„არ მინდა ჭიათურა მხოლოდ მანგანუმის საბადოსთან ასოცირდებოდეს“ - ქართული ღვინო ფრანგული ელფერით

„არ მინდა ჭიათურა მხოლოდ მანგანუმის საბადოსთან ასოცირდებოდეს“ - ქართული ღვინო ფრანგული ელფერით

access_time2021-03-04 11:00:34

„მოგზაურობის ყველაზე სახიფათო გამოცდილება“ - ასე ჰქვია ვიდეოს, რომელიც მოგზაურმა ცოლ-ქმარმა ჭიათურაში გადაიღო. ბლოგერები გვიყვებიან, რომ იმერეთის უძველესი ქალაქი ძველი, ჟანგიანი საბაგიროთი, რომელიც ჯერ კიდევ გამოიყენება, თითქოს საბჭოთა პერიოდშია ჩარჩენილი. წყვილი ექსტრემალური ტურის შემდეგ მოგზაურობას ჭიათურის მუნიციპალიტეტში აგრძელებს და კაცხის სვეტს სტუმრობს. კარა და ნეიტმა იციან ისიც, რომ მუნიციპალიტეტის ფორმირებაში მნიშვნელოვან როლს მანგანუმის მადნის საბადო თამაშობს. მიუხედავად იმისა, რომ ვიდეო 2018 წელსაა გადაღებული, ჭიათურაში დღესაც არაფერი შეცვლილა, ამ რეგიონის ტურისტული პოტენციალი 2021 წელსაც დაკარგულია. უძველესი არქეოლოგიურ-კულტურული ძეგლების, კარსტული მღვიმეების, ტაძრებისა და ციხე-სიმაგრეების შესახებ არა თუ ამერიკელი ცოლ-ქმარი არამედ საქართველოს ხელისუფლებაც არ საუბრობს.

 

არსებული რეალობის შეცვლას ახალგაზრდა მეღვინე ცდის. ყოფილი ეკონომისტი, დავით ჩაჩანიძე ყველაფერს ჩამოშორდა და ზემო იმერეთში ღვინის წარმოება დაიწყო. როგორც თვითონ ამბობს, სანამ ნაფერებ და ნალოლიავებ ღვინოებს მზის სინათლეზე გამოიტანდა დიდხანს ემზადებოდა. ნელ-ნელა საოჯახო მარანი, დიდი ისტორიით და წარსულით ბიზნესად იქცა, ყველაფერი კი ერთი ადამიანის სოლომონის დამსახურებაა, რომელიც დავითის დიდი ბაბუა იყო. მეღვინე თვლის, რომ წლების შემდეგ ის საქმე იპოვა, რომელიც ძალიან უყვარს:

 



„მამა მეღვინე იყო და ამ საქმეში ბავშვობიდან ვარ ჩართული, შეიძლება ითქვას, რომ ქარხანაში გავიზარდე. ის ცდილობდა 9 წლიდან ყველაფერი დამოუკიდებლად გამეკეთებინა, იქნებოდა ეს ვენახების მოვლა თუ ქვევრის რეცხვა. მიუხედავად იმისა, რომ მძიმე 90 -იანი წლები გამოვიარეთ, არც ერთი წელი ყოფილა ისეთი, რომ ღვინო არ გვეწარმოებინა. საზღვარგარეთ ხშირად ვმოგზაურობდი, რა დროსაც აღმოვაჩინე, რომ განსხვავებული ღვინო მომწონდა. საქართველოში წარმოებული არც დიდი და არც პატარა ქარხნის ღვინო არ იყო ისეთი, როგორსაც ქვეყნის ფარგლებს გარეთ ვსვამდი. ჩვენი ღვინო ფრანგულისგან რადიკალურად განსხვავდებოდა, შესაბამისად სულ მინდოდა, რომ მაღალი ხარისხის ღვინო საქართველოშიც ყოფილიყო, სწორედ ამან მიბიძგა ბიზნესის დაწყებისკენ. ღვინის სააგენტოში ღვინის რამდენიმე კურსი გავიარე, ამ სკოლამ როგორც პრაქტიკული, ასევე თეორიული გამოცდილება მომცა. ამის შემდეგ, ფიქრი იმაზე დავიწყე, რომ ღვინო ბოთლში ჩამომესხა, მაშინ ამას მხოლოდ ოჯახისთვის და მეგობრებისთვის ვაკეთებდი. ბიზნესი 2010 წელს ვენახების გაშენებით, დავიწყე, მაგრამ პირველი მოსავალი 2018 წელს მივიღე, შესაბამისად ღვინო ქართულ დახლებზე ოფიციალურად 2019 წელს გამოჩნდა“, - გვიყვება დავით ჩაჩანიძე.

