„ინფორმაციით მანიპულირება პანიკას ზრდის,საჭიროა მეტი სოციალური პასუხისმგებლობა“ -„გუდვილის“ დირექტორი

„ინფორმაციით მანიპულირება პანიკას ზრდის,საჭიროა მეტი სოციალური პასუხისმგებლობა“ -„გუდვილის“ დირექტორი

access_time2020-03-18 18:20:11

„დღეს არსებულ სიტუაციაში განზრახ ისეთი ტიპის განცხადებების კეთება,  რომელიც ხელოვნურად დათესავს პანიკას, არის ყოვლად დაუშვებელი. მაგალითად, გერმანიიდან იმპორტირებულ ორგანულ  ბრინჯზე აქცენტის გაკეთება, რომელიც ღირს 7 ლარამდე და საჯაროდ საუბარი,  რომ გუდვილში ბრინჯი მთლიანად შვიდი ლარი ღირს ეს არის ისეთი დამოკიდებულება,  რომელსაც არ უნდა ჰქონდეს ადგილი არცერთ შემთხვევაში.  ორგანული ბრინჯი შეიძლება 7 ლარიც იყოს და 15 ლარიც,  მაგრამ ქსელში არის დაბალფასიანი ბრინჯიც და საშუალოფასიანიც, რათა მომხმარებელს ჰქონდეს არჩევანი და ხელმისაწვდომობა ნაკლებძვირიან პროდუქტთან.“ - ასე ეხმაურება ჰიპერმარკეტ „გუდვილის“ გენერალური დირექტორი გიორგი ხაბაშვილი საზოგადოებაში მოარულ ხმებს პროდუქტის არსებულ თუ მოსალოდნელ გაძვირებაზე.


როგორც ცნობილია,  კორონავირუსის პანდემიის გავრცელების ერთერთი ნეგატიურ შედეგად პანიკის ფონზე მოსახლეობაში საკვები და საოჯახო პროდუქტების ჭარბად მომარაგებისა და ჰიპერმარკეტების გამოცარიელების მზადყოფნა შეგვიძლია მოვიაზროთ. რის შედეგადაც დაიწყო საუბრები, რომ სავაჭრო ობიექტები, ჰიპერმარკეტები, ყველაზე მოთხოვნად პროდუქციაზე ფასებს აძვირებენ და არსებული მდგომარეობის თავიანთ სასიკეთოდ გამოყენებას ცდილობენ.


„კომერსანტის“ კითხვაზე, არის თუ არა ფასები გაძვირებული და მოსალოდნელია თუ არა პროდუქციის ფასებში ცვლილება, „გუდვილის“ გენერალური დირექტორი გიორგი ხაბაშვილი პასუხობს, რომ ჰიპერმარკეტების ქსელი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ არსებული ფასები შენარჩუნდეს, ხოლო ამაზე ხმების გავრცელება არსებულ მძიმე პირობებში სოციალური უპასუხისმგებლობის მაჩვენებელია.


„სამოქალაქო თვითშეგნების საკითხია, რომ არ მოხდეს მომხმარებელში ხელოვნურად ისეთი ტიპის მანიპულაციები, რომ ესა თუ ის კომპანია წარმოჩინდეს ნეგატიურად. დღესდღეობით,  ქიმიის,  პარფიუმერიის და ოჯახის მოვლის პროდუქციაზე ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ფასია გუდვილში. დაბალფასიანი ბრინჯიც არის გუდვილში და დაბალფასიანი ქაღალდიც .  



ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ფასების ზრდა არ მოხდეს, თუმცა ჩვენ დამოკიდებული ვართ მოსაწოდებელ ფასზე ანუ ბაზარზე არსებულ ფასზე.  თუ რომელიმე ხილი ან ბოსტნეული ბაზარზე ძვირდება, ეს ასახვას ჰპოვებს სარეალიზაციო ფასზეც. ჩვენ არ გაგვიზრდია ჩვენი დარიცხვა, ჩვენი მოგება არის შემცირებული იმის გამო რომ, ბაზარზე არსებულ ფასთა ცვლილებებმა დიდად არ იმოქმედოს სუპერმარკეტში არსებულ ფასებზე.  


იმ პროდუქტებზე რომელზეც არის გაზრდილი მოთხოვნა, იქნება ეს შაქარი, წიწიბურა მაკარონი, ბრინჯი თუ სხვა, ჩვენ გვაქვს ბევრნაირი შეთავაზება - დაბალფასიანი, საშუალო და მაღალფასიანი პროდუქტების,  ხარისხისა და წამოების მიხედვით. თუ რომელიმე პროდუქტი ეძვირა მომხმარებელს, ეს არ ნიშნავს, რომ ფასები გაძვირდა, ჩვენ მაქსიმალურად ვაკავებთ გაძვირების პროცესს. იმ ძირითად პროდუქტებზე, რომელზეც არის გაზრდილი მოთხოვნა გულდვილს ფასნამატი არ გაუზრდია და ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ.“ - აღნიშნა ხაბაშვილმა.


რაც შეეხება  მოარულ ხმებს პროდუქტების შესაძლო გაძვირებებზე და  უნდა დაინტერესდეს თუ არა ამ საკითხით  სამართალდამცავი ორგანოები, შესაბამისად, უნდა დადგეს თუ არა ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი, ხაბაშვილი ამაზე ამ ეტაპზე ვერ საუბრობს და აცხადებს, რომ ახლა უჭირს  ვინმეს პასუხისმგებლობებზე საუბარი. 



 მარიამ მორგოშია



თეგები:
გუდვილი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up