, მონოტონური და არავის არაფერში არ არწმუნებს.   პარალელურად...


მსგავსი სიახლეები

up