არ მინდა MARIOTT-ის და HILTON-ის ფასებმა მომხმარებელი დააფრთხოს - GDG ჯგუფი

არ მინდა MARIOTT-ის და HILTON-ის ფასებმა მომხმარებელი დააფრთხოს - GDG ჯგუფი

access_time2020-07-15 18:00:22

GDG ჯგუფში შემავალი კომპანია GDG იმერეთი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან 4-ვარსკვლავიან სასტუმრო 2021 წლის ზაფხულში გაიხსნება.

 

როგორც კომპანიის  დამფუძნებელი ბეჟან წაქაძე აცხადებს, ამ დროისთვის ობიექტის მშენებლობა თითქმის დასრულებულია, უახლოეს მომავალში კი სარემონტო სამუშაოები დაიწყება. „ეს იქნება მთელი იმერეთის სავიზიტო ბარათი,“ - აცხადებს წაქაძე.

 

ბიზნესმენი განმარტავს, რომ 120 ნომრიანი სასტუმრო 5 სართულიანი იქნება. თუმცა, 12 000 კვ.მ ფართობზე გაშენებულ კომპლექსში სასტუმროს გარდა, რესტორანი  ,ბარი და კაზინო განთავსდება. წაქაძე არ გამორიცხავს, რომ  სასტუმროს  დაემატოს სხვადასხვა ინფრასტრუქტურა, მათ შორის აუზი.


 

„საერთაშორისო ბრენდებმა, მათ შორის, Mariott-მა და Hilton-მა მართვაში შემოსვლა შემომთავაზეს. თუმცა, ვფიქრობ, რომ  ჩამოვაყალიბო მენეჯმენტ კომპანია, რომელიც სასტუმროს მართვას თავად უზრუნველყოფს. ისიც ვიფიქრე, რომ ბევრი შეიძლება დააფრთხოს Mariott-მა და Hilton-მა, რადგან მაღალი საფასო სეგმენტის სასტუმროებია, ძვირიანია, მე კი მინდა, რომ ფასები ხელმისაწვდომი იყოს,“ - აღნიშნავს ბეჟან წაქაძე.

 

ბიზნესმენის ინფორმაციით, პროექტში დაახლოებით 8 მლნ დოლარის ინვესტიცია ხორციელდება. მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე უცნობია რა სახელით დაიწყებს სასტუმრო ოპერირებას, განიხილება რამდენიმე ვარიანტი, მათ შორის, „არგონავტები“, თუმცა, მენეჯმენტი საბოლოო გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში მიიღებს.


ბიზნესპარტნიორი


თეგები:
GDG ჯგუფი



საქართველოში ელექტრომომარაგება აღდგა

საქართველოში ელექტრომომარაგება აღდგა
access_time2021-06-14 17:46:59
თბილისსა და საქართველოს რეგიონებში ელექტრომომარაგება, სისტემური ავარიის შემდეგ, მთლიანად აღდგა. ამის შესახებ საქართველოს "სახელმწიფო ელექტროსისტემაში"...

14 ივნისი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა

14 ივნისი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა
access_time2021-06-14 18:00:57
14 ივნისის ვაჭრობაზე დაფიქსირებული ოფიციალური კურსის თანახმად, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 7 პუნქტით გამყარდა. შედარებისთვის, დაახლოებით 112 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი, პრაქტიკულად, უცვლელია. 14 ივნისის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურდა და 3.2040 ლარი გახდა (ეს კურსი 15 ივნისს შევა ძალაში). ქართული ვალუტით ვაჭრობა Bloomberg-ზე...

ხვალიდან „ბელავია“ საქართველოში რეისებს აორმაგებს

ხვალიდან „ბელავია“ საქართველოში რეისებს აორმაგებს
access_time2021-06-14 18:45:14
ბელარუსულმა ავიაკომპანიამ „ბელავია“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოსთან პირდაპირი ფრენების რაოდენობას 15 ივნისიდან მნიშვნელოვნად გაზრდის. „15 ივნისიდან ბათუმის რეისების რაოდენობა გაორმაგდება – კვირაში 7–დან 14–მდე. „ბელავია“ საქართველოს მთავარ საზღვაო ქალაქში დღეში ორჯერ იფრენს. 15 ივნისიდანვე იგეგმება თბილისის მიმართულებით ფრენების სიხშირის გაზრდაც – ნაცვლად არსებული 7 რეისისა კვირაში – 11 რეისამდე. ოთხი რეისი დაემატება: სამშაბათობით, ოთხშაბათობით და შაბათ–კვირას“, – განაცხადეს...

ნატო–ს სამიტზე არ დასახელდება საქართველოს და უკრაინის გაწევრიანების ვადები

ნატო–ს სამიტზე არ დასახელდება საქართველოს და უკრაინის გაწევრიანების ვადები
access_time2021-06-14 16:50:28
ნატო–ს სამიტზე საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით არავითარი თარიღები და შესაძლო ვადები არ დასახელდება, მხოლოდ დადასტურდება, რომ ნატო–ს კარი ღიაა და ამ პროცესში რუსეთს ვეტოს უფლება არ გააჩნია. ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გერმანიის მარშალის ცენტრში ონლაინ–დისკუსიის დროს განაცხადა, რომელიც ნატო–ს სამიტის დაწყებას უძღოდა წინ. „საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებაში ჩვენ ბუქარესტის სამიტზე (2008 წლის აპრილი....

კაპიტალის ბაზარი მოწმენდილ მინდორზე არ ვითარდება

კაპიტალის ბაზარი მოწმენდილ მინდორზე არ ვითარდება
access_time2021-06-14 16:45:54
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი პარლამენტში მინისტრის საათზე დეპუტატებს დაეთაბნხმა, რომ  კაპიტალის ბაზარი განუვითარებელია და მხოლოდ ერთეული ტრანზაქციები ხორციელდება. მისივე თქმით, „მოწმენდილ მინდორზე კაპიტალის ბაზარი არ ვითარდება“. „ჩვენ შემოვიღეთ კაპიტალის ბაზრის დაბეგვრის ძალიან ლიბერალური რეჟიმი. პრაქტიკულად, ყველა მიმართულებით ჩვენ გავანულეთ განაკვეთები. დავხვეწეთ საკანონმდებლო გარემო და მივუახლოვეთ საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებს. საპენსიო რეფორმით შევქმენით...


მსგავსი სიახლეები

up