„არ შეიძლება ადამიანებს ცხოვრება აუკრძალო, ეს კატასტროფა და სრული სიგიჟეა, კომუნიზმია“

„არ შეიძლება ადამიანებს ცხოვრება აუკრძალო, ეს კატასტროფა და სრული სიგიჟეა, კომუნიზმია“

access_time2020-11-30 10:10:06

საქართველოში უკვე მორედ, საქართველოს მთავრობამ კარანტინი გამოცხადა, ოფიციალურად ხელისუფლებამ წერტილოვანი შეზღუდვები აამოქმედა თუმცა, მათი გადაწყვეტილებით ქვეყანა რეალურად ისევ დაიკეტა. ათი ათასობით ადამიანი, ორი თვით, ჩაკეტილ ქალაქებში უმუშევრები, შემოსავლის გარეშე დარჩნენ.

 

 

გაჩერებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დაკეტილი სავაჭრო ცენტრები, ბაზრობები, ფიტნეს დარბაზები, აუზები, რესტორნები და კვების ობიექტები - ეს საქართველოს ახალი რეალობაა. რეალობა რომელშიც ყოველდღიურად 4 000 ახალი ინფიცირებულია, რეალობა რომელშიც მმართველი გუნდის წევრები ყოველდღიურად ამტკიცებენ, რომ ჯანდაცვის სისტემა კოლაფსის წინაშე არაა, რეალობა რომელში რადიკალურად განსხვავებულია ჰოსპიტალური სექტორის წარმომადგენლების აზრები, რეალობა რომელშიც რეალურად კოვიდ დადებითიც და უარყოფითი ადამიანებიც მარტო დარჩნენ.

 

 

მიიღო თუ საქართველოს მთავრობამ სწორი გადაწყვეტილება და რატომ აღმოჩნდა ქვეყანა რთულ ეპიდემიოლოგიურ და ეკონომიკურ მდგომარეობაში. საკითხზე "ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს" პრეზიდენტი პაატა შეშელიძე საუბრობს. ეკონომისტი მიიჩნევს, რომ აქცენტების შეზღუდვაზე გაკეთება მცდარია. მისი თქმით, ბევრად უფრო გონივრული მოტივაციაზე და ჯანდაცვის სისტემის რეორგანიზაციაზე ორიენტირებული გადაწყვეტილების შემოთავაზება იქნებოდა. როგორც შეშელიძე განმარტავს ქვეყანაში შექმნილი რთული მდგომარეობა სრულიად ავანტიურისტულმა, საქმეში ჩაუხედავმა და ცხვირაწეულმა მიდგომებმა გამოიწვია, რისი გააზრებაც მისივე განმარტებით ნულოვანია. ექსპერტი საუბარს ჯანდაცვის სისტემაში შექმნილი პრობლემებით იწყებს:

 

 

 


„თავიდან „ცენტრალიზებული მკურნლობის“ მცდარი გადაწყვეტილება იყო მიღებული, შესაბამისად მივიღეთ ის მდგომარეობა რაც გვაქვს, ეს მკურნალობაა არაა, ეს არის ადამიანებზე ცდების ჩატარება. ადამიანები ითხოვენ შველას ამ დროს კი არ არის საკმარისი არც ექიმი, არც სააავადმყოფო და  არც საწოლი. ამის გააზრება არის ნულოვანი. როცა მე არ მაქვს დამოუკიდებლად არჩევანი გადაწყვეტილებები მივიღო თუ სად ვიმკურნალო ეს არის კომუნიზმი, კომუნიზმი კი გავიარეთ და ვნახეთ, რომ არ მუშაობს. ამას მოჰყვება ქრთამი და ჩაწყობა, ეს თეორია არაა, ამას ჩვენ რეალობაში ვხედავთ.

 

ადამიანს, რომელიც ავად ხდება, არავინ ეკითხება რომელ ექიმთან და რომელ საავადმყოფოში მივიდეს, მოკლედ, რომ ვთქვათ მას არჩევანი არ აქვს. ამ გზით ჩვენ პრაქტიკულად სამედიცინო სისტემას ვზღუდავთ, რომ პაციენტს უკეთესი მომსახურება შესთავაზოს, იყოს მოტივირებული და პრობლემის შესაბმისად  გადაწყვეტის საუკეთესო გზა ეძებოს. ამის გაგრძელება ასევე არის ის, რომ შემოთავაზება თუ როგორ იმკურნალო არის ცენტრალიზებული, მხედველობაში მაქვს ის, რომ არის ერთი პროტოკოლი რომლითაც უნდა იმკურნალო. კარგია ეს პროტოკოლი თუ არაა, ამაზე მოქალაქეებს ნულოვანი გავლენა აქვთ. ალბათ მკურნალ ექიმსაც ნაკლები გავლენა აქვს, რადგან ისიც დამტკიცებულ პროტოკოლს ემორჩილება.

