„უკრაინას და ევროკავშირს შესაძლებლობა უნდა მივცეთ, რუსეთის გვერდისავლით, ჩვენი სატრანზიტო დერეფანი გამოიყენონ“ - ვახტანგ ჭარაია

„უკრაინას და ევროკავშირს შესაძლებლობა უნდა მივცეთ, რუსეთის გვერდისავლით, ჩვენი სატრანზიტო დერეფანი გამოიყენონ“ - ვახტანგ ჭარაია

access_time2022-07-11 12:00:38

„მარტივი აზროვნებიდან, ცოტა კომპლექსურ და გრძელვადიან აზროვნებაზე უნდა გადაეწყოს ბიზნესი, მათ შორის სატრანზიტო მიმართულებით. სატრანზიტო კომპანიებს უნდა ესმოდეთ, რომ დღეს გაკეთებული კარგი შეთავაზებით, შესაძლოა გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება და სატრანზიტო კომპანიების სამუდამოდ გადმობირება“, — ამის შესახებ ეკონომიკის დოქტორმა, პროფესორმა, თსუ–ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორმა ვახტანგ ჭარაიამ, გიორგი აბაშიშვილის საავტორო გადაცემაში „ბიზნეს ინსაიდერი“ განაცხადა.


მისი თქმით, ტარიფების გადახედვა და ტრანზიტის პროცედურების გამარტივება სხვა დეტალების მოგვარებასთან ერთად, მოგვცემს საშუალებას რუსეთ-უკრაინის ომის გამო შემოსული ინვესტორი, არა დროებით, არამედ სამუდამოდ გადმოვიბიროთ.


„შუა დერეფნის საკითხი ახლა ძალიან მნიშვნელოვანია და ყველაზე აქტუალურია. თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ მარტო საქართველოზე არ არის ეს დამოკიდებული, ჩვენ უნდა დავალაგოთ ეკონომიკურ ურთიერთობები მეზობელ ქვეყნებთან და ქვეყნის შიგნითაც ბევრია სამუშაო, მათ შორის თუნდაც ტარიფების გადახედვა, ტრანზიტის პროცედურების გამარტივება, რომ ინვესტორს გასვლა არ მოუნდეს ქვეყნიდან, ამაზე არის დღესვე სამუშაო.



თუმცა ბოლო პერიოდის ჩემი დაკვირვებები მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ნაცვლად იმისა, რომ ვიზრუნოთ ტარიფების შემცირებაზე, სატრანზიტო კომპანიებისთვის უფრო მოქნილი პაკეტების შეთავაზებაზე, პირიქით. გვგონია რომ როცა მათი რაოდენობა იზრდება, რატომ უნდა გავამარტივოთ რამე? რატომ უნდა დავთმოთ როცა ბუნებრივი ზრდა გვაქვს? თუმცა ეს მიდგომა ჩვენ მოგვცემს იმას, რომ როგორც კი რუსეთ-უკრაინის ომი დამთავრდება ან სანქციები შესუსტდება, ეს ტრანზიტული ტვირთი საქართველოდან გაქრება და გადავა ისევ რუსეთში, სწორედ ეს არ უნდა დავუშვათ. 


ჩვენ შეგვიძლია უკრაინას თუ ევროკავშირის ქვეყნებს მივცეთ შესაძლებლობა, რომ რუსეთს აარიდონ თავი და ჩვენი სატრანზიტო დერეფანი გამოიყენონ. უკრაინის დახმარება და რუსეთის შესუსტება გადის სწორედ მათთვის გარკვეული ტვირთების წართმევით და საქართველოზე გატარებით“,  ამბობს ვახტანგ ჭარაია.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up