"არ შემიძლია, კმაყოფილება არ გამოვხატო, რომ პროტესტი არ წარიმართა ისეთი დესტრუქციული ფორმით, როგორც დაანონსებული იყო" - ნათია თურნავა

access_time2021-02-06 18:10:50

არ შემიძლია, კმაყოფილება არ გამოვხატო, რომ პროტესტი არ წარიმართა ისეთი დესტრუქციული ფორმით, როგორც დაანონსებული იყო, – ასე შეაფასა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა სარესტორნო ბიზნესის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად დღეს თვითნებურად არ განაახლებენ მუშაობას.

საქართველოს პირველ არხთან საუბრისას ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ დღეს ბიზნესის წარმომადგენლების მიერ პარლამენტთან გამართული საპროტესტო აქცია ადამიანების კონსტიტუციურ უფლებას წარმოადგენს.

„არ შემიძლია, კმაყოფილება არ გამოვხატო, რომ პროტესტი არ წარიმართა ისეთი დესტრუქციული ფორმით, როგორც იყო დაანონსებული, რომ თითქოს რესტორნები მაინც გაიხსნებოდნენ და იმუშავებდნენ. ეს იქნებოდა სერიოზული კანონდარღვევა და ამას თავის პასუხისმგებლობა გარდაუვლად მოჰყვებოდა. დღეს რაც არის, ეს არის სრული კონსტიტუციური უფლება ამ ადამიანების, ვინც ჩართულები არიან ბიზნესებში და გამოხატავენ პროტესტს, მაგრამ მე მინდა ასევე ხელისუფლების პოზიციაც გაიგონ, გაგებით მოეკიდონ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ორი ამოცანა დავაბალანსოთ. ეს არის ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე და ეს არის ბიზნესის და ეკონომიკის ინტერესები“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებაზეც ისაუბრა, რომლის თანახმად 8 და 15 თებერვლიდან გარკვეული შეზღუდვები იხსნება.


„ძალიან კარგად მესმის, რომ ჩვენ დღესდღეობით არ გვაქვს შესაძლებლობა, სრულყოფილად აღვადგინოთ ყველა ბიზნესის საქმიანობა ისე, როგორც ეს იყო 2019 წელს, ანუ პანდემიამდე. რა თქმა უნდა, ბიზნესებს ახსოვთ 2018-2019 წლები, რომელიც ტურისტული ინდუსტრიისთვის საუკეთესო იყო. შარშან  და წელს მთლიანად მსოფლიოს ტურისტულ ინდუსტრიას გლობალურად გაუჭირდა. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩნდება პროტესტი, მაგრამ ვფიქრობ, აუცილებლად უნდა დაინახონ, რამდენად დიდ ძალისხმევას ვწევთ ჩვენ, მთავრობა, რათა შეძლებისდაგვარად არ დავაზარალოთ ეპიდვითარება და თან ვამუშაოთ ბიზნესი.

იცით, რომ 15 თებერვლიდან უკვე მთელი საქართველოს მასშტაბით ღია სივრცეებში სარესტორნე ინდუსტრიას ვხსნით, სასტუმროები ყველგან მუშაობენ, გარდა ზამთრის კურორტებისა. საკმაოდ მკაცრი რეკომენდაცია იყო ამაზე, რომ არ გაგვეხსნა ზამთრის კურორტები, რადგან იქ ეპიდაფეთქების დიდი ალბათობა არსებობდა. გარდა ამისა, 8 თებერვალს დაიწყება რესტორნების ახალი შერჩევა, ვინც მიიღებს სესხის სუბსიდირებას. ასევე, ამ პროგრამაში, „აწარმოე საქართველოს ფარგლებში“ ჩვენ ჩავრთეთ ფიტნეს დარბაზები, სპორტული მოედნების მფლობელები, აუზების მფლობელები, ასევე კერძო საბავშვო ბაღები. რა თქმა უნდა ეს არ არის ის, რომ მთლიანად გავანეიტრალოთ ნეგატიური ზემოქმედება. ამიტომ ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ მომდევნო კვირებში არ გაუარესდება ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

1tv.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up