 

უნდა შევეხოთ კიდევ ერთ საკითხს - ვთქვათ არ მჭირდება კლინიკაში მისვლა, მაგრამ მჭირდება კონსულტაციები, ის ექიმები რომლებიც უნდა გვკმურნალობდნენ არ არიან ფინანსურად მოტივირებულები, ყოველი დამატებით ზარი მისთვის არის დანახარჯი, მაგრამ არ არის შემოსავალი. წარმოვიდგინოთ, რომ ადამიანს ფიქსირებული ანაზღაურება აქვს, სიტყვაზე დღეში 100 ლარი და მას აქვს არჩევანი უპასუხოს 10 - ს თუ 100 ადამიანს, ცხადია 10 ადამიანს უპასუხებს და აჩვენებს, რომ ვითომ დაკავებულია. ამ საკითხის გაგრძელება არის კომპეტენცია, ამ კუთხითაც ადამიანების საკმარისი რაოდენობა არ გვყავს“, - აცხადებს პაატა შეშელიძე.

 

 

"ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს" პრეზიდენტი აცხადებს, რომ ვერანაირი ფინანსური დახმარება რეალურ მდგომარეობას ვერ შეცვლის. მისი თქმით, მმართველი გუნდის მიერ გადადგმული ნაბიჯები ლოგიკას არ ექვემდებარება. როგორც პაატა შეშელიძე აცხადებს გადაწყვეტილება მოქალაქეებს შეუზღუდონ ეკონომიკური საქმიანობა უგუნურებაა.

 

 

„წარმოვიდგინოთ, რომ ადამიანს აქვს წარმატებული საქმე, რომელიც შეეზღუდა, მისი შემოსავალი 3 000 ლარი იყო, მას ამ თანხაზე აქვს ბევრი რამ აწყობილი მაგალითად სესხი, სწავლის გადასახადი, სხვა პირადი გეგმები და ა.შ. ეს ადამიანი, რომელსაც 3 000 ლარი აქვს შემოსავალი გათანაბრებულია ადამიანთან, რომელსაც საერთოდ არ აქვს შემოსავალი და ორივემ 300 ლარი უნდა მიიღოს. ეს არის დანაშაული, არ შეიძლება ადამიანებს ცხოვრება აუკრძალო, თუნდაც თავისი რისკით. ამ სიტუაციაში მნიშვნელოვანი არის ის, რომ სახელმწიფომ პანდემიის გამოცხადებით გარკვეულწილად ვალდებულება იკისრა იმაზე, რომ ყველაფერს უმკურნალებს, ის ვერ წვდება ამ ვალდებულებას და აქეთ გვზღუდავს, რომ დამოუკიდებლად შემოსავლის მიღების საშუალება არ გვქონდეს. ეს არის კატასტროფა და სრული სიგიჟე, დიქტატურაზე უარესია, ეს არის უგუნურება. ამბობენ, რომ სხვებიც ასე აკეთებენ, სხვები იდიოტურად, რომ იქცევიან შენ რა ვალდებული ხარ იდიოტობა გაიმეორო? რა ლოგიკაა რომ იქ ასეა მიღებული?  იქაც შეცდომაა და აქაც.როცა მთავრობა თავის თავზე იღებს ყველა ხარჯს ეს არის სიგიჟე , არ იმუშავებს , ეს არის კერძო შეცდომების ნაციონალიზება, ასეთი სისტემა არ მუშაობს. არ მინდა პოლიტიკა ავურიო მაგრამ, ინტერესი არის ის, რომ ადამიანები იყვნენ დაშინებულები და დაჩაგრულები, რათა საპროტესტო აქციებზე არ გამოვიდნენ. დააფეთე და იბატონე ეს არის დღევანდელი პოლიტიკა“, - განაცხადა პაატა შეშელიძემ.

 


ბაჩო ადამია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up