ინტერესთა კონფლიქტი ეროვნულ ბანკში – რატომ აკრიტიკებენ გვენეტაძეს

ინტერესთა კონფლიქტი ეროვნულ ბანკში – რატომ აკრიტიკებენ გვენეტაძეს

access_time2021-06-15 11:00:27

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძეს პარტია “ლელო საქართველოსთვის” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ კაპიტალის ბაზრის შესახებ დაუსვა კითხვა. ხაზარაძის შეფასებით, ამ მიმართულების რეგულირებაში არსებობს მკაფიო ინტერესთა კონფლიქტი, რადგანაც კაპიტალის ბაზარი არის საბანკო-საფინანსო სფეროს პირდაპირი კონკურენტი, ხოლო სებ-ის ძირითად პრიორიტეტს სწორედ საბანკო სფერო წარმოადგენს. მისი თქმით, საქართველოში არ არსებობს არანაირი არხი ბიზნესისთვის, რომ მათ მოიზიდონ ფული საკუთარი საქმიანობის გაფართოებისთვის, გარდა იმისა, რომ მიაკითხონ ბანკებს და ეს სწორედ სებ-ის ბრალეულობაა.


„საქართველოში არ არსებობს არანაირი არხი ბიზნესისთვის, რომ მათ მოიზიდონ ფული თავიანთი საქმიანობისთვის, გარდა იმისა, რომ მიაკითხონ ბანკებს. ეს პირველ რიგში იწვევს საკმაოდ დიდ უკმაყოფილებას. არცერთი კომპანია კაპიტალიზირებული არ არის საქართველოში. პრაქტიკულად თქვენ ეს მიმართულება მოკალით და ქვეყანაში არანაირი პერსპექტივა არ არსებობს იმისათვის, რომ საერთაშორისო ბიზნესმა, ან თუნდაც ჩვენმა მოქალაქეებმა მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა კომპანიების მფლობელობაში“, - მიმართა მამუკა ხაზარაძემ სებ-ის პრეზიდენტს.


ფინანსისტი და საპენსიო სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი ლევან სურგულაძე კაპიტალის ბაზარზე საუბრისას აღნიშნავს, რომ მონეტარული პოლიტიკის განმსაზღვრელი, საფინანსო სექტორის და კაპიტალის ბაზრის მარეგულირებელი გაერთიანებულია ერთ მეგა-მარეგულირებელში - ეროვნულ ბანკში, რაც ნამდვილად პრობლემაა.



„არსებობს მრავალი კვლევა საკითხზე, შეიძლება თუ არა მონეტარული პოლიტიკის განმსაზღვრელი იმავდროულად არეგულირებდეს საფინანსო სექტორს და ფასიანი ქაღალდების ბაზარს -  პასუხი არის არა. დიდი შეცდომა იყო, 2009 წელს, საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს, რომელიც გახლდათ საფინანსო სექტორის და ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელი, ეროვნულ ბანკთან შეერთება. ამ პერიოდიდან, აქტივობა ფასიანი ქაღალდების ბაზარზე სწრაფად წამოვიდა ქვემოთ და ბოლოს ნულს გაუტოლდა. არა მარტო ფასიანი ქაღალდების ბაზართან მიმართებაში, არამედ საფინანსო სექტორთან მიმართებაშიც მონეტარული პოლიტიკის განმსაზღვრელს არცთუ იშვიათად უწევს (ინტერესთა. რედ.) კონფლიქტური გადაწყვეტილებების მიღება. მარტივი მაგალითი: თუ ინფლაციური პროცესები ძლიერდება, ძირითადად ეკონომიკური აღმავლობის პერიოდში, მონეტარული პოლიტიკის გამტარებელმა ეროვნულმა ბანკმა შეიძლება გადაწყვიტოს ნიშნული (რეფინანსირების. რედ.) განაკვეთის გაზრდა, რაც აშკარად არ არის, იმავე მარეგულირებლის ქვეშ მყოფი საბანკო და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ინტერესებში, რადგანაც მათ საკრედიტო პორტფელებში საკრედიტო ხარისხის და დეფოლტის რისკი გაიზრდება“, - ამბობს ლევან სურგულაძე.


მისი თქმით, კომერციულ ბანკებსა და ფასიანი ქაღალდების ბაზარს შორის გარკვეული ინტერესთა კონფლიქტი პოტენციურად არის, თუმცა ეს არ არის ახლა მთავარი პრობლემა.