 

დავით ჩაჩანიძე „კომერსანტთან“ საუბარში ამბობს, რომ „სოლომონეს“ მარანი ჭიათურაში, ლეჟუბანში მდებარეობს. ზუსტად იმ ადგილზე, სადაც მის დიდ ბაბუას მარანი და ვენახი ჰქონდა გაშენებული. აქ ქვევრებსაც თავიანთი ისტორია აქვთ, საუკუნოვანი ისტორია.

 

„მამამ სახლის მშენებლობა 1979 წელს დაიწყო. როდესაც ფუნდამენტი გაიჭრა 4 ქვევრი აღმოაჩინეს, აქედან ორი გაუფუჭდათ, ხოლო ორი გადაარჩინეს. ის ქვევრები ახლაც ძველ მარანში მაქვს, არავინ იცის რამდენი ხნისაა, თუმცა ამბობენ, რომ მამაჩემის ბაბუის ქვევრებია. სახლის ტერიტორიაზე ახალი მარანი ავაშენე, რომელიც 55 000 ბოთლზეა გათვლილი, მინდა, რომ ძალიან მალე სრულ დატვირთულობას მივაღწიო. ინფრასტრუქტურა უკვე მოწყობილი მქონდა და სხვასთან შედარებით ერთი ნაბიჯით უფრო წინ  ვიყავი. ნულიდან დასაწყები ბაზაც მქონდა და ნაწილობრივი ცოდნაც“, - ამბობს დავით ჩაჩანიძე.

 

მეღვინე გვიყვება, რომ სხვა ღვინოებისგან „სოლომონეს“ ჯიშის უნიკალურობა განგვასხვავებს. მისი თქმით, მთელ საქართველოში ძელშავს ალბათ 6-7 მეღვინე აწარმოებს. ამბობს, რომ ძელშავი ევროპული სუფრის, წითელი ღვინის მხარეს იხრება და არ არის ისეთი მძიმე, როგორიც საფერავი და სხვა კახური ყურძნის ჯიშებია. „სოლომონეს“ 2019 წლის მოსავალი რამდენიმე კვირის წინ ამოიწურა. მაშინ ორი სახის ღვინოს, ძელშავს და ციცქა - ცოლიკაურს აწარმოებდა. ყოფილი ეკონომისტი დღეს 4 სახის ღვინოს აწარმოებს. დავით ჩაჩანიძე გვიყვება, რომ ახალი ღვინის ჩამოსხმა მარტიდან დაიწყო, უკვე გაზრდილი რაოდენობით.

 




„ძელშავი იშვიათი ჯიშია, ძალიან მცირე რაოდენობა მოდის, ვენახი მხოლოდ ზემო იმერეთსა და რაჭაშია გაშენებული. ამას ერთვის ის, რომ ძველი ქართული, ენდოგენური ყურძნის ჯიშია. განსაკუთრებული ღვინო გამოვიდა, ამ დარგის მცოდნე ვინც კი აგემოვნებდა, პირველივე წელს ესეთი ღვინის დაყენება ყველას უკვირდა. ამ ღვინომ მართლა გაამართლა. ახალი ღვინის ჩამოსხმა უკვე დავიწყე, წელს 12-13 000 ბოთლი მექნება. უფრო თანამედროვე მარანი ავაშენე ერთადერთი ტრადიციული იმ მარანში ძველი ქვევრებია. ვცდილობ მარანი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღვჭურვო, რაშიც სამაცივრე ავზები შედის. დღეს 4 სახის ღვინოს, უმეტესად იმერულ ჯიშებს ვაწარმოებთ. ერთადერთი რაც გამოვურიე რქაწითელია, დანარჩენი ისევე ძელშავი, ციცქა - ცოლიკაური და კრახუნაა“, - განმარტავს დავით ჩაჩანიძე.

 

„სოლომონეს“ ღვინის მცირე ნაწილი, ქართულ ბაზარს უკვე გაცდა. დავით ჩაჩანიძეს იმედი აქვს, რომ ზემო იმერული ღვინო ევროპულ ბაზარზე დადებით შეფასებას დაიმსახურებს და დახლებზე ღირსეულ ადგილს დაიკავებს:

 

ქართველი შუამავალის დახმარებით ას-ასი ბოთლი საფრანგეთსა და ინგლისში წაიღეს, სად გაიყიდება არ ვიცი, ჯერ დეგუსტაციაც არ ყოფილა, მაგრამ დარწმუნებული ვარ კარგი გამოხმაურება ექნება. ზუსტად ევროპული ყაიდის ღვინოა, მიუხედავად იმისა, რომ ქვევრში დაღვინდა ძალიან მსუბუქი გამოვიდა, რადგან თვითონ ყურძნის ჯიშია მსუბუქი“, - აცხადებს დავით ჩაჩანიძე.

 

„სოლომონეს“ თანადამფუძნებელი ამბობს, რომ ბიზნესი საკუთარი სახსრებით დაიწყო. მისი თქმით, მცირე მეწარმისთვის ერთ-ერთი პრობლემა ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობაა. ახალგაზრდა მეღვინე ამბობს, რომ ქვეყანაში სტარტაპების მიმართ ნდობა ნაკლებია და ეს მიმართულება დახვეწას საჭიროებს.

