„არ ვიცი ვის ატყუებენ, როცა ამბობენ, რომ ამ გაფრთხილებებს არ აქვს მნიშვნელობა“ - დათო სიხარულიძე

„არ ვიცი ვის ატყუებენ, როცა ამბობენ, რომ ამ გაფრთხილებებს არ აქვს მნიშვნელობა“ - დათო სიხარულიძე

access_time2020-07-08 21:00:57

 „სამწუხაროდ, მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ  ოცნებას“, რომელიც  არ ვიცი ვის ატყუებს - ერთმანეთს, ივანიშვილს თუ მოსახლეობას, როცა ამბობენ, რომ ამ წერილებს, გაფრთხილებებს არ აქვს მნიშვნელობა - ეს ტყუილი და ძალიან დიდი შეცდომაა,“ - ამის შესახებ „კომერსანტს“ პოლიტიკურმა ექსპერტმა დათო სიხარულიძემ განუცხადა, ამერიკის შეერთებული შტატებისგან მისაღები დახმარების 15% -ის შესაძლო შეჩერებასთან დაკაშირებით.


როგორც ცნობილია, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილი კანონპროექტი გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ  2021 წელს დახმარების სახით განკუთვნილი  132 025 000 აშშ დოლარის 15 პროცენტის საქართველოსთვის გადაცემა შესაძლოა, შეჩერდეს იქამდე, ვიდრე  საქართველოს მთავრობა არ დაამტკიცებს ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით არ გადადგამს შესაბამის ნაბიჯებს, ქვეყანაში უცხოური ბიზნესის შევიწროებას არ აღმოფხვრის.


დათო სიხარულიძე განმარტავს, რომ აშშ-სგან გზავნილი მმართველი გუნდის პასუხისმგებლობაა და არ გამორიცხავს სამომავლოდ მსგავსი დამოკიდებულების გაგრძელებას ამერიკისგან, თუკი შესაბამისი ნაბიჯები არ გადაიდგმება.



„მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ განიცადოს სერიოზული პროგრესი ყველა ზემოთ ჩამოთვლილ პუნქტებში - იგულისხმება კორუფცია, ამერიკული კომპანიების მიმართ დამოკიდებულება და დემოკრატიის ინსტიტუტები. ეს ყველაფერი ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობისთვისაა მნიშვნელოვანი.  მე ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში ხანგრძლივ ვადაში საქართველოსა და აშშ-ს შორის მსგავსი გაფრთხილებები კიდევ იქნება, მაგრამ მეტი პრობლემები შეექმნება თვითონ „ქართულ ოცნებას“ იმიტომ, რომ მთელი პასუხისმგებლობა მათზეა.


ეს გახლავთ საბიუჯეტო დოკუმენტი, რომელიც უაღრესად მნიშვნელოვანია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, თუ როგორ უჭერს ამერიკა მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და დემოკრატიას.  დოკუმენტში საუბარია იმაზე, რომ სანქციები დაუწესდეს იმ კომპანიებს,  რომლებიც საქართველოს მთავრობის ნებართვის გარეშე ოპერირებენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე,“ - განმარტავს დათო სიხარულიძე.


 

კანონპროექტში ასევე აღნიშნულია, რომ დახმარების შეჩერება არ შეეხება იმ პროგრამებს, რომლებიც ხელს უწყობენ დემოკრატიას, კანონის უზენაესობის, სამოქალაქო საზოგადოების, მედიის განვითარებას ან მიმართულია გენდერული ნიშნით ძალადობის შემცირებაზე.

 

მარიამ მორგოშია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up