„საერთაშორისო ფინანსურ სისტემებში ფასიანი ქაღალდების ბაზარი და კომერციული ბანკები უკონფლიქტოდ თანაარსებობენ და ერთმანეთის კონკურენტებად არ მოიზარებიან. საინვესტიციო ფული ბუნებრივად (ინვესტორის რისკის აპეტიტის მიხედვით) ნაწილდება ბანკებში და ფასიან ქაღალდებში. ბანკები სასესხო ინსტრუმენტების საშუალებით აფინანსებენ მცირე და მცირესთან-ახლო საშუალო ბიზნესებს და ფიზიკურ პირებს, ხოლო ფასიანი ქაღალდების ბაზარზე ინსტრუმენტთა ძალიან ფართო სპექტრია წარმოდგენილი, რომელთა საშუალებითაც ფინანსდება დიდი და დიდთან-ახლო საშუალო ბიზნესი, როგორც საკრედიტო ისე წილობრივი ფულით. ჩვენთან, კაპიტალის ბაზრის არარსებობის პრობლემა რამდენიმე წახნაგოვანია და ეროვნული ბანკის როლი პრობლემის უკლებლივ ყველა წახნაგს არ მოიცავს“, - აღნიშნავს ლევან სურგულაძე.





ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა
access_time2021-07-30 18:00:43
30 ივნისის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებაში 0.47 თეთრით 3.1244-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს კურსმა 3.1100 შეადგინა. დოლარის მსგავსად ლარი ასევე გაუფასურდა ევროსთან 1.31 თეთრით 3.7174-მდე, ბრიტანლ ფუნტთან 1.28 თეთრით 4.3670-მდე, თურქულ ლირასთან 0.46 თეთრით 0.3713-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.67 თეთრით 1.8391-მდე, 100 რუსულ რუბლთან 1.88 თეთრით 4.2829-მდე. გამონაკლისი სომხური დრამი აღმოჩნდა 1000 დრამი 2.73 თეთრით 6.4197-მდე...

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი
access_time2021-07-30 21:00:51
დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:   1. ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ივნისშიც გაგრძელდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გრძელდება. ივნისში მშპ გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 18.7%-ით გაიზარდა.   2. ქართული არქიტექტურული პროექტი...

საგადასახადო შეღავათის მოთხოვნის ვადა 1–ელ აგვისტოს იწურება

საგადასახადო შეღავათის მოთხოვნის ვადა 1–ელ აგვისტოს იწურება
access_time2021-07-30 17:00:16
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური იურიდიულ პირებს შეგახსენებს, რომ გადასახადის გადამხდელს, რომელსაც აქვს მიმდინარე წლის 17 მაისის მდგომარეობით წარმოშობილი, აღიარებული ან არაღიარებული საგადასახადო დავალიანება, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შესაძლებლობა ეძლევა, გადასახადის ძირითადი თანხის გადახდის პირობით სრულად შეიმციროს დარიცხული ჯარიმა-საურავები.  დღეის მონაცემებით, საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ, შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში, ...

როგორი იქნება სპორტული მედიცინის ცენტრი, რომელიც თბილისში აშენდება

როგორი იქნება სპორტული მედიცინის ცენტრი, რომელიც თბილისში აშენდება
access_time2021-07-30 16:00:51
თბილისში სპორტული მედიცინის ცენტრის მშენებლობა იგეგმება, - ამის შესახებ jandacva.ge-ს სპორტული მედიცინის ასოციაციის ვიცე პრეზიდენტმა ხათუნა საგანელიძემ განუცხადა. მისი ინფორმაციით, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი სპორტული რეაბილიტაციის ცენტრს ააშენებს. მისი ინფორმაციით, დაწყებულია კონკრეტული მოლაპარაკებები სპორტული მედიცინის ცენტრების მშენებლობაზე, აღჭურვაზე, ექიმების და რეაბილიტოგების გადამზადებაზე. საგანელიძის განმარტებით, ამისთვის საჭიროა საკმაოდ დიდი...

პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით ეკონომიკური ზრდა 6,4%-ის დონეზეა

პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით ეკონომიკური ზრდა 6,4%-ის დონეზეა
access_time2021-07-31 10:00:13
ივნისში საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა არა მხოლოდ პანდემიური 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან, არამედ 2019 წელთან შეადრებითაც.  ბიზნესგარემოს საგარეო ეკონომიკური კონიუნქტურის გაუმჯობესება,  წარმოების ზრდა და  რეკორდული ფინანსური ტრანზაქციები  უცხოეთიდან - ეს ის ფაქტორებია, რამაც წინა თვეში ეკონომიკა მაღალი ორნიშნა მაჩვენებლით გაზარდა.  2019 წელთან შედარებით, ზრდა 6,4%-ის დონეზეა. როგორც  სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე ,,კომერსანტთან“...


მსგავსი სიახლეები

up