 

„არც ერთი პროგრამით არ მისარგებლია, მოთხოვნა აწარმოე საქართველოს 30 000 ლარიან გრანტზე შევიტანე, თუმცა უარყოფითი პასუხი მივიღე, მაგრამ კიდევ ვცდილობ, რადგან მარნის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვა მინდა. თანამედროვე პრესი მჭირდება, რომელიც დიდი წარმადობის იქნება. ასევე 3-5 ტონიანი ავზები მჭირდება, რომელსაც ტემპერატურული რეჟიმები აქვს. ავზები იაფი არ ღირს ამიტომ ვფიქრობ, რომ მომავალში თუ რამე გრანტი ან კონკურსი გამოცხადდება მონაწილობას მივიღებ. ბანკები სესხის აღების დროს უძრავი ქონების უზრუნველყოფას გთხოვენ, რადგან სტარტაპი დასაწყისში მომგებიანი არ არის, შესაბამისად ფინანსებზე  წვდომა რთულია“, - ამბობს დავით ჩაჩანიძე.


ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, ახალი მიზნების განსახორციელებლად სჭირდება, დიდი მიზნების განსახორციელებლად, რომელიც ჭიათურას სამრეწველო რეგიონის სტატუს დაუკარგავს და ტურისტულ პოტენციალს წარმოაჩენს.

 

„ის სახლი, რომელიც ჭიათურაში მაქვს მინდა, სასტუმროდ გადავაქციო. ახლა ვმუშაობ, რომ ფინანსებზე ხელი მიმიწვდებოდეს იმისათვის, რათა ამ პროექტის განხორციელება შევძლო. უკვე მზად მაქვს ბიზნეს გეგმა, პროექტი არქიტექტურულადაც და დიზაინერული თვალსაზრისითაც დასრულებულია. რომ არა კორონავირუსით გამოწვეული პანდემია, ალბათ რაღაცების გაკეთება უკვე დაწყებული მექნებოდა. ეს იქნება 12 ნომრიანი ბუტიკური ტიპის სასტუმრო, რომლსაც ჭიათურაში და საჩხერეში ანალოგი არ ეყოლება. მგონია, რომ ჭიათურას დიდი ტურისტული პოტენციალი აქვს, განსაკუთრებით სტუმარ - მასპინძლობის კუთხით, ღვინის გასტრონომიის მხრივ. არ მინდა, რომ ჭიათურა მხოლოდ მანგანუმის საბადოსთან ასოცირდებოდეს. ერთი ადამიანი ალბათ ამას ვერ მოვახერხებ, საჭიროა, რომ სხვებიც გააქტიურდნენ და ისეთ რამ გააკეთონ, რითიც ადამიანები დაინტერესდებიან და ჩამოვლენ“, - განაცხადა  დავით ჩაჩანიძემ.

 

მცირე მეწარმე ღვინის გარდა არყის წარმოებითაც დაინტერსდა. პროექტზე მუშაობა უკვე დასრულებულია და „სუფთა“ ბაზარზე უახლოეს მომავალში გამოჩნდება:

 



„ჩემს მარანში, არის ცალკე ოთახი, სადაც პატარა დისტილერია გავაკეთე და მარცვლეულის არყის წარმოება დავიწყე, რომელიც  ჯერ გაყიდვაში არ არის, ბაზარზე დაახლოებით ერთ  თვეში გამოჩნდება. ჭვავის არყის გარდა, ასევე იქნება ჭაჭა „სოლომონე“. განსხვავებული მარცვლეულის არაყია ამინტომ მინდა, რომ  სტაბილურად 500-600 ბოთლი ვაწარმოო. არაყი არის ძალიან მაღალი ხარისხის, ყველანაირ  მავნე ნივთიერებისგან გაწმენდილი“,  ამბობს დავით ჩაჩანიძე.

 

მეღვინე ფიქრობს, რომ „სოლომონეს“ ღვინო პრემიუმ ხარისხისაა, თუმცა ფასის კუთხით მას თავისი კონცეფცია აქვს. დავითს უნდა, რომ პრემიუმ ხარისხის ღვინო ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს. სწორედ ამიტომ საუკუნოვანი ისტორიის მქონე, თანამედროვე ზემო იმერული ყურძნის ჯიშებისგან დაწურულ ღვინის შეძენა სხვადახვა ღვინის მაღაზიასა და ბარებში 20 დან 30 ლარამდე შეგეძლებათ. თუმცა, ყველზე მთავარი არის ის რომ, ისტორია, რომელიც გასულ საუკუნეში მეღვინე სოლომონით დაიწყო, უკვე ბრენდ „სოლომონეთი“ გრძელდება.


ბაჩო ადამია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up