„არ მიკვირს რეგიონში ყველაზე მეტად ლარი რომ უფასურდება, რადგან მარტო ტურისტებზე ვართ დამოკიდებული“- კახა ოქრიაშვილი

„არ მიკვირს რეგიონში ყველაზე მეტად ლარი რომ უფასურდება, რადგან მარტო ტურისტებზე ვართ დამოკიდებული“- კახა ოქრიაშვილი

access_time2020-03-27 12:30:12

„მე არ მიკვირს რეგიონში ყველაზე მეტად ლარი რომ უფასურდება იმიტომ, რომ ჩვენი ეკონომიკა განსხვავებულია, მარტო ტურისტებზე, ვართ დამოკიდებული“, - ასე აფასებს მმართველი გუნდის წევრი კახა ოქრიაშვილი ეროვნული ვალუტის რეკორდულ გაუფასურებას.  „პსპ“-ს დამფუძნებელი „კომერსანტთან“ იმ მიზეზებზე საუბრობს, თუ რატომ აისახება კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ლარის კურსზე. 


„ჩვენი ეკონომიკა დამოკიდებულია ტურიზმზე, ასეთ ტურისტულ ნაკადთან ახლოსაც არ არის სომხეთი, აზერბაიჯანი და თუნდაც რუსეთი. ქვეყანაში ბევრს არაფერს ვაწარმოებთ იგივე მეზობელი სომხეთი, ძალიან ბევრ უბრალო პროდუქტს აწარმოებს, დაწყებული ფეხსაცმლით, ჩირით დამთავრებული და წარმატებით ყიდის რუსეთის და სხვა ქვეყნის ბაზრებზე, მათ შორის ჩვენთანაც. ჩვენ მომსახურების ექსპორტი გვქონდა რომელიც სრულად გაჩერდა, ამ დროისთვის ტურისტების რაოდენობა არის ნული. ტურისტებს შემოჰქონდათ 3 მლრდ. დოლარი და უცებ ეს რიცხვი განულდა“-აცხადებს ოქრიაშვილი. 


დეპუტატის განცხადებით, სამომავლოდ ქვეყანამ უნდა გავითვალისწინოს, რომ   მრავალწახნაგოვანი ეკონომიკა ჰქონდეს.ამის მაგალითად მას სოფლის მეურნეობის გადამუშავება მოჰყავს, რაც ოქრიაშვილის თქმით,  ქვეყნის უსაფრთხოების მნიშვნელოვანი გარანტი იქნება. 


„ უნდა შევუწყოთ ხელი იმას, რომ საქართველოში ბევრი საექსპორტო არტიკლი გაჩნდეს და ტურისტზე არ ვიყოთ დამოკიდებული.იგივე ფარმაციის ნაწილში ტესტები დაგვჭირდა, რატომ არ უნდა ვაწარმოოთ ჩვენ?“, ამბობს ოქრიაშვილი.



დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრი იმ ნაბიჯებზე ამახვილებს ყურადღებას, რა ნაბიჯებიც პრობლემის მოსაგვარებლად უნდა გადაიდგას.


„ახლა უმნიშვნელოვანესია ადამიანების ჯანმრთელობა. ამის შემდეგ კი ქვეყანაში ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი. ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ ეკონომიკა არ იყოს დამოკიდებული მხოლოდ ტურიზმზე, 10 ჯერ იყო წამოწყებული იმპორტის ჩანაცვლების პროგრამა, ნაციონალური მოძრობის დროს მახსოვს 100 საწარმოს პროექტი, რომელიც ჩავარდა, „ქართული ოცნების“ დროსაც იყო იმპორტის ჩანაცვლების პროგრამა, რომელიც არ განხორციელდა, შეიძლება აქა-იქ რაღაც გაკეთდა, მაგრამ პროგრამას ვერ დავარქმევთ, მივიღეთ მხოლოდ ცალკეული საწარმოები. ამოქმედდა პროგრამა „აწარმოე საქართველოში“, ამან კარგი ბიძგი მისცა ბიზნესს, მაგრამ ეს უნდა გაგრძელდეს ისე, რომ ექსპორტის მწარმოებელი პროდუქციის კერები გაჩნდეს. ამისთვის უნდა კეთდებოდეს ყველაფერი ქვეყანაში. ეს მხოლოდ  კახა ოქრიაშვილის ძალისხმევით ვერ მოხერხდება, ყველა უნდა ჩაერთოს პროცესში, ერთად უნდა გაკეთდეს ეს გეგმა, ასე ვხედავ მე იმ პრობლემების მოგვარების გზებს, რომლის წინაშეც ვდგვართ დღეს“, - განაცხადა კახა ოქრიაშვილმა.

 

ბაჩო ადამია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up