„არ მეგულება უკეთესი კანდიდატურა პრემიერ-მინისტრობის პოსტზე, ვიდრე მამუკა ხაზარაძეა“ - დავით გამყრელიძე

„არ მეგულება უკეთესი კანდიდატურა პრემიერ-მინისტრობის პოსტზე, ვიდრე მამუკა ხაზარაძეა“ - დავით გამყრელიძე

access_time2020-10-16 22:57:46

„მე მჯერა პარტია „ლელოს“ წარმატების, რადგან მისმა დამფუძნებლებმა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ყველაზე პატარა ბიზნესებიდან გიგანტური ბიზნესები შექმნეს ჩვენს ქვეყანაში“ - ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთ ღონისძიებაზე სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ფიქრია ჩიხრაძის მეგობარმა და „ლელოს“ მხარდამჭერმა დავით გამყრელიძემ განაცხადა. 


მისივე თქმით, „ლელოს“ აქვს სწორი ხედვა, რომ პარტია და პოლიტიკური ასპარეზი ახალგაზრდებს დაუთმო.


„ყველა პროექტი, რომელიც მამუკას და ბადრის წამოუწყია, არის წარმატებული და დარწმუნებული ვარ, პარტიაც ასეთივე წარმატებული იქნება, რადგან "ლელოს" აქვს ყველაზე სწორი მიდგომა ახალგაზრდების პოლიტიკაში შემოყვანის მხრივ. პარალელურად, პარტიას ჰყავს წლების გამოცდილი პოლიტიკოსები და ეს ყველაზე გონივრული მიდგომა. მე არ მეგულება ისეთი ადამიანი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ლარს და ეკონომიკას დაძრავს, ვიდრე ბადრი ჯაფარიძეა. არ მეგულება ჩვენი ქვეყნის უცხოელ პარტნიორებთან მომლაპარაკებელი იმაზე კარგი, ვიდრე დავით უსუფაშვილია და ასე დაუსრულებლად შემიძლია ვისაუბრო ამ გუნდზე. 8 წელია, წამოვედი პოლიტიკიდან და დღესაც მეკითხებიან, გვეშველება თუ არა რამე. ყველას გიპასუხებთ, თუ მივალთ არჩევნებზე და შემოვხაზავთ 56-ს, ნამდვილად გვეშველება,“ - განაცხადა გამყრელიძემ.
დავით გამყრელიძემ სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატ ფიქრია ჩიხრაძეზეც ისაუბრა და მისი პოლიტიკური წარსული გაიხსენა.




„8 წელია, რაც პოლიტიკიდან წავედი და საჯარო აქტიურობაც შევწყვიტე, დღეს კი ობიექტური მიზეზის გამო ეს პირობა დავარღვიე და ახლა თქვენ წინაშე ვარ. დღეს ვარ ჩემი უახლოესი მეგობრისა და წლების განმავლობაში თანამებრძოლის, ფიქრია ჩიხრაძის ოლქში და ვესწრები მის წარდგენას. მე ფიქრია მახსოვს, როგორ იბრძოდა რუსი გენერლების წინააღმდეგ, როდესაც დავით გარეჯს ესროდნენ. ერთად ალყაშემორტყმულ სოხუმშიც აღმოვჩნდით. ამ ყველაფერს იმიტომ ვყვები, რომ ეს ადამიანი არის ნამდვილი მებრძოლი და პატრიოტი საკუთარი ქვეყნის. არავის არ სჯეროდა, რომ 2002 წელს, როდესაც გვქონდა მოსაზრება, გაგვეტანა პარლამენტში რეზოლუცია ნატოში საქართველოს გაწევრიანების შესახებ, ფიქრია იყო ადამიანი, რომელსაც სჯეროდა, რომ ეს გავიდოდა და მართლაც, ერთი მოსმენით მიიღო პარლამენტმა. მე მახსოვს, როგორ იბრძოდა სასამართლოში და ქუჩაში სანდრო გირგვლიანის მკვლელების დასასჯელად და მახსოვს ბევრი რამ, რაც ამ ადამიანს გაუკეთებია. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ქართულ პოლიტიკაში არცერთი პოლიტიკოსი არ მეგულება ისეთი პოლიტიკური გამოცდილებით და სუფთად გავლილი გზით, როგორითაც ხელახლა მოდის პოლიტიკაში ფიქრია ჩიხრაძე,“ - აცხადებს გამყრელიძე.


ინფორმაციას „ლელო საქართველოსთვის“ პრესსამსახური ავრცელებს.


NS  







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up