„არ მოვინდომეთ ხუდონი, ნენსკრა, ნამახვანი - ამას ხედავენ საერთაშორისო ინვესტორები“

„არ მოვინდომეთ ხუდონი, ნენსკრა, ნამახვანი - ამას ხედავენ საერთაშორისო ინვესტორები“

access_time2021-09-23 22:00:00

ენერგეტიკოსი დავით მირცხულავა „ბიზნესპარტნიორთან“ ნამახვანჰესის პროექტის ჩავარდნას აფასებს და აცხადებს, რომ აშკარაა ქართულ ჰიდროენერგეტიკაზე სისტემური შეტევა მიმდინარეობს.



„ეს კი განსაკუთრებით იმ დროს ხდება, როდესაც მსოფლიო ენერგეტიკაში რადიკალური, რევოლუციური ცვლილებები მიმდინარეობს, რასაც „მე-4 ენერგეტიკული გადასვლა“ ჰქვია.რეალურად,ამ გადასვლით წიაღისეული საწვავის გამოყენება უახლოეს 10 წელიწადში მინიმუმამდე იქნება შემცირებული. აღარაფერს ვიტყვი 2050 წლის „ნახშირბადნეიტრალურ“ მიზნებზე მთელ მსოფლიოში. ასეთი პერსპექტივით ჩვენ კი გვაქვს ბუნებრივი სიკეთე - ჰიდროპოტენციალი, რომელსაც უამრავი მიზეზის გამო, კატეგორიულად არ ვიყენებთ ბოლო 30 წელია.



მხოლოდ საქართველოში ისმის ისეთი სიცრუე, რომ ჰიდროენერგეტიკა გუშინდელი დღეა ენერგეტიკის, გადახედეთ ევროპაში 2021 წელში ჩატარებულ თუ დაგეგმილ კონგრესებს თუ კონფერენციებს ჰიდროენერგეტიკაზე და ადვილად მიხვდებით ,რომ ეს ასე არაა,ჰიდროენერგეტიკის ახალ პერსექტივებზე მის გაზრდილ როლზე „მე-4 ენერგეტიკული გადასვლის პერიოდში“ მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში უამრავ პუბლიკაციას ნახავთ სახელმწიფოს ლიდერების,პოლიტიკოსების,მეცნიერების, თუმცა ჩვენთან მავანს და მავანს ეს ნაკლებად აინტერესებს,“-განმარტავს მირცხულავა.



როგორც ენერგეტიკოსი აცხადებს,სისტემური პრობლემაა ის, რომ საქართველოში ისეთ ინვესტიციებზე ენერგეტიკაში, რომელიც რეალურად დადებით გავლენას ახდენს ქვეყნის მაკროეკონომიკაზე, მუდმივად ხორციელდება ასეთი მასიური სისტემური შეტევა.



„ხუდონის ინვესტორი,რომელიც ბრიტანეთიდან (წარმომავლობით ინდუსი) იყო არ მოვინდომეთ,იგივე მოხდა „ნენსკრაჰესზე“, სადაც სამხრეთ კორეული ინვესტიცია უნდა განხორციელებულიყო,შემდეგ-„ნამახვანის“ სიტუაცია დადგა. ამ შემთხვევაში პროექტის ძირეული განხილვების პროცესიც არ წავიდა.



გახსოვთ გაზაფხულზე ეკონომიკის სამინისტროს მიერ ყველა არსებული საპროექტო ტექნიკური და გარემოსდაცვითი დოკუმენტაცია გაიხსნა, ექსპერტებს გადაეცა განსახილველად,ყველას შეეძლო გამოეთქვა თავისი მოსაზრება, კრიტიკული შეფასება.მართალი გითხრათ,ამ თემაზე სამწუხაროდ ექსპერტების მხრიდან დოკუმენტურად დაწერილი და წარმოდგენილი განხილვისათვის მასალა არ მინახავს და რამდენადაც ცნობილია, არც ეკონომიკის სამინისტროში შესულა ასეთი დოკუმენტი. მოკლედ, ძალიან მძიმე სიტუაციაა კამპანია „არა ჰესებს“ ძალიან აქტიურად მიმდინარეობს.




ყველა რეგიონში თუ ხეობაში,არის და იქმნება ჯგუფები,რომლებიც ჰესებს ეწინააღმდეგება. რეალურად,საქართველოს მთელ ტერიტორიაზე,თითოეული გამონაკლისის გარდა,ჰიდროენერგეტიკული მშენებლობა შეჩერებულია,“-აცხადებს მირცხულავა.



მისივე განცხადებით,არა აქვს მნიშვნელობა საქმე ეხება მიკრო, მცირე,თუ საშუალო სიმძლავრის ჰესებს. ენერგეტიკოსი განმარტავს, რომ შექმნილ სიტუაციაში ქვეყანაში ვერც ქარის და მზის ენერგიების განვითარება მოხდება,ასეთ პროექტებზეც საქართველოში უამრავი შეტევა ხორციელდება და ამას პერმანეტული ხასიათი აქვს.მზის და ქარის ენერგეტიკის განვითარებას სარეზერვო სიმძლავრეები სჭირდება, რომლის უიაფესი წყარო ისევ ჰიდროენერგეტიკაა, თუმცა, ამასაც არავინ ითვალისწინებს.



„2022 წელს ელექტროენერგიის წლიური მოხმარება დაახლოებით 14.7 მლრ.კვტ.საათამდე მივა, რით ვაპირებთ დაფარვას, იმპორტით?დღეს საქართველო ელექტროენერგიის მცირე ექსპორტს ახდენს ზაფხულში და ზოგიერთს ილუზია ექმნება ,რომ ჩვენ ზაფხულში ენერგიის სიჭარბე გვაქვს, რაც არ არის სწორი და ზაფხულის დიდ ნაწილშიც უკვე დეფიციტურია და მეტად გახდება. სამომავლოდ თუ ასე გაგრძელდა და არაფერი ავაშენეთ ისე გაიზრდება მოხმარება, რომ მის დაფარვას ჩვენი სისტემა ვეღარ შეძლებს.



გადავხედოთ ფასებსაც, ელექტროენერგიის ფასები იზრდება ყველა ჩვენს მეზობელ ქვეყანაში, რადგან საწვავი ძვირდება, ალბათ ყველა თვალყურს ადევნებდა სენსაციურ ცნობას „სპოტზე“ ფასებმა ევროპაში ბუნებრივ გაზზე რეკორდულ 920 აშშ დოლარს გადააჭარბა 1000მ3 -ზე.



ყველას შეუძლია ნახოს გაზის ფასები ევროპაში. შეიძლება დღეს ის სპეკულაციურია, მაგრამ ეს ტარიფები, ხომ მაღლა მიდის ეს აშკარაა,“ ტრენდი ასეთია,ჩვენ ხომ გაზის იმპორტიორი ქვეყანა ვართ,“-აცხადებს მირცხულავა.



ენერგეტიკოსის შეფასებით, „ნამახვანჰესის“ ინვესტორის გუშინდელი გადაწყვეტილება ქვეყნის საინვესტიციო იმიჯზე სახარბიელოდ ნამდვილად არ იმოქმედებს.



„უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველოში ისეთი მასშტაბის ინვესტორები, როგორიცაა Enka, ძალიან იშვიათად შემოდიან. საერთოდ, მცირე და საშუალო სადგურებზე ძალიან დიდი პრობლემებია საინვესტიციო კუთხით, საინვესტიციო კლიმატსაც სახარბიელოს ვერ დავარმევთ,ყველა ხედავს ამას, ხედავენ ის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიც, კერძო ფონდები, რომელიც ამ დარგს აფინანსებენ და ცდილობენ დააფინანსონ ბოლო 7-8 წელია, თუნდაც, შემიძლია გაგახსენოთ, უდიდესი ამერიკული ფონდი „ცერბერუსი“.



ცალკე თემაა, საერთაშორისო არბიტრაჟამდე ამ საკითხის მისვლა რისი ძალიან დიდი ალბათობაა. ამ სამივე დიდ ჰიდროსადგურზე არბიტრაჟში დავა ან წაგება, ძალიან დააზარალებს ქვეყანას, მის ეკონომიკას,“-აცხადებს მირცხულავა.



შეგახსენებთ, ნამახვანჰესის ინვესტორი კომპანია ENKA Renewables-ი საქართველოს მთავრობასთან დადებულ ხელშეკრულებას წყვეტს,შედეგად, ის $800 მილიონიან ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაზე უარს ამბობს.



business-partner